მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083.8
-0.0033
flag
AZN 1.5933
-0.0007
flag
CNY 38.023
-0.0014
flag
EUR 3.1582
0.0074
flag
GBP 3.6408
0.0203
flag
KZT 50.43
0.0017
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7095
-0.0013

პროფესიულ აკადემიებში საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე 4000-მდე განაცხადი შემოვიდა

news image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, პარტნიორებთან ერთად ახალ პროექტს ახორციელებს. პროფესიულ სასწავლებლებთან ერთად ბანკმა ახალი სასტიპენდიო პროგრამა წამოიწყო, რომელიც პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება გუშინ დასრულდა და სტიპენდიის მიღების სურვილი 4000- მდე ადამიანმა დააფიქსირა, მათ, ვისაც პროფესიის ცვლილება და ახალი უნარების შესწავლა სურს.

საქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემიაა ჩართული. მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს  ganatleba.bog.ge.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ნაბერაული“ წელს 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს – ღვინის კომპანია ექსპორტის გაფართოებას გეგმავს

16.10.2025.18:00

მიმდინარე წელს ღვინის კომპანია Naberauli • ნაბერაული 15 ათას ტონა ყურძენს გადაამუშავებს. როგორც Business Insider Georgia-ს „ნაბერაულში“ განუცხადეს, 10 ტონამდე ყურძენს კომპანია საკუთარი ვენახებიდან ელოდება, ხოლო 5 ტონამდე ყურძენს კი ფერმერებიდან შეძენას.

„ნაბერაული“ ბაზარზე დღეისათვის 7-მდე სახეობის ღვინით არის წარმოდგენილი. 

„ადგილობრივ ბაზარზე შევდივართ ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებსა (8000 მოსავალი, ალკორიუმი, ა.შ.) და ჰორეკას სექტორში. ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, ჩვენი აქტიური საექსპორტო ბაზრებია: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, უკრაინა, რუმინეთი. 

„ნაბერაულის“ ღვინის ექსპორტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყნებთან: ავსტრალია, ჰონგ-კონგი, ამერიკა, ბრიტანეთი, პოლონეთი.

მიზანი გვაქვს, რომ წარმოდგენილები ვიყოთ იაპონიის, სამხრეთ კორეა, ნიდერლანდების ბაზრებზე. ჩვენი მიზანია ასევე ევროპაში გაყიდვების გაორმაგება“, - აცხადებენ ღვინის კომპანია „ნაბერაულში“.

„ნაბერაულის“ ისტორია 2018 წელს იწყება, მისია კი რაჭა-ლეჩხუმის, როგორც იშვიათი და უნიკალური ღვინის რეგიონად დამკვიდრებაა. კომპანიის ქარხანა და ლაბორატორია მდებარეობს რაჭის ულამაზეს სოფელ სადმელში.

„ნაბერაულის“ ღვინოები დამზადებულია რაჭა-ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშებისაგან: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკაური, უსახელოური, რაჭული მწვანე“, - აღნიშნულია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა