ქალაქის ახალი ცენტრი — „გრანდ ავენიუ არქისგან“ !
„არქი“ იწყებს დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროექტს. „გრანდ ავენიუ არქისგან" - პროექტში განხორციელდება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია. კომპლექსში გამწვანებასა და რეკრეაციას ტერიტორიის 75% დაეთმობა. ეს არის უბანი, სადაც იქნება ყველაფერი, რაც შეიძლება ისურვო კომფორტული ცხოვრებისთვის, შთაგონებისა და განტვირთვისათვის.
კომპლექსი ცოტნე დადიანის ქუჩაზე, „დინამოს“ სტადიონთან მდებარეობს. ლოკაციაზე დამატებით იგეგმება მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც გრანდ ავენიუს პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს.
პროექტი აერთიანებს პრემიუმ და კომფორტ კლასის ბინებს, საოფისე და საზოგადოებრივ სივრცეებს, საერთო სამუშაო ზონებს, ღია და დახურულ აუზებს, პადელ-ცენტრს, თანამედროვე სტანდარტების სკოლასა და საბავშვო ბაღს, მუზეუმს, გასტრონომიულ ზონებსა და სხვა ობიექტებს.
პროექტზე მუშაობდა ცნობილი არქიტექტორი ვეი იაპ ოი (Wei Yap Ooi) და საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია „ჩაპმენ ტეილორი“ (Chapman Taylor), ხოლო ლანდშაფტის დიზაინი ეკუთვნის „OCULUS“-ის დამფუძნებელ ბობ ერლს (Bob Earl).
20 სექტემბერს, 11:00 საათიდან, ცოტნე დადიანის ქუჩა 32-ში გაიმართება „არქის“ დიდი ფასდაკლების დღე, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა განსაკუთრებულ ფასად შეიძინონ ბინა გრანდ ავენიუზე.
„გრანდ ავენიუ არქისგან“ გონივრული და პერსპექტიული ინვესტიციაა, რომელიც თბილისს სრულიად ახალ ურბანულ ცენტრს შესძენს.
რეგისტრაციისთვის გადმოდით ბმულზე: https://bit.ly/3VGIL9b
დაგვირეკე ნომერზე: 2 602 602 ან *6262
სხვა სიახლეები
16.09.2025.11:50
ბაზისბანკი განაგრძობს ახალი თაობის განათლების პროექტების მხარდაჭერას. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026“ იწყება.
პროექტის მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება და პედაგოგებისთვისპროფესიული განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.
ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდება მასწავლებელი, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს ყველაზე ეფექტურად და ინოვაციურად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ პედაგოგს, რომელიც ფინანსური წიგნიერების მიმართულებით აქტივობებსა და პროექტებს ახორციელებს.
საკონკურსო განაცხადის ფორმა და პირობები გამოქვეყნდება „ფინედუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.finedu.gov.ge 2026 წლის 15 მაისს და აღნიშნულის გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით.
დეტალურად კონკურსის პირობებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე