მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.2
-0.0004
flag
AZN 1.5915
-0.0003
flag
CNY 38.016
0.0003
flag
EUR 3.131
-0.0011
flag
GBP 3.5507
-0.005
flag
KZT 51.58
0.0005
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7059
-0.0005

ქალი ლიდერები IT სფეროში - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია

news image

თიბისის პლატფორმული სისტემების ლიგის ლიდერი - გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის გამარჯვებულია. მან ეს პრესტიჟული ჯილდო კატეგორიაში - ქალი ლიდერები IT სფეროში მიიღო.

ეს ჯილდო ენიჭებათ ქალ ლიდერებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი შეაქვთ IT სფეროს განვითარებაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იმ პროფესიონალებს, რომელთა ძლიერი ლიდერული თვისებები ეხმარება სფეროსა და ორგანიზაციის ტრანსფორმაციას. 

The Info-Tech Awards აღნიშნავს იმ ლიდერების წვლილს, რომლებიც სხვადასხვა ბიზნეს ამოცანებს არგებენ შესაბამის ტექნოლოგიურ ინიციატივებს, მუდმივად ნერგავენ ინოვაციებს და გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობენ მაღალი სტანდარტებით.

წლევანდელი გამარჯვებულები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ, ასობით კანდიდატს შორის გამოარჩიეს: “ეს კატეგორია აღნიშნავს ქალი ლიდერების წვლილს IT სფეროში, რომელთა ხედვა და საქმისადმი მიდგომა ქმნის გაზომვად პროგრესს ინოვაციაში, ინკლუზიასა და ორგანიზაციულ პერფორმანსში. 

“ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს, რადგან სტრატეგიული ლიდერობის მეშვეობით, აძლიერებენ საკუთარ ორგანიზაციებს და გზას უკვალავენ IT სფეროს ლიდერების ახალ თაობას. თითოეული მათგანი არის იმის მაგალითი, რომ ინკლუზიური ლიდერობა აფორმირებს IT-ს მომავალს” - განაცხადა ტომ ზეჰრენმა, Info-Tech Research Group-ის აღმასრულებელმა ოფიცერმა. 

გოგუცა გელაშვილი: “ქალი ლიდერების მომავალ თაობას ვურჩევ, საქმეში მაქსიმალურად დაიხარჯონ და საკუთარ თავშივე იპოვონ გამბედაობა. იმისთვის, რომ გახდე ძლიერი ლიდერი, საჭიროა გადალახო უამრავი დაბრკოლება და წარუმატებლობა; არ შეშინდეთ და შეხედეთ მას, როგორც ღირებულ გამოცდილებას.

უპირველესად, საკუთარი შესაძლებლობების უნდა დაიჯერონ. როგორც კი ამას შეძლებენ, სხვებსაც მარტივად დააჯერებენ. შემდეგ კი, შეუძლებელიც შესაძლებელი გახდება.”

დაჯილდოების ორგანიზატორი - Info-Tech Research Group 30 წელზე მეტია მსოფილიოს ლიდერი კვლევითი და საკონსულტაციო ორგანიზაციაა და მოიცავს 30,000-ზე მეტ საერთაშორისო კლიენტს.

 

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image AI სტიპენდია ქალებისთვის - საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივ პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო

13.11.2025.14:51

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსი- AI სტიპენდია შეიქმნა.

ახალი ინიციატივა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. პროექტში მონაწილეობა და განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქალს, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი. ბანკის პარტნიორი აკადემიების სია კი ასე გამოიყურება:

• სმარტ აკადემია – Smart Academy;
• თბილისის კომუნიკაციის სკოლა – Tbilisi School of Communication;
• ციფრული ინდუსტრიის აკადემია – Academy of Digital Industry;
• ეჯაილ სქული – AgileSchool;
• სქილვილი – Skillwill;
• სქეილაფი – ScaleUp.

რაც შეეხება კონკრეტულ კურსებს, რომლის გავლაც AI ით დაინტერესებულ ქალებს შუძლიათ, ესენია:

TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION

• ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები;
• AI Agents & Automations;
• AI ბიზნესის განვითარებაში.

Academy of Digital Industry

• ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი;
• AI ChatBots.

Smart Academy

• ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში.

Skillwill

• ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის.

ScaleUp

• ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება.

AgileSchool

• AI Automation.

სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები შეირჩევიან წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რასაც თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს. საწყის ეტაპზე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა Stipendia.bog.ge-ზე, -ზე, დაწეროთ სამოტივაციო წერილი და დაელოდოთ პასუხს გასაუბრების თაობაზე.

აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა