მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7100.1
0.002
flag
AZN 1.5736
-0.0005
flag
CNY 38.743
-0.0013
flag
EUR 3.1561
0.0081
flag
GBP 3.6135
0.0068
flag
KZT 53.81
0.0003
flag
TRY 0.061
0
flag
USD 2.6751
-0.0009

პრემიუმ სასტუმროებთან პარტნიორობა – „პიელ ნატურალსის“ განვითარების ახალი ეტაპი

news image

პიელ ნატურალსი კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია 2026 წელს სიახლით შეხვდა - ბრენდმა სასტუმროებისთვის ექსკლუზიური სპა და საშხაპე პროდუქციის შექმნა დაიწყო. Business Insider Georgia-ს ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თათუკა ლომაძემ, განუცხადა.

“დავიწყეთ თანამშრომლობა პრემიუმ სასტუმროებთან, რომელთაც სურთ, თავიანთ მომხმარებლებს დაუვიწყარი შეგრძნებები შესთავაზონ და ჰქონდეთ ავთენტური სურნელი, რომლის მსგავსი მთელ მსოფლიოში არავის აქვს. ჩვენი პროდუქცია, აბსოლუტურად უკონკურენტოა. ეს არის შამპუნების უნიკალური, უსულფატო ფორმულა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც იცნობენ თანამედროვე ტენდენციებს და უპირატესობას ანიჭებენ მაქსიმალურად ნატურალურ, ვეგანურ, უსულფატო და უსილიკონო პროდუქტებს.

ძირითადი მომხმარებლები არიან ტურისტები, უმეტესად ევროპიდან, ასევე სასტუმროები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ერგებიან. ევროპული სტანდარტების მიხედვით, დასაშვებია სულფატისა და სილიკონის შემცველი პროდუქცია, თუმცა პრემიუმ ხარისხის კატეგორიაში უპირატესობა ენიჭება უსულფატო და უსილიკონო პროდუქტებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სეგმენტური ნიშა ორიენტირებულია პრემიუმ კლასის სასტუმროებზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სტუმრებს და მათ მაქსიმალურად ნატურალურ, მინიმალურად სინთეტიკურ, ავთენტური ფორმულით შექმნილ პროდუქტებს სთავაზობენ.

ჩვენი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევთავაზოთ ბუნებრივი პროდუქტები, ინდივიდუალურად შერჩეული სურნელით, რომელიც მათთვის უნიკალურ ემოციურ გამოცდილებად იქცევა და დასამახსოვრებელ შეგრძნებას დატოვებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ის, რომ ჩვენი პროდუქტების გამოყენების შემდეგ ისინი თავს ამაღლებულად, კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდნენ.

დღევანდელ სამყაროში რთულია ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ნატურალურ და ბუნებრივ ფორმულებს ვამატებთ უნიკალურ სურნელებს, რომლებიც კონკრეტული სასტუმროსთვის ინდივიდუალურად იქმნება. პროცესი სასტუმროსთან თანამშრომლობით, ახალი პროექტის ფორმატში ხორციელდება. თითოეულ სასტუმროს შეუძლია აირჩიოს სურნელი, რომელსაც თავის სტუმრებს „გააყოლებს“ და დაბრუნების სურვილს გაუჩენს.

სურნელების სპექტრი მრავალფეროვანია - ყვავილების სურნელი, ოქროს სურნელი, მარგალიტის სურნელი, ვეტივერის სურნელი ან ტრენდული, ინოვაციური სურნელები. ჩვენმა გუნდმა პარიზში სპეციალურად გაიარა ბოლო თაობის მასტერკლასები პარფიუმერიის მიმართულებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, შექმნათ საუკეთესო ფორმულები და თითოეულ სურნელს უნიკალური, დახვეწილი ხასიათი მივანიჭოთ “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
“პიელ ნატურალსს” ამჟამად 20-მდე პარტნიორი სასტუმრო ჰყავს.

“ამჟამად ჩვენთან თანამშრომლობს დაახლოებით 20 სასტუმრო. ჩვენი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ შამპუნების, კონდიციონერების, დუშ-გელების და საშხაპეების მიმართულებით. ჩვენ ასევე გვაქვს სპა მიმართულება, რომელიც ანალოგიური შემადგენლობისაა - უსულფატო, უპარაბინო, უსილიკონო, უპარაფინო.
ცხელი სამასაჟო მიმართულება ორი წლის წინ დაგვემატა და სხვადასხვა სასტუმროში საკმაოდ მოთხოვნადია. პირველი თანამშრომლობა ამ მიმართულებით სასტუმრო ბილტმორთან შედგა, რის შემდეგაც, მათი მოთხოვნით, შევქმენით დაახლოებით 10 სხვადასხვა სურნელის სამასაჟე სანთელი. მოგვიანებით ჩვენი პარტნიორები გახდნენ პულმანი და აქსისი, რომლებთან ერთადაც შეიქმნა მარგალიტის და ოქროს ხაზები.

წელს ვგეგმავთ პორტფოლიოს გამრავალფეროვნებას და ახალი პროექტების განხორციელებას სასტუმროებთან თანამშრომლობით. ჩვენი ძირითადი პრინციპი არის ნატურალურობა - ყველა პროდუქტი ადგილზე, საქართველოში მზადდება. წარმოება ხდება GМP და ISO სტანდარტების მქონე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რადგან ჩვენი პროდუქცია მზადდება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებით.
პიელის სლოგანი „ერთი წასმით შეყვარება“ ნამდვილად ამართლებს. სასტუმროების სტუმრები, როდესაც იყენებენ ჩვენს პროდუქტებს, ერთი შეხებით უყვარდებათ არა მხოლოდ „პიელი“, არამედ გარემო და იქაური სურნელი, რომელიც ღრმად ებეჭდებათ გონებაში იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია ყოველთვის იყო და არის პირველი და განსხვავებული “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image იანვარში საქართველომ $97 მილიონის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა

23.02.2026.19:00

2026 წლის იანვარში საქართველომ 96 726.5 ათასი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ თვეში ქვეყანაში 138 718.3 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 143 431.9 ტონა. შესაბამისად წლიურ ჭრილში ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტი 3%-ით არის შემცირებული.

საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების დიდი ნაწილი ქვეყანაში რუსეთიდან შემოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტს ახორციელებს:

  • რუსეთი - 25 486.6 ათასი დოლარი - 43 502.1 ტონა
  • რუმინეთი - 21 241.8 ათასი დოლარი - 30 865.0 ტონა
  • საბერძნეთი - 9 528.6 ათასი დოლარი - 12 808.8 ტონა
  • კვიპროსი - 8 543.9 ათასი დოლარი - 11 504.5 ტონა
  • ბულგარეთი - 7 388.7 ათასი დოლარი - 10 419.4 ტონა

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა