„პრომო ჰაუსი“ - სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
კომპანია „პრომო ჰაუსი“ 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს პრომოაქსესუარების, გარე რეკლამის, ტექსტილის მიმართულებას და პოლიგრაფიულ მომსახურებას სთავაზობს. შექმნის იდეა ნატუკა ფოფხაძეს და თეკლა ჭუმბურიძეს მაშინ გაუჩნდათ, როცა წლების გამოცდილების საფუძველზე მიხვდნენ, მხოლოდ პროფესიონალიზმი არაა საკმარისი - საჭირო იყო სივრცე, სადაც გუნდი ღირებულებებს, ესთეტიკასა და ხედვას თავისუფლად გამოხატავდა.
დროთა განმავლობაში, ეს ემოცია კონკრეტულ მიზნად იქცა — შექმნილიყო ადგილი, სადაც რეკლამა არა მხოლოდ სარეკლამო პროდუქტი იქნებოდა, არამედ ადამიანებთან კავშირის საშუალება. ასე დაიწყო „პრომო ჰაუსის“ გზა. ადამიანებზე ორიენტირებული და ღირებულებებზე დაფუძნებული იდეებით.
„პრომო ჰაუსის კონცეფცია ადამიანებზეა დამყარებული – მათზე, ვისთან ერთადაც ვმუშაობთ და ვისთვისაც ვქმნით. ჩვენს საქმეში მთავარია გულწრფელი დამოკიდებულება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ძალიან გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ, და ეს სიყვარული გუნდის თითოეულ წევრზე გადადის. სწორედ ამ ერთგულებაში, ენერგიასა და ურთიერთპატივისცემაში იბადება ის უპირატესობა, რაც პრომო ჰაუსს გამოარჩევს. ჩვენთვის რეკლამა არა უბრალოდ პროდუქტია, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაა”, — აღნიშნავს ნატუკა ფოფხაძე, „პრომო ჰაუსის“ თანადამფუძნებელი.
წარმატების გზაზე არაერთ გამოწვევასაც წააწყდნენ. რესურსების დეფიციტი, გუნდის სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარების გზაზე წარმოშობილი დაბრკოლებები — ეს მხოლოდ იმ გამოცდილებების ნაწილია, რომელსაც „პრომო ჰაუსმა“ წინ გადადგმული ნაბიჯებით უპასუხა. მათი ფილოსოფია ყოველთვის ერთსა და იმავეს უბრუნდება — პრობლემაში შესაძლებლობის დანახვა და გუნდური ძალით გამოწვევის გადაჭრა.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამაც. პარტნიორობა ბანკთან კომპანიამ განვითარების რამდენიმე კრიტიკულ ეტაპზე გადამწყვეტად შეაფასა — ფინანსური სტაბილურობა, მოტივაცია და მზარდი ნდობა ერთობლივად დაეხმარა „პრომო ჰაუსს“, რომ საკუთარი მისია კიდევ უფრო თავდაჯერებულად გაეგრძელებინა.
„თიბისის მხარდაჭერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადამწყვეტი აღმოჩნდა. მათთან პარტნიორობა მეტ სტაბილურობას და მოტივაციას გვაძლევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა განვითარებისთვის მყარად მდგომი პარტნიორი გჭირდება“. — ამბობს ნატუკა ფოფხაძე.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში ახალი მიმართულებების განვითარებასა და საერთაშორისო ბრენდებთან უფრო აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.17:26
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიანი, 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვაჭრობის დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა. ის Citi-სთან 2011 წელს გაფორმებული დოკუმენტის Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”) ნაწილია. ეს Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული მე-12 წარმატებული ტრანზაქციაა. ხელშეკრულების მიზანია, ბანკმა შექნას საუკეთესო ფინანსური ინსტრუმენტები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში კორპორატიული, მცირე და საშუალო ზომის (SME) სექტორებისთვის.
„მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას Citi-სთან, რაც 45 მილიონი დოლარის სავაჭრო დაფინანსების გარიგებითაც გამოიხატება. ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართული ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს, განსაკუთრებით კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორებში, და ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მაღალი დონის ფინანსური სერვისები შევქმნათ და ბიზნესებს წარმატების მიღწევაში დავეხმაროთ. ეს ტრანზაქცია ხაზს უსვამს ჩვენი შესაძლებლობების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ Citi-სთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვმუშაობთ ბიზნესების ზრდაზე ორიენტირებულ ინიციატივებზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე”, — განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საქართველოსა და კავკასიის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, საქართველოს ბანკთან გვაქვს ჩამოყალიბებული. აღნიშნულ გარიგებას, ერთი მხრივ, წვლილი შეაქვს ჩვენი მომხმარებლების ზრდაში და მხარს უჭერს აქტივობებს ვაჭრობის დაფინანსების კუთხით, მეორე მხრივ კი, ადასტურებს Citi-ის უწყვეტ მხარდაჭერას ქვეყნისა და რეგიონისადმი”, — განაცხადა ემრე უმუტმა, Citi-ის სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების დეპარტამენტის ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში.