მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

news image

11-13 სექტემბერს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე - „Ad Black Sea 2025“, PSP-ს კამპანიებმა ჯამში 18 ჯილდო - გრან პრი, 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. თავად PSP კი საუკეთესო ლოკალურ კლიენტად დასახელდა. ფესტივალზე PSP-ს ორი სარეკლამო კამპანია - „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ და „მე ვარ გოგო“ იყო წარდგენილი. 

კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ფესტივალის გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და  1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა ხოლო, „მე ვარ გოგომ“, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზი მიიღო. 

ორივე კამპანია სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა. „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ განსაკუთრებულია ისტორიით - ვიდეოს კადრირება და გახმოვანება, რეჟისორის და მსახიობის პატიმრობაში ყოფნის დროს არის შესრულებული. რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო მთხრობელი - მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. კლიპში ქართული კინოს და თეატრის არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი. 

“მე ვარ გოგო” კი ქალთა დღისადმი მიძღვნილი ვიდეოა, რომელიც გენდერული ნიშნით სელექციურ აბორტს ეხმაურება და მაყურებელს თვალისმომჭრელი კადრების შემდეგ, მტკივნეულ რეალობასთან ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოს  უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო - ვერცხლი და ბრინჯაო „კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე"; ასევე, ბრინჯაო „Baku Flames კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე“.  

„Ad Black Sea“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას - საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Skillwill-მა საკუთარი კოლეჯის მომავალ სტუდენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა

15.09.2025.16:50

Skillwill-მა საკუთარი კოლეჯის მომავალ სტუდენტებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ღია კარის დღეზე მომავალ სტუდენტებს სასიამოვნო გარემო და ახალი გამოცდილება შესთავაზეს. 

„საღამო დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით — სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დეტალურად გასცნობოდნენ ჩვენს პროფესიულ პროგრამებს, პირადად შეხვედროდნენ მასწავლებლებს, დაეთვალიერებინათ უახლესი სივრცე და ჩართულიყვნენ ნეთვორქინგში.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის დღეზე მომავალ სტუდენტებს სასიამოვნო გარემო და ახალი გამოცდილება შევთავაზეთ.

მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრების განწყობასა და ენერგიაზე ზრუნავდა ჩვენი მეგობარი კომპანია Red Bull“, - აღნიშნულია Skillwill-ის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა