მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა

news image

“PSP ფარმასადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და კომპანიაბიგჰორნ ვებ სოლუშენისაღმასრულებელმა დირექტორმა, კალებ ბრედლიმმაჯენტოსელექტრონული კომერციის განახლების კონტრაქტს ხელი მოაწერეს.

კომპანიაბიგჰორნ ვებ სოლუშენსუზრუნველყოფს „PSP ფარმასელექტრონული კომერციის პლატფორმის ტექნიკურ განვითარებას. თანამშრომლობა „PSP ფარმასელექტრონული კომერციის პლატფორმის (PSP.GE და PSP App) გაძლიერებისა და სრულყოფის შესაძლებლობას იძლევა. შედეგად გაიზრდება პლატფორმის მოხმარების სიჩქარე, მომხმარებლისთვის სარგებლობის პროცესი კი უფრო მოსახერხებელი და გაუმჯობესებული გახდება.  

“PSP ფარმაუახლოეს მომავალში გეგმავს ელექტრონული კომერციის პლატფორმის რეგიონის მასშტაბით განვითარებას; კერძოდ სიჯანსაღისა და თავის მოვლის კატეგორიის პროდუქტების ელექტრონული კომერციით ხელმისაწვდომობის გაზრდას კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში. ეს განახლება კომპანიას საშუალებას მისცემს მთლიანად რეგიონში წარმატებით განახორციელოს პროდუქციის ელექტრონული რეალიზაცია

ელექტრონული კომერციის სრულყოფილი პლატფორმა წინა წლის ნოემბერში სრულად უნდა ყოფილიყო დასრულებული, თუმცა წინა კონტრაქტორმა კომპანიამ ამ დრომდე პირველი ეტაპისთვის განკუთვნილი სამუშაოებიც ვერ დაასრულა. გადახდილი სოლიდური ავანსის მიუხედავად, ქართულმა კომპანიამსვიფტ ჯორჯიამ”, რომლის დამფუძნებელია საერთაშორისო კომპანია Making Science Swift Internationa, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, PSP-ს რეგიონული ელექტრონული კომერციის პროცესი აქამდე შეაფერხა.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარება PSP-სთვის მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი პროექტია. კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია დაიწყო WMS საწყობის მართვის სისტემის დანერგვით, რასაც მოჰყვა ფინანსური პროცესების, შესყიდვებისა და კორპორაციული გაყიდვების მართვის გაუმჯობესება.

Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგვა დასრულდება Microsoft-ის ERP მოდულების აფთიაქებში ERP სისტემის დანერგვით. საპილოტე აფთიაქებში უკვე გამარტივდა ასორტიმენტისა და დეფიციტების მართვის სისტემა, ავტომატიზაციის ხარჯზე 50%-ით შემცირდა ფარმაცევტის მომსახურების დრო და, შესაბამისად - რიგები, რაც მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უწყობს ხელს

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პროცესების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. „Bighorn Web Solution“ გაფორმებული კონტრაქტი კომპანიას შესაძლებლობას მისცემს ელექტრონული კომერციის ფლაგმანი გახდეს რეგიონში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

11.12.2025.10:14

ახლა თუ არა, ოდესღაც მაინც ყველას სჯეროდა თოვლის ბაბუის. ზოგისთვის ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ზოგისთვის მაღალმთიან სოფელში. ათასობით ქართველი ბავშვისთვის კი თოვლის ბაბუა საქართველოდან შორს ათენში, თესალონიკში, სტამბოლში, ბარიში, მილანში, ნიუ-იორკსა თუ მსოფლიოს სხვა ქალაქში მცხოვრები მათი ოჯახის წევრია.

დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ემიგრანტები, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მყოფ ოჯახებსა და ახლობლებს უპირობო სიყვარულით, ზრუნვით და უსაზღვრო სიკეთით მილიონობით ამანათს უგზავნიან. ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ეს სიყვარული მათ დაუბრუნოთ და  მიუხედავად შორი მანძილისა, აგრძნობინოთ მადლიერება, სიყვარული და მათთვის ახალი წლის დადგომა უფრო ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - ეს თიბისის საახალწლო გზავნილია, რომელიც ქართველი ემიგრანტების ყოველდღიური თავდადების, შრომის, ზრუნვის და სიკეთის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. 

„თიბისიში გვჯერა, რომ ახალი წელი ის განსაკუთრებული დროა, როდესაც პატარა საჩუქარსაც კი შეუძლია უპირობო სიყვარულის, მონატრების, მადლიერების და დაფასების გამოხატვა. ჩვენს საახალწლო კამპანიას იმ ადამიანებს ვუძღვნით, ვისთვისაც მანძილი თან ყველაფერი, ამავდროულად კი არაფერია, როცა საქმე სიყვარულისა და ზრუნვის ყოველდღიურ გამოხატვას ეხება. გვინდა, ეს მანძილი დროებით, ერთი დღით მაინც წავშალოთ, დავამოკლოთ, უხილავი გავხადოთ და სიყვარული ჩვენს ემიგრანტებს, მათი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უკან დავუბრუნოთ“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

ერთად შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება, სწორედ ამიტომ, თიბისი თავის მომხმარებლებს, DHL-თან ერთად, აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ მზრუნველობა, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის საახალწლო საჩუქარი საქართველოდან 23 ქვეყანაში გააგზავნონ.

კამპანიის ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს, ახლობელ ემიგრანტებთან საჩუქრის გაგზავნა და სიყვარულის დაბრუნება განსაკუთრებული პირობით შეუძლიათ: 5 კგ-მდე (როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონის) საახალწლო ამანათს 23 ქვეყანაში, ფიქსირებულად 160 ლარად გააგზავნიან. პირველ 4000 გამგზავნს კი გადახდილი თანხის 50%, 80 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ DHL-ის ფილიალს და თანხა თიბისის ტერმინალზე - უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით გადაიხადოთ. გზავნილის სხვა დეტალებს, გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა