მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7158.7
0.0047
flag
AZN 1.5369
-0.0002
flag
CNY 38.864
-0.0002
flag
EUR 3.0585
0.001
flag
GBP 3.5684
0.0024
flag
KZT 56.79
-0.0052
flag
TRY 0.0544
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.0005
news banner

ქალაქში ქალაქი - "თბილისი ჰილსის" უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი

news image
mbc image

თუკი ოდესმე გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა გეცხოვრათ ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერი რაც გსურთ, ერთ სივრცეშია თავმოყრილი, ყოველდღიურობა კი მშვიდი და ქალაქის ხმაურისგან თავისუფალია, მაშინ აუცილებლად უნდა შეიტყოთ უფრო მეტი “თბილისი ჰილსის” საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრიდან ახლოს, კრწანისთან მდებარეობს.

თბილისი ჰილსი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და უნიკალური პროექტია. 331 ჰექტარზე მოწყობილი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსიაერთიანებს მიწის ნაკვეთებს, თანამედროვე აპარტამენტებსა და პრესტიჟულ კერძო ვილებს. FIABCI-ის გამარჯვებული ყველაზე მწვანე მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ევროპული სტანდარტებით არის შექმნილი და  განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც უმაღლესი ხარისხი, პრემიუმ კლასის გარემო და ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

კომპლექსში თითოეული მიწის ნაკვეთი 1100 კვადრატულიდან იწყება, რათა მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს თანაფარდობა სახლსა და გამწვანებას შორის. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიის მხოლოდ 10% ეთმობა განაშენიანებას, დანარჩენი 90% კი ბუნება და სიმწვანეა. მიწის ნაკვეთები ერთმანეთისგან ზომით, რელიეფითა და ხედით განსხვავდება, ხოლო მათთვის, ვინც უპირატესობას ბინის შეძენას ანიჭებს, კომპლექსში პრემიუმ აპარტამენტებსაც შეხვდებით. 

 

თბილისი ჰილსის ახალი აპარტამენტები წარმოადგენს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მაცხოვრებლების ყოველ მინიმალურ სურვილსა და საჭიროებას. ეს არის ადგილი, სადაც თანაბრად კომბინირებულია მაღალი ხარისხი და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, გამწვანებასა და მოსასვენებელ სივრცეებთან ერთად. თითოეულ აპარტამენტს გამოარჩევს: მაღალი ჭერი და ვიტრაჟები, იზოლირებული აივნები და ხმაგაუმტარი კედლები, ტერასები საჩრდილობელი სისტემით, უფასო საპარკინგე ადგილი და უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურა, თუმცა მათთვის, ვინც რაიმე განსაკუთრებულს ეძებს, შეუძლია არჩევანი შეაჩეროს პენტჰაუსებსა და აპარტამენტებზე ტერასაზე აუზით. აპარტამენტების გვერდით ასევე ეწყობა კომერციული შენობა და ცენტრალური პარკი, რომელიც მაცხოვრებლებისთვის მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის ყოველდღიურობას.

 

პროექტი „ქალაქში ქალაქის” კონცეფციას ატარებს და მიზნად ისახავს, ქალაქის ცენტრიდან 20 წუთის გზაზე, შუაგულ ბუნებაში, შექმნას სივრცე, სადაც ყველაფერი რაც გჭირდება, შენი სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. 

 

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული უპირატესობა, რაც კომპლექსის ტერიტორიაზე შეგხვდებათ საქართველოში ერთადერთი 18 ფოსოიანი პროფესიონალური გოლფის მოედნებია, რომელიც ევროპის მოედნების TOP ასეულშია შეტანილი. გოლფის კლუბი თბილისი ჰილსში უკვე 5 წელია რაც არსებობს და ამ დროის განმავლობაში არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა. გოლფის მოედნების გარდა, კომპლექსში შეგიძლიათ ევროპულ რესტორან ONO at Hills-საც ესტუმროთ, რომელიც გამოირჩევა თვალისმომჭრელი ხედებით, დახვეწილი ინტერიერითა და უგემრიელესი კერძებით. 

 

ამასთან ერთად, კომპლექსი დღითიდღე იზრდება და ვითარდება. სულ ცოტა ხანში ეს იქნება კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც გაერთიანდება სუპერმარკეტების ქსელი, აფთიაქი, სკოლა, პარკები და უამრავი ადაპტირებადი სივრცე, რომელიც სავსე იქნება სიახლეებითა და შესაძლებლობებით.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული პროექტი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეა, რომელიც გააერთიანებს ისეთ ობიექტებს, როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, პიკელბოლისა და ჩოგბურთის მოედნები, სპა, საუნა, სპორტდარბაზი, რესტორანი და სხვა. სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან ერთად იგეგმება ქლაბჰაუსის მშენებლობაც, რომელიც შექმნის საქართველოში პირველ ჰაბს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი გოლფერებისათვის. 

 

თბილისი ჰილსი” არის პროექტი მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად ჯანსაღ და ენერგოეფექტურ გარემოში ცხოვრება, დიდ როლს ანიჭებს უსაფრთხოებასა და პირადი სივრცის განცდას, დაინტერესებულია აქტიური ცხოვრების წესით და სურს გახდეს სამეზობლოს ნაწილი, რომელიც გამოირჩევა ერთმანეთთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობებით, აქტიურად ერთვება სხვადასხვა ღონისძიებებში და რომლისთვისაც “თბილისი ჰილსში” ცხოვრება კომფორტისა და ჰარმონიის უნიკალური ნაზავია.

 

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „იელთი ჯგუფი“ ნიუ-იორკში დაგეგმილი ქართული ფესტივალის „ზეიმის“ მთავარი პარტნიორია

21.08.2026.20:02

თანამედროვე ბიზნესი სცდება ვიწრო კომერციულ მიზნებს, კომპანიის წარმატება სულ უფრო მეტად იზომება იმ ღირებულებით, რასაც ის საზოგადო ინტერესებისა და ქვეყნის ზოგადი პოპულარიზაციისთვის ქმნის.
სწორედ ამ სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა „იელთი ჯგუფის“ გადაწყვეტილება, გახდეს ნიუ-იორკში დაგეგმილი მასშტაბური ქართული ფესტივალის, „ზეიმის“ (ZEIMI) მთავარი პარტნიორი.

30 აგვისტოს, ბრუკლინის ცენტრში დაგეგმილი ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის გაერთიანებას და საქართველოს კულტურული თუ ბიზნეს პოტენციალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ერთი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცე ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის ცენტრი გახდება. სტუმრებს დახვდებათ ღვინისა და კულინარიის სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების ბაზრობა და მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა. პატარა სტუმრებისთვის „იელთი ჯგუფი“ განსაკუთრებულ საბავშვო ზონას წარადგენს, ხოლო კომპანიის სპეციალურ სტენდთან დამთვალიერებლებს ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

„იელთი ჯგუფის“ ფილოსოფია ცხადყოფს, რომ კომპანიის განვითარება უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანურ ურთიერთობებთან და იმ საზოგადოების მხარდაჭერასთან, რომელიც ფარგლებს გარეთაც მჭიდროდ ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან. "ზეიმის" მთავარი ღირებულებაც სწორედ ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც ქართველები მეტად უკავშირდებიან სამშობლოს. ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრები კი ქვეყნის მრავალფეროვნებას ეცნობიან.

„იელთი ჯგუფის“ ჩართვა ამ პროცესში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის მზაობას, გასცდეს ჩვეულებრივ კომერციულ ჩარჩოებს და მხარი დაუჭიროს ყველა იმ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც საქართველოს ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს საერთაშორისო ასპარეზზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა