პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი, ირინე მარგიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ხათუნა ცერცვაძე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შეხვედრა საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდას. მოწვეული სტუმრები გაეცნენ პროფესიულ განათლებაში საჯარო-კერძო პარტნიორობის არსებულ მექანიზმებს და სკოლებში ინტეგრირებული სწავლების სპეციფიკას.
ასევე, სამუშაო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას, მიზნებს და სერვისებს, რომელიც დამსაქმებლებს ეხმარება კვალიფიციური კადრის მოძიებასა და შერჩევაში.
დამსაქმებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაეზიარებინათ თავიანთი საჭიროებები, წარედგინათ ინიციატივები და ერთობლივად ემსჯელათ ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმებზე. წარმოდგენილი ინიციატივების საფუძველზე დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები დაინტერესებულ კომპანიებთან,
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
19.06.2025.22:52