მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!

news image

ჩაერთეთ PSP-ს K-Beauty გათამაშებაში და 1000 პრიზთან ერთად, მოიგეთ Beauty ტური სამხრეთ კორეაში. თუ გიყვარს კორეული კოსმეტიკა და თავის მოვლის საშუალებები, PSP გაძლევთ შანსს თქვენი ყოველდღიური Beauty რუტინა დაუვიწყარ მოგზაურობად აქციოთ.

გათამაშებაში ჩართვა ძალიან მარტივია. PSP-ს K-Beauty გათამაშებაში მონაწილეობისთვის საკმარისია იყოთ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე და ფლობდეთ PSP-ს ლოიალობის ბარათს (ჩემი ოჯახის ბარათი). 

PSP აფთიაქში ან ონლაინ, კორეული ბრენდების (Mizon, Village11, Missha, A’pieu, Dermafirm, COSRX) ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, „ჩემი ოჯახის ბარათის“ დაფიქსირებით, ავტომატურად ერთვებით გათამაშებაში. 

3 მთავარ პრიზთან ერთად -  Beauty ტური სამხრეთ კორეაში, შეგიძლიათ მოიგოთ 1000 საჩუქარი: 

• Dyson-ის თმის უთოები და სტაილერები
• Fujifilm Instax Mini კამერები
• JBL დინამიკები
• კორეული თავის მოვლის ნაკრებები

Beauty ტური PSP-სგან მოიცავს ავიაბილეთს,ტრანსფერს, განთავსებას, სამოგზაურო დაზღვევას, კვებას, ქალაქის ტურსა და K-Beauty პროგრამას.

გათამაშებაში მონაწილეობა შესაძლებელია მრავალჯერადად - მინიმუმ ერთი კორეული პროდუქტის შეძენით მონაწილეობთ გათამაშებაში და ზრდით 1000 პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შანსს. შესაბამისად, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ერთზე მეტი პრიზის მოგება, გარდა მთავარი პრიზისა. შედეგები ყოველდღიურად მუშავდება და გამარჯვებულებს ეცნობებათ SMS შეტყობინებით. 

მიუხედავად იმისა, რომ გათამაშება სულ ახლახანს დაიწყო, 161 მომხმარებელი უკვე გახდა განსაკუთრებული პრიზის მფლობელი.

გათამაშების წესები და პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები იხილეთ   გვერდზეhttps://psp.ge/sale-koreuli-gatamasheba.

PSP გისურვებთ წარმატებას და 1000 პრიზიდან ერთ-ერთის ან სამხრეთ კორეაში დაუვიწყარ Beauty ტურის მოგებას!

https://www.youtube.com/watch?v=KpYE09szhMk

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ალდაგი ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია

15.04.2026.14:13

სადაზღვევო კომპანია ალდაგი Hessink’s თბილისის სააუქციონო სახლის პარტნიორი და ქართული მოდერნისტული ხელოვნების საერთაშორისო აუქციონის მხარდამჭერი და ოფიციალური მზღვეველია.

Hessink’s თბილისის სააუქციონო სახლი, ალდაგთან პარტნიორობით, პირველ საერთაშორისო აუქციონს 27 აპრილს, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa Tbilisi) წარმოადგენს.

აუქციონზე წარმოდგენილი იქნება 90 საგულდაგულოდ შერჩეული ლოტი, რომელიც მოიცავს პერიოდს გვიანი საბჭოთა ეპოქიდან დღემდე. შერჩევა ასახავს ქართული ხელოვნების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს და სთავაზობს შეკრულ ხედვას კულტურული ტრანსფორმაციისა და მხატვრული განახლების პროცესებზე.

აუქციონში წარმოდგენილია ისეთი ავტორების ნამუშევრები, როგორებიც არიან ალექსანდრე (შურა) ბანძელაძე, ვერა ფაღავა, ლუკა ცეცხლაძე, ლია ბაგრატიონი, ილიკო ზაუტაშვილი და მამუკა ცეცხლაძე, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი ხელოვანები.

კურატორული ხედვა

კატალოგი აერთიანებს განსხვავებულ მხატვრულ მიდგომებს აბსტრაქციიდან ფიგურაციამდე და წარმოაჩენს ქართული ხელოვნების მრავალფეროვან ვიზუალურ ენას. წარმოდგენილი ნამუშევრები ერთდროულად ეხმიანება ადგილობრივ და ფართო საერთაშორისო კონტექსტს, რაც კოლექციონერებისთვის ქმნის მკაფიო და გააზრებულ წვდომას დინამიკურ და მრავალშრიან ხელოვნების სივრცეზე.

ალდაგთან პარტნიორობა

Hessink’s სააუქიცონო სახლთან თანამშრომლობის ფარგლებში, სააუქციონო კოლექციის სრული დაზღვევა სადაზღვევო კომპანია ალდაგმა უზრუნველყო, რაც ამ სფეროში საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

როგორც დაზღვევის ბაზრის ლიდერი, ალდაგი კოლექციონერებსა და გალერეებს სთავაზობს ხელოვნების ნიმუშების დაცვის სრულ ციკლს - ტრანსპორტირებიდან საგამოფენო სივრცეებში განთავსებამდე. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ალდაგის მისწრაფებას, ხელი შეუწყოს ქართული სახელოვნებო ბაზრის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოებას.

„ჩვენი სადაზღვევო პროდუქტი სრულად პასუხობს საერთაშორისო აუქციონის მაღალ სტანდარტსა და ხელოვნების ნიმუშების სპეციფიკურ საჭიროებებს. ვამაყობთ, რომ ვართ ამ პროცესის მონაწილე და მხარს ვუჭერთ პროექტს, რომელიც ქართული ხელოვნების პოპულარიზაციასა და მასში ინვესტირებას უწყობს ხელს,” - ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა