მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7087.1
0.0019
flag
AZN 1.594
-0.0002
flag
CNY 38.037
0.0025
flag
EUR 3.1508
0.0097
flag
GBP 3.6205
0.0055
flag
KZT 50.26
-0.0018
flag
TRY 0.0648
-0.0001
flag
USD 2.7108
-0.0003

პროდუქციას ვამზადებთ უნიკალური რეცეპტითა და ტექნოლოგიით, რომლის ანალოგიც ბაზარზე არ არსებობს - „ფელამოჩი“

news image

ფელამოჩი იაპონური მოჩის ინსპირაციით შექმნილი ქართული დესერტია. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, გიორგი მოედეხაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„ფელამოჩი“ - Food Balls Georgia-ს ქვებრენდია, რომელმაც პოზიციონირება 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. „ფელამოჩის“ ინსპირაცია იაპონური მოჩის გავლენით მოხდა. ახალი ქართული დესერტი შეიქმნა ნატურალური ბადაგისა და ვანილის კრემ-ნაყინის შერწყმით. ტრადიციული და ყველასთვის საყვარელი ქართული ფელამუშის და იაპონური მოჩის კომბინაციის გამო შევარჩიეთ სახელი - „ფელამოჩი“.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამჟამად, წარმოდგენილები ვართ ორი სახეობის ფელამოჩით - რქაწითელისა და საფერავის, თუმცა უკვე აქტიურად ვმუშაობთ სხვა სახის ფელამოჩებზეც, რომლებიც ტრადიციული ქართული ნუგბარის მოტივებზე შეიქმნება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

უპირველეს ყოვლისა, „ფელამოჩი“ დამზადებულია ნატურალური ინგრედიენტებით, გარსი ნატურალური ბადაგისგან არის დამზადებული ჩვენი უნიკალური რეცეპტითა და ტექნოლოგიით, რომლის ანალოგიც ბაზარზე არ არსებობს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ვინაიდან პროდუქციამ მომხმარებლების სიმპატია გამოიწვია, დიდი სურვილი გვაქვს საქართველოს ბაზარზე დამკვიდრების შემდეგ, პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტზე. გვინდა რომ „ფელამოჩი“ გახდეს როგორც საუკეთესო საჩუქარი, ასევე უცხოელი ტურისტის მიერ საქართველოდან წაღებული ორიგინალური ნუგბარი. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, ჩვენს სამომავლო გეგმებშია ფელამოჩის ასორტიმენტის გაფართოებაც.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ისეთ ობიექტებში როგორიც არის : „წერტი“ , „გუდვილი“, „ნიკორა“, “ბალუ სთორი” და „ვაკის ხორცპროდუქტები“, ასევე ონლაინ, Wolt Market-დან.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საბანკო მომსახურება ურიგოდ - რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16.10.2025.15:32

თუ ბანკთან დაკავშირებული პროცესები შენთვის ჯერ კიდევ დღის განრიგიდან სპეციალური დროის გამოყოფას გულისხმობს, რომელიც აუცილებლად სამუშაო საათებს უნდა დაამთხვიო - მაშინ დროა, შენი განრიგის ნაცვლად, მობილურში ადგილი გაათავისუფლო და თიბისი მობაილბანკი გადმოწერო.

აპლიკაცია ყველა საბანკო მომსახურებას ერთ სივრცეში გთავაზობს- ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა იყო, რაც შენთვის ფინანსების მართვას ხელმისაწვდომს და მარტივს ხდის. 

საბანკო ანგარიშების მართვა

იმისთვის, რომ თიბისის მომხმარებელი გახდე ფილიალში ვიზიტი აღარ გჭირდება. საბანკო ანგარიშის შექმნას, ფიზიკური ბარათის შეკვეთას, მობილურიდან ბარათის გააქტიურებას და ახალი ბარათით გადახდის დაწყებას მაშინვე შეძლებ. ბარათის დროებით დაბლოკვაც ნებისმიერ დროს, დამოუკიდებლად შეგიძლია- თუ ვერ პოულობ, ან უბრალოდ გაუქმება გადაწყვიტე. 

თიბისი მობაილბანკის გამოყენებას ბანკომატიდან თანხის გამოსატანადაც შეძლებ- იმისათვის, რომ ფიზიკური ბარათი ყოველთვის თან არ ატარო. ხოლო, თუ ბარათის პინ კოდი დაგავიწყდა, მობაილბანკიდან ახალს დააგენერირებ და შეტყობინების სახით წამებში მიიღებ. 

გამარტივებული გადახდები

ასევე, წამებშია შესაძლებელი: ელექტროენერგიის, წყლის, ინტერნეტის, მობილურის, სხვა კომუნალურებისა და პარკინგის გადახდა. იმისთვის, რომ ყოველ თვე მონაცემები თავიდან არ შეიყვანო, მობაილბანკს ყოველთვიური ხარჯების ავტომატურ გადახდებად დაყენების ფუნქციონალი აქვს. ასევე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მომენტალურად სრულდება ბანკებს შორის გადარიცხვებიც.

კონვერტაცია და საერთაშორისო გადარიცხვები

თიბისი მობაილბანკი გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს მათაც, ვინც ხშირად მოგზაურობს ან საზღვარგარეთ მუშაობს. ერთი აპლიკაციის დახმარებით, მათ დამოუკიდებლად შეუძლიათ: ვალუტის გაცვლა ფილიალში არსებულ კურსზე უკეთესი შეთავაზებით, უცხოური ვალუტის ანგარიშის გახსნა და ფულადი გზავნილის მიღება ან გაგზავნა.

მიიღე ყველა საბანკო მომსახურებაზე წვდომა მარტივი რეგისტრაციით, სულ რამდენიმე წამში - ფილიალში ვიზიტის, რიგების და სპეციალურად გამოყოფილი დროის გარეშე.  გადმოწერე, თიბისი მობაილბანკი Google Play-დან ან App Store-დან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა