ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 9%-ითაა გაზრდილი
ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება 9%-ითაა გაზრდილი. სახელმწიფო ელექტროსისტემის (gse) საიტზე განთავსებული ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ქართლის ქარის ელ.სადგურის გამომუშავებამ 56,54 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 51,68 მლნ კვტ/სთ.
მიმდინარე წელს ელექტროსადგურმა ყველაზე მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება ივნისში მოახერხა, სულ 9,04 მლნ კვტ/სთ.
რაც შეეხება ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიის წლიური სტატისტიკა ასე გამოიყურება:
2023 წელი - 86,12 მლნ კვტ/სთ
2022 წელი - 87,49 მლნ კვტ/სთ
2021 წელი - 83,4 მლნ კვტ/სთ
2000 წელი - 90.8 მლნ კვტ/სთ
2019 წელი - 84.7 მლნ კვტ/სთ
2018 წელი - 84.3 მლნ კვტ/სთ
2017 წელი - 87.8 მლნ კვტ/სთ.
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა გამომუშავება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო და ორ თვეში 9.0 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.
ქართლის ქარის ელექტროსადგური შიდა ქართლის რეგიონში, გორის/ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მისი სიმძლავრე 20,7 მგვტ-ია. ქართლის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის 6 იანვარს გაიცა, ხოლო დასრულდა 2019 წლის 19 სექტემბერს.
ინვესტიციის მოცულობამ 29.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პროექტის განმახორციელებელია კომპანია „ქართლის ქარის ელექტროსადგური“.
სხვა სიახლეები
ისწავლე აშშ-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით - Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება მალე დასრულდება
26.06.2026.18:32
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. აპლიკაციისთვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
პროგრამა რამდენიმე ეტაპიანია:
• აპლიკაციების შევსება;
• აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს უტარდებათ გასაუბრება;
• შერჩეული აპლიკანტები აბარებენ სამი ტიპის ტესტს: TOEFL, GRE, GMAT.
სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge