სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის - პრიმოს სივრცე ოფიციალურად გაიხსნა
სადაზღვევო კომპანია ალდაგის პრემიუმ ბრენდის - პრიმოს სივრცე ოფიციალურად გაიხსნა.
პრიმო პერსონალური სადაზღვევო მომსახურებაა, რომელიც დაზღვევის სხვადასხვა სერვისს აერთიანებს და მომხმარებელს დაზღვევის მიღებისას დამატებით კომფორტს უქმნის.
პრიმოს სივრცე ანა პოლიტკოვსკაიას 16 ნომერში მიიღებს მომხმარებელს და ყველა საჭირო სერვისსა და მომსახურებას ერთ სივრცეში გასცემს. პრიმოს პერსონალური მენეჯერები მომხმარებელს დაეხმარებიან, გამოსცადონ პრიმოს მთავარი დაპირება - კომფორტი და სერვისის მიღების სიმარტივე.
პრიმოს სივრცეში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ჩანიშნოს შეხვედრა პერსონალურ მენეჯერთან და დაგეგმოს დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
პრიმო უკვე წლებია ბაზარზე უნიკალური სადაზღვევო შეთავაზებებით პოზიციონირებს. მისი ცენტრალური პროდუქტი ავტოდაზღვევაა, რაც ნიშნავს სერვისის სრულყოფილებას, ავტორიზებულ სერვისცენტრებში მომსახურებას, კონსიერჟის მომსახურებას. პრიმო მომხმარებლებს ექსკლუზიურ პრობებს ქონების დაზღვევისა და სიცოცხლის და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პროდუქტებზეც სთავაზობს, რაც გულისხმობს განსხვავებულ დაფარვებს და პირობებს.
“ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სერვისი მომხმარებლების მოსმენითა და საჭიროებების გაანალიზებით იწყება. ჩვენი მომხმარებელი სწრაფ მომსახურებას და პროფესიონალიზმს აფასებს. პრიმოს დაპირებაც, სწორედ, მაღალი სტანდარტი და ინდივიდუალური მიდგომებია, რომელიც მომხმარებელს აგრძნობინებს, რომ გვერდში ძლიერი პარტნიორი ჰყავს. ეს სივრცე, სპეციალურად ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის შეიქმნა და წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილს, სადაც სერვისს მიიღების შესაძლებლობაა, არამედ მომხმარებლებს აგრძნობინებს, რომ მისი დრო ფასობს, იქნება მშვიდად და მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს ნაკლები ბიუროკრატიით.” - ნინო წეროძე, ალდაგის საცალო გაყიდვების დირექტორი
პრიმო ალდაგის პრემიუმ ბრენდია, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგის მომხმარებლებისთვის პერსონალური სადაზღვევო მომსახურების სახით შეიქმნა. მისი ბრენდი, კონცეფცია და შეთავაზებების პაკეტები სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე და გულისხმობს ზრუნვას არა მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დროს, არამედ მუდმივად, როდესაც მომხმარებელს ამის საჭიროება აქვს.
სხვა სიახლეები
09.07.2025.22:30
2025 წლის 9 ივლისს, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯმა" მნიშვნელოვან ცერემონიას უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული მემორანდუმები გაფორმდა წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან: კოკა-კოლასთან, ბენე ჯგუფთან და ტურიზმის ასოციაციასთან (Georgian Tourism Association - GTA).
ღონისძიება მიზანს ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის", როგორც რეგიონის მთავარი შოპინგის დანიშნულების ადგილის განვითარება და აღნიშნულ სფეროში ახალი სტანდარტების შექმნა წარმოადგენს.
კოკა-კოლა ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" სივრცეში ერთობლივ კამპანიებსა და მრავალფეროვან მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს, რაც ვიზიტორთა გამოცდილებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
ცნობისთვის, ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" მიზანია, პარტნიორებთან ერთად შექმნას არა მხოლოდ შოპინგის სივრცე, არამედ ინოვაციური გამოცდილებების ერთობლიობა, რომელიც სტილს, კულტურასა და მომსახურების უმაღლეს სტანდარტს აერთიანებს.
თამაზ გუნიავა, Coca-Cola Bottlers Georgia-ს რეგიონალური გაყიდვების და დისტრიბუციის სამსახურის უფროსი: მოხარულები ვართ, რომ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯის" გახსნაზე ვართ - ეს არის მემორანდუმის ხელის მოწერა. ჩვენ რამდენიმე თვეა უკვე აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ. თავიდანვე განვსაზღვრეთ ეს კონცეფცია. როგორც იცით კოკა-კოლა მუდმივად მზადაა, რომ სიახლეებს ხელი შეუწყოს, მონაწილეობა მიიღოს, ინოვციებზე ორიენტირებული კომპანიაა და აქაც ბევრი ინოვაცია გვექნება. 4 სხვადასხვა დიდი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც ჩვენც მივიღებთ მონაწილეობა. ასევე იქნება ბევრი სიახლეები საბავშვო, სკოლის მოსწავლეების სტუდენტების მიმართულებით, რაც იცით რომ ჩვენი პირდაპირი მიმართულებაა.
ვატო პაპავაძე, Coca-Cola Bottlers Georgia-ს გაყიდვების დირექტორი: „დიდი ხანია ჩვენ ,,თბილისი აუთლეტ ვილიჯთან" გვაქვს მოლაპარაკება და დღეს ოფიცალურად ეს პარტრიორული შეთამხება გავაფორმეთ. ჩვენ განვიხილავთ ნებიმიერ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოში განვითარებას უწყობს ხელს.