ქალი მართავს – „თეგეტამ“ მარტის კამპანია დაიწყო
„ქალი მართავს“ ოჯახს, ბიზნესს, კომპანიას; მართავს თამამად, შეუპოვრად და წარმატებით - ამ კონცეფციით შეიქმნა „თეგეტა ჰოლდინგის“ საგაზაფხულო კამპანია, რომელიც სრულად ქალებს ეძღვნება. მთავარი მიზანი იმ მრავალმხრივი უნარების კიდევ ერთხელ ხაზგასმაა, რომლებითაც ქალები ნებისმიერ პროფესიასა და საქმეს ართმევენ თავს.
კამპანია საიმიჯო ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელიც კრეატიულ სააგენტო JoyBoy-სთან კოლაბორაციით მომზადდა. ვიდეო სხვადასხვა პროფესიის 27 ქალს აერთიანებს: მექანიკოსებს, სატვირთოს მძღოლებს, მეშახტეებსა თუ ექიმებს - მათ, ვინც თავისი საქმით ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ ქალი მართავს და მართავს თავდაჯერებით.
ელენე კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ჩვენი მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ ყველას ნათლად დავანახოთ, რომ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვაც ქალებს არ შეუძლიათ. მარტი სრულად ქალებს მივუძღვენით, გვინდა, ეს იყოს თვე სავსე აღიარებითა და შთამაგონებელი ისტორიებით.
„თეგეტა ჰოლდინგის“ პრიზმიდან ქალის მმართველობითი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გვსურს, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ამ მასშტაბურ, სტერეოტიპულად მასკულინურ ინდუსტრიაში, კომპანია მათ გვერდით დგას, აფასებს მათ შრომას და აღიარებს მათ წარმატებას. საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია და ყველა ის აქტივობა, რომლებიც დაიგეგმა, ერთ გზავნილს ემსახურება - ქალი წარმატებულია ყველა სფეროში, რასაც აირჩევს. ამასთან ერთად, ეს კამპანია ჩვენთვის ძალიან ავთენტიკურია, რადგან უშუალოდ „თეგეტასაც“ 30-წლიან ისტორიაში პირველად ქალი მართავს“.

საიმიჯო ვიდეო, ინტერვიუების სერია, სხვადასხვა აქტივობა მასშტაბური კამპანიის ნაწილია. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კომპანიის შიდა კულტურაზეც: „თეგეტა“ აცხადებს, რომ ქალების როლი კომპანიის განვითარებაში განსაკუთრებულია.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი:„ქალების მხარდაჭერა „თეგეტასთვის“ მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა ან მარტის კამპანია არ არის, ეს ჩვენი გრძელვადიანი, თანმიმდევრული სტრატეგიისა და კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გენდერულად თანასწორი გარემო, სადაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბარია. სწორედ ამიტომ ინკლუზიური დასაქმების პოლიტიკითა თუ გადამზადების პროგრამებით აქტიურად ვუწყობთ ხელს ქალების გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამყვან პოზიციებზე დასაქმებული ქალების მაჩვენებელი 18-დან 32%-მდე გაიზარდა. თუმცა ჩვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ სამუშაო სივრცით არ შემოიფარგლება - CSR პროექტებით მხარს ვუჭერთ ქალებს სპორტში, ციფრულ ტექნოლოგიებსა და სხვადასხვა სოციალურ ინიციატივაში. გვჯერა, რომ ბარიერების მსხვრევა და რეალური ცვლილებების მოტანა მხოლოდ სისტემური მიდგომით არის შესაძლებელი“.
სწორედ კორპორაციული ღირებულებებია ის საფუძველი, რასაც „თეგეტა ჰოლდინგის“ მარტის აქტივობები ეფუძნება. საზოგადოება გაიცნობს ავტოინდუსტრიაში დასაქმებულ ქალებს. ასევე „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაში, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრებენ კომპანიის მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე, რომლებიც სწორედ ქალთა გაძლიერებას უჭერს მხარს. მარტის კამპანია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი წარმატებით მართავს ქალი რთულ პროფესიებსა და ყოველდღიურ გამოწვევებს; და რომ საბოლოოდ მართვა არა მხოლოდ საქმიანობის ნაწილი, არამედ ის შინაგანი ძალაა, რომელსაც ქალები ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებენ.

„თეგეტა ჰოლდინგი“,ავტოინდუსტრიაში ტრადიციულად მამაკაცებით დომინირებულ სექტორში, სისტემურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ინიციატივებს, რომელიც კომპანიის CSR სტრატეგიის ნაწილია. კომპანიაში სჯერათ, რომ ქალები პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობითა და შეუპოვრობით მუდმივად ამტკიცებენ, რომ წარმატებას განსაზღვრავს არა გენდერი, არამედ ცოდნა, შრომა და მონდომება. „თეგეტას“ ქალთა გაძლიერების პროგრამებიც ზუსტად ამას ასახავს. ის მოიცავს ქალი ლიდერების გაძლიერებას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციას. ბოლო ერთ წელიწადში ქალთა წარმომადგენლობა ტოპ-მენეჯმენტში 18%-დან 32.35%-მდე გაიზარდა, ხოლო 2023 წელს კომპანიამ პირველად დანიშნა ქალი CEO.
დღეს ქალები კომპანიის თანამშრომელთა 24%-ს შეადგენენ, მათ შორის ტექნიკურ, საინჟინრო, სერვისის პოზიციებზე. „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც მსუბუქი და მძიმე ტექნიკის მიმართულებით პირველი ქალი მექანიკოსები მოამზადა და დაასაქმა. „თეგეტა აკადემიის“ პროგრამების ფარგლებში გასულ წელს 172-მა ქალმა გაიარა პროფესიული გადამზადება. კომპანიაქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანიაა 2019 წლიდან, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან - გაეროს სააგენტოებთან ამ საკითხებზე, ახორციელებს ცნობიერების ამაღლების პროექტებს, როგორიცაა „მამაკაცური საუბრები“, „მამების სკოლა“, კამპანიებს და ა.შ. დანერგილი აქვს სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა და თანასწორი სამუშაო გარემოს სტანდარტები. კომპანია კაცებით დომინირებულ სექტორებზე სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტშიც ცდილობს - მათ შორისაა ქალი რალისტებისა და ქალი ფეხბურთელების მხარდაჭერა, ქალების გაძლიერება ციფრულ პროფესიებში და სხვ.
--
,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
სხვა სიახლეები
06.03.2026.18:55
საქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები
06.03.2026.18:35
საქართველოს ბანკი ერთგული მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მათ საგაზაფხულო შეთავაზებები მოუმზადა.
შეთავაზების ფარგლებში, ჩამოთვლილ მაღაზიებში საქართველოს ბანკის სხვადასხვა ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა ბენეფიტს მიიღებთ.
6, 7 და 8 მარტს შეიძინეთ სამზარეულოს ინვენტარი BergHOFF-ში, გადაიხადეთ PLUS ბარათით და მიიღეთ 20% ქეშბექი. (მაქსიმუმ 200 ლარი)
8 მარტს, Beko -ს ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას მიიღეთ 20% ქეშბექი (მაქსიმუმ 300 ლარი).
8 მარტს, Wolt+-ის მომხმარებლები Wolt-ის შერჩეულ კატეგორიებში PLUS ბარათით გადახდისას მინიმუმ 100 ლარიან შენაძენზე 30 ლარს დაიბრუნებენ Wolt-ის ანგარიშზე.
!ინფორმაციისთვის, შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ Wolt+ მომხმარებლებზე, არ მოქმედებს pick-up შეკვეთებზე და wallet-ით გადახდისას.
შეთავაზების და შერჩეული კატეგორიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
10, 11 და 12 მარტს კი Pharmadepot-სა და GPC-ში მინიმუმ 100 ლარის შენაძენზე მომხმარებლებს 30 ლარი დაუბრუნდებათ ქეშბექის სახით.
!ინფორმაციისთვის, შეთავაზება მოქმედებს საქართველოს ბანკის ყველა ფიზიკური პირის ბარათზე როგორც ფიზიკურ ფილიალებში, ასევე ონლაინ. ფიზიკურ ფილიალებში გადახდა შესაძლებელია როგორც wallet-ით, ისე ფიზიკური ბარათით, ხოლო ონლაინ - მხოლოდ ბარათის მონაცემების შეყვანით.
საკრედიტო AmEx ბარათით გადახდისას მიიღეთ MR ქულების ქეშბექი:
საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას, შესაძლებლობა გაქვთ დაიბრუნოთ დახარჯული თანხა PLUS ქულებად:
შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია შეთავაზების მობილბანკში გააქტიურება.
გარდა ამისა, 6, 7 და 8 მარტს, პარტნიორ ობიექტებში PLUS ბარათით გადახდისას 10X PLUS ქულას დააგროვებთ. (მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა)
სახლი და ოჯახი - Villeroy & Boch, ლივინი, comfo design, სომა ჰოუმი, ადელიო; შოპინგი - ჰამო, ოვერდოზი, ჯომა; ყვავილები - ანეს ყვავილები, ლავანდერ; აქსესუარები - სვაროვსკი, პილგრიმ, კოსმო, ტრესორი, მანდარინა; თავის მოვლა -ადენ კოსმეტიკი, კოტესი, სკინუმ; კვება - განჯინა, ლუნატიკი, ბუკას ბეიქერი, ვარდო.
ასევე, 6-8 მარტს, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაზე რომელიც ბაზარი ორბელიანზე იმართება, PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ (მაქსიმუმ 10,000 PLUS ქულა).
შეთავაზების დეტალები და ობიექტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Student Card - ით გადახდისას მიიღონ ქეშბექი:
მოსწავლეები კი საქართველოს ბანკის sCool Card-ით სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ:
ყველა შეთავაზებას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.