პროფესიონალური ინდუსტრიული ტექნიკის იმპორტი საქართველოში - როგორია VARDO TECH-ის საქმიანობა და სამომავლო გეგმები
VARDO TECH არის კომპანია, რომელიც საქართველოში პროფესიონალური ინდუსტრიული ტექნიკისა და აღჭურვილობის იმპორტს ახორციელებს. კომპანია ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia VARDO TECH -ის დამფუძნებლებს ელენე ბეჟაშვილსა და სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ჩვენი კომპანია ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა აღნიშნული მიმართულება ბოლო პერიოდში განვითარდა, მას შემდეგ, რაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ქარხნებთან და მომწოდებლებთან მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.
VARDO TECH საქართველოში პროფესიონალური ინდუსტრიული ტექნიკისა და აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული.
ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის პროფესიონალური ტექნიკა და დანადგარები მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად.

ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ პროდუქციის ტრანსპორტირება სრულად დაზღვეულია. გარდა ტრანსპორტირების დაზღვევისა, ბიზნესის პასუხისმგებლობა დაზღვეული გვაქვს კომპანია ალდაგში, რაც პარტნიორებსა და მომხმარებლებს დამატებით უსაფრთხოებას და ნდობას აძლევს.
როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?
ჩვენს პორტფელში გაერთიანებულია პროფესიონალური და ინდუსტრიული დანიშნულების ტექნიკის რამდენიმე კატეგორია, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესსექტორის საჭიროებებს აკმაყოფილებს. ასორტიმენტშია როგორც სამზარეულოს, ბარის, კაფის და ა.შ ტექნიკა და დანადგარები, ასევე სხვადასხვა საწარმოო ხაზები, დანადგარები. არჩევანი იწყება ნაყინის, პოპკორნისა და შაურმის დანადგარებიდან და სრულდება ნებისმიერი საწარმოო პროცესის ხაზით.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ფასისა და უსაფრთხოების კომბინაცია. ერთის მხრივ, ბაზარს ვთავაზობთ მაქსიმალურად კონკურენტულ და დაბალ ფასებს პროფესიონალურ ტექნიკაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირების დაზღვევას და ბიზნესის პასუხისმგებლობის დაზღვევასაც.
ეს მომხმარებელს აძლევს გარანტიას, რომ პროდუქციას უსაფრთხოდ და სანდოდ მიიღებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალური ტექნიკის სფეროში.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები განსაკუთრებით გაფართოების/სერვისების ზრდის მიმართულებით?
სამომავლოდ ჩვენი მიზანია მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ როგორც პროდუქციის ასორტიმენტი, ისე მომსახურების მიმართულებები. ვგეგმავთ ახალი ბრენდების და ტექნოლოგიების შემოყვანას ქართულ ბაზარზე, ასევე პარტნიორული ქსელის განვითარებას სხვადასხვა ბიზნეს სექტორში.
გრძელვადიან პერსპექტივაში გვინდა, რომ ჩვენი კომპანია იქცეს ერთ-ერთ სანდო პარტნიორად პროფესიონალური ტექნიკის მიმართულებით საქართველოში და მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ პროდუქცია, არამედ სრულყოფილი მომსახურება და ბიზნესისთვის ეფექტური გადაწყვეტილებები.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დარეკვა შემდეგ ნომერზე: 511 27 22 20.
დღის ტოპ 10 სიახლე
შემოსავლების სამსახურის 500-მდე სერვისი ეტაპობრივად ინტეგრირდება იუსტიციის სახლებში - ვახტანგ ჟვანია
სხვა სიახლეები
საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან პარტნიორობა, მაღალი ხარისხი და დახვეწილი დიზაინი – Villeroy & Boch-ი საქმიანობის სპეციფიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ
23.03.2026.14:00
საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი Villeroy & Boch საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან Luxury Interior-ის მიერ არის წარმოდგენილი. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ბრენდ დირექტორს მარიამ მაღლაკელიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ადგილობრივ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი Villeroy & Boch საქართველოში კომპანია Luxury Interior-მა 2005 წლიდან წარმოადგინა. ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოყვანის მთავარი მიზანი იყო ევროპული წარმოშობის მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზება და ქვეყნის სუფრის კულტურის კიდევ უფრო გაძლიერება.
დღეს კომპანია მულტიბრენდულ ფორმატში ოპერირებს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა WMF, Nachtmann, Le Creuset, Casa Bugatti, LIND DNA, Pininfarina, DPI, Engels Kerzen და Sompex.

ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს პრემიუმ ფაიფურს, მინის ნაწარმს, მცირე სამზარეულოს ტექნიკასა და აქსესუარებს, ასევე სახლის დეკორის ნივთებს. თითოეული პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, დახვეწილი დიზაინითა და ფუნქციონალურობით.
გარდა საცალო მიმართულებისა, კომპანიას აქვს HORECA მიმართულებაც, რომლის ფარგლებშიც სასტუმროებსა და რესტორნებს პროფესიონალურ პროდუქციას ვთავაზობთ.
ბიზნესის განვითარების ფარგლებში გავხდით ცნობილი ავსტრიული ბრენდის Swarovski პარტნიორი და ქართულ ბაზარზე სამკაულების მიმართულებაც განვავითარეთ. ამ ეტაპზე კომპანიას თბილისში ოთხი მაღაზია აქვს.
როგორ აფასებთ მომხმარებელთა მოთხოვნას თქვენს პროდუქციაზე, რამდენად მზარდია ტენდენცია?
ბოლო წლებში მომხმარებელთა ინტერესი პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქართველი მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს ხარისხს, დიზაინსა და ბრენდის ისტორიას და გააზრებულად ინვესტირებს პროდუქციაში, რომელიც მრავალი წელი ემსახურება მას. ეს ტენდენცია პირდაპირ აისახება ევროპული პრემიუმ ბრენდების მიმართ მოთხოვნის ზრდაზე
რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი მთავარი უპირატესობა საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებთან პარტნიორობა და პროდუქციის მაღალი ხარისხია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება და სანდოობა, რომელსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ.

Villeroy & Boch არ არის მხოლოდ მაღაზია - ეს არის სივრცე მათთვის, ვინც აფასებს დახვეწილ დიზაინს, ხარისხსა და სუფრის კულტურას. სწორედ ამ კონცეფციამ დაგვიმკვიდრა განსაკუთრებული ადგილი პრემიუმ სეგმენტში ქართულ ბაზარზე.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ, განსაკუთრებით გაფართოებისა და დამატებითი ფილიალების მიმართულებით?
სამომავლოდ კომპანია გეგმავს ბრენდების პორტფელის კიდევ უფრო გაფართოებას და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.
ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საცალო ქსელის განვითარება, რის ფარგლებშიც განვიხილავთ ახალი ლოკაციების დამატებას, რათა ჩვენი ბრენდები და პროდუქცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლებისთვის. პარალელურად, აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას HORECA სექტორთან, რომელიც კომპანიის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
სოცმედია ლინკები:
ინსტაგრამ გვერდი:
https://www.instagram.com/villeroyboch_georgia/
ფეისბუქ გვერდი:
https://www.facebook.com/villeroyandbochgeorgia
საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი:
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N1;
ტელ: 511 10 00 44;
სამუშაო საათები - 11:00 - 20:00.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N70, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი”;
ტელ: 591 00 55 09;
სამუშაო საათები - 10:00 - 22:00.