მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება, ბინების 95% გაყიდულია

news image

გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებული კვლევისას გამოიკითხა 15 სისტემური დეველოპერი, რომლის შედეგადაც გაანალიზდა 65-მდე მიმდინარე პროექტის გაყიდვების დინამიკა. ეს ანალიზი საშუალებას იძლევა რეალურ დროში, მაღალი სიზუსტით მოხდეს ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შეფასება.

 

შედეგების გაანალიზებისას გამოიკვეთა რომ გამოკითხული დეველოპერების პროექტებში გაყიდვები განსაკუთრებით გაიზარდა 2022 წელს. მაღალი მოთხოვნა შენარჩუნდა 2023 წლის 9 თვეშიც და გაყიდვების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია 2022 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. თუმცა, აღსანიშნავია რომ, 2023 წლის მე-2 და მე-3 კვარტლებში გაყიდვების ტემპი მცირედით შენელდა, რაც შესაძლოა მოთხოვნის თანდათანობით დასტაბილურებაზე მიანიშნებდეს.

 

შედეგების გაანალიზებისას ასევე გამოიკვეთა რომ გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება გაყიდულია ბინების 95%. გაყიდვების მაღალი ტემპია ასევე პროექტებში, რომლებიც 2024 და 2025 წლებში სრულდება, სადაც რეალიზებულია ბინების 78% და 58%, შესაბამისად.

 

შერჩეული დეველოპერული პროექტების გაყიდვების მაღალი ტემპიდან გამომდინარე და მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების გათვალისწინებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ეტაპზე ჭარბი მიწოდების საფრთხე არ იკვეთება. თუმცა, გაცემული ნებართვების მოცულობამ 2023 წლის 10 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, და თუ ნებართვების გაცემის ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ საშუალოვადიან პერიოდში ჭარბი მიწოდების საკითხი შესაძლოა აქტუალური გახდეს.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა