ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო
ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, განხორციელებული ინიციატივებისა და ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართ მტკიცე ერთგულებისთვის - თიბისის გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო გადაეცა.
თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ქალთა გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა სფეროში შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანია ქმნის მრავალფეროვან და თანასწორ სამუშაო გარემოს, ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ქალების პროფესიულ განვითარებას, დასაქმებას, მეწარმე ქალების მხარდაჭერასა და თანამშრომლების გაძლიერებას ემსახურება, ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
როგორც თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი აღნიშნავს, ქალთა გაძლიერება თიბისისთვის სტრატეგიული მიმართულებაა: „ESG სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში ქალთა გაძლიერებას ერთ-ერთი მთავარი ადგილი დავუთმეთ. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უკვე ოთხი წელია მნიშვნელოვან ინიციატივებს ვახორციელებთ. მათ შორის არის მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელსაც თიბისი ოთხი წელია მხარს უჭერს და რომელსაც ამ დროის განმავლობაში 500-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა. ასევე, აღსანიშნავია გრეის ჰოპერის დაჯილდოება, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების გაძლიერებასა და აღიარებას ემსახურება. თიბისი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალებისა და გოგოების ჩართულობას ტექნოლოგიურ სფეროში - ჩვენს IT აკადემიაში მათი წილი ყოველწლიურად იზრდება, ხოლო კურსდამთავრებულთა 45% ქალები არიან, რაც დაახლოებით 2 400 მონაწილეს შეადგენს“.
გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმასა და გზამკვლევს კომპანიებისთვის, თუ როგორ გააძლიერონ ქალები სამუშაო ადგილზე, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში. საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვაზე 2016 წლიდან მუშაობს და ამ საქმიანობას ის ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს. პლატფორმა ღიაა ახალი წევრების ხელმოწერისთვის და მისი გაფართოებისთვის მუშაობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამომავლოდაც განაგრძობს.
თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ოფიციალური პარტნიორობა 2021 წელს დაიწყო და ამით თიბისი საქართველოში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც UN Woman Georgia-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და ჩაერთო ქალების გაძლიერების პროგრამებში. ამასთან, თიბისი არის გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერი, რითაც დასტურდება, რომ კომპანია გრძელვადიანად უყურებს ამ მიმართულებას და გენდერული თანასწორობის საკითხებს ასახავს მის პოლიტიკებში, პროცესებსა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს Voyager - მა 15% - ით მეტ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა საქართველოში - სოფო აზარაშვილი
სხვა სიახლეები
ნელ-ნელა წინ მივიწევთ, დიდი ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ - გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი
18.12.2025.18:56
2025 წელი გასტრონომიული სფეროსთვის ძალიან კარგი წელი იყო, - აცხადებს გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ქეთი კვიჭიძე. მისი თქმით, 2025 წელს აღინიშნებოდა ტურისტების ზრდა.
„აქტივობებს რაც შეეხება, ძალიან კარგი მარკეტინგული კამპანიები ჩავატარეთ, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ასევე ცალკეულად. საკმაოდ კარგი წელი იყო. მომავალ წელს მოლოდინები მაღალი გვაქვს. ვინაიდან ნელ-ნელა წინ მივიწევთ და აღსანიშნავია, რომ დიდი ინტერესი გაჩნდა საქართველოს მიმართ. წელს ტურისტები ისეთი ქვეყნებიდან გვყავდნენ, როგორებიცაა ავსტრალია და ახალი ზელანდია“, - აღნიშნა ქეთი კვიჭიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე 2025 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელიც.
სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.