ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე ილია რევიამ „კრისტალის“ გამოცდილება წარადგინა
ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „EBA4Women Signature Forum“, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და წარმატებული კორპორაციული პრაქტიკის გაზიარებას მიეძღვნა, მიკრობანკი “კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა ილია რევიამ კომპანიის გამოცდილება წარადგინა.
„კრისტალი“ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ინკლუზიური ბიზნესგარემოს განვითარებისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისადმი. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის ერთგულებას მდგრადი განვითარების, სოციალური პასუხისმგებლობისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების მიმართ.
ფორუმის ფარგლებში, მიკრობანკ „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ პანელურ დისკუსიაში „ბიზნეს გადაწყვეტილებები ინკლუზიური ზრდისთვის – ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო“ მიიღო მონაწილეობა. მან ღონისძიების დამსწრეებს გააცნო, თუ რა სტრატეგიული ნაბიჯები გადადგა ბოლო წლებში კომპანიამ ორგანიზაციაში ინკლუზიური სამუშაო გარემოს შექმნისა და ქალების მხარდაჭერისთვის, ისაუბრა, თუ როგორ აისახა ეს ძალისხმევა „კრისტალის“ წარმატებულ შედეგებსა და განვითარებაზე.
„2016 წლიდან, როცა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერები გავხდით, ჩვენთვის ქალთა მხარდაჭერა მხოლოდ ფორმალურად გადადგმული ნაბიჯები არასდროს ყოფილა. ამ გულწრფელმა ხელშეწყობამ, ზრუნვისა და მხარდაჭერის კულტურის გაუმჯობესებამ, ინკლუზიური გარემოს შექმნამ, სადაც ყველას ხმა ისმის, თანამშრომელი ქალებისთვის კომპანია უფრო მიმზიდველი გახადა. დღეს „კრისტალი“ მათთვის გრძელვადიანი შესაძლებლობების რეალიზების სივრცეა. ეს კომპანიისთვის მეტ სტაბილურობას, რისკების უფრო ეფექტიან მართვასა და უკეთეს ფინანსურ შედეგებს ნიშნავს. საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებებისა და ინიციატივების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ „კრისტალი“ ბოლო წლების საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ფინანსური ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ილია რევიამ.
მან ასევე გაუსვა ხაზი ქალების რაოდენობას მომხმარებლების და თანამშრომლების ჭრილში: კრისტალის მომხმარებლების 60%-სა და თანამშრომლების 70%-ს ქალები შეადგენენ. კომპანიის აღმასრულებელ საბჭოში ორი პოზიცია ქალებმა დაიკავეს, გაიზარდა მათი წარმომადგენლობა სამეთვალყურეო საბჭოშიც. მათი მხრიდან, ზრუნვაზე დაფუძნებულმა ურთიერთობამ ხელი შეიწყო თანამშრომლების ლოიალობის ზრდას და თუ 2021 წელს ის 29% იყო, 2025 წლისთვის უკვე 50%-ს აჭარბებდა. რაც შეეხება თანამშრომლების გადინებას, 2020 წელს არსებული 27%-იდან დღესდღეობით მაჩვენებელი 10%-მდეა შემცირებული, რაც ფინანსურ სექტორში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაცემია.
წლევანდელი ფორუმის გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდა ევროპული ბიზნეს ასოციაციის დაჯილდოების ცერემონია. ნომინაციაში „წლის ლიდერი ქალი“ „კრისტალის“ გარემოსდაცვითი და კორპორაციული სოციალური (E&S) პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა მაია ქობალიამ გაიმარჯვა. ამას გარდა, ჯილდო ნომინაციაში „კაცი ჩემპიონი“, რომელიც ქალთა გაძლიერების მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის ქართული ბიზნესის ისტორიაში პირველად გაიცა, „კრისტალის“ ადამიანების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, როდიონ ქორჩილავამ მიიღო.
პანელური დისკუსიებისა და დაჯილდოების ცერემონიის გარდა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე ევროპული ბიზნეს ასოციაციის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომიტეტიც წარადგინეს, რომელიც აქტიურად გააგრძელებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ინკლუზიური ლიდერობისა და თანაბარი შესაძლებლობების მხარდაჭერას.
საგულისხმოა, რომ ღონისძიების პარალელურად მოეწყო გამოფენაც, რომელშიც ევროპული ბიზნესასოციაციის წევრიკომპანიების, სოციალური საწარმოებისა და მეწარმე ქალების, მათ შორის „კრისტალის“ ქალთა გაძლიერების პროგრამის - „ბაზ საქართველოს“ ელჩი ქალების პროდუქტებიც იყო წარმოდგენილი.
ფორუმი მაღალი დონის დისკუსიებისა და სტრატეგიული დიალოგის პლატფორმას წარმოადგენს და ბიზნესლიდერებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და დარგის პროფესიონალებს აერთიანებს. მისი მიზანი ინკლუზიური ბიზნესგარემოს ხელშეწყობა, ეკონომიკურ ზრდაში ქალების წვლილის ხაზგასმა და იმ გამოწვევების ერთობლივად დაძლევაა, რომლებიც თანამედროვე ბაზარზე არსებობს.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.