პრემიუმ საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამყარებს ბიზნესს: ICE-ის 2025 წლის შედეგები და 2026 წლის ხედვა
თანამედროვე ბიზნეს გარემოში შენობები აღარ არის მხოლოდ ფიზიკური სივრცე. მათი უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და უწყვეტი ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ორგანიზაციების ოპერაციულ სტაბილურობასა და რისკების მართვას. სწორედ ამიტომ, საინჟინრო სისტემები - ლიფტები და HVAC სისტემები დღეს ბიზნესისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.
2025 წელი ამ ტენდენციის მკაფიო დასტური გახდა საქართველოს დეველოპერული და ინფრასტრუქტურული ბაზრისთვისაც.
2025 წლის შედეგები: მასშტაბური პროექტები და ტექნიკური მიღწევები
გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შევიდა აქტიურ ექსპლუატაციაში, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნები იყო უსაფრთხოებაზე, გამტარობაზე და სისტემების საიმედო მუშაობაზე. ასეთ პროექტებს შორისაა ვარკეთილი მოლი, ორბი ბაგრატიონი, არსენალ რეზიდენსი, პოლიციის ქალაქი ჯიქიაზე, ფიგურები და ნიუ გრუპის პროექტები.
წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ტექნიკურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ორბი ბაგრატიონისა და ფიგურების პროექტები, სადაც დამონტაჟდა Otis-ის პრემიუმ ბრენდის ლიფტები 100 მეტრამდე სვლის სიმაღლით - გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროებს ზუსტ საინჟინრო გათვლებსა და მაღალ პროფესიონალურ მონტაჟს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს არსენალ რეზიდენსის პროექტიც, სადაც გამოყენებულია Otis-ის პრემიუმ კლასის ლიფტები Porsche Studio-ს დიზაინერების მიერ სპეციალურად Otis-ისთვის შექმნილი კაბინებით. ეს მაგალითია იმისა, როგორ ერწყმის საინჟინრო ფუნქციონალი დიზაინსა და მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას.
საჯარო სექტორში განხორციელებულ პროექტებს შორისაა პოლიციის ქალაქი ჯიქიაზე, სადაც დამონტაჟდა 14 ერთეული LG-ის ბრენდის ლიფტი - ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომლისთვისაც უსაფრთხოება და უწყვეტი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ზრდა, რომელიც ასახავს ბაზრის მოთხოვნას
2025 წელს კომპანიის ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი არ არის მხოლოდ ფინანსური შედეგი — ის ასახავს ბაზარზე მზარდ მოთხოვნას პრემიუმ, სანდო და გრძელვადიან საინჟინრო გადაწყვეტილებებზე.
დეველოპერები და ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად აკეთებენ არჩევანს იმ კომპანიებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ინსტალაციას, არამედ სისტემების გამართულ მუშაობას მთელი ექსპლუატაციის პერიოდში.
ვინ არის ICE და რა როლს ასრულებს პარტნიორთა წარმატებაში?
ICE საინჟინრო კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ლიფტებისა და HVAC სისტემების იმპორტს,
მონტაჟს, ტექნიკურ მომსახურებასა და მოდერნიზაციას. კომპანიის მთავარი მიდგომა სრულ
ციკლზე პასუხისმგებლობის აღებაა - დაგეგმვიდან და მონტაჟიდან, შემდგომ სერვისსა და
სისტემების განახლებამდე.
ICE თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, მათ შორის Otis, Carrier, Mitsubishi Heavy Industries, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, საქართველოს ბაზარზე დანერგოს გლობალური უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტები. ამ თანამშრომლობის ღირებულება რეალურად აისახება სისტემების საიმედოობაზე, ენერგოეფექტურობასა და ტექნიკურ
პროგნოზირებადობაზე.
რატომ არის ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2026 წელს?
თანამედროვე შენობებში საინჟინრო სისტემების როლი მუდმივად იზრდება. უსაფრთხოების რეგულაციები მკაცრდება, ენერგოეფექტურობის მოთხოვნები მატულობს, ხოლო ბიზნესისთვის ოპერაციული რისკების შემცირება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
პრემიუმ საინჟინრო მიდგომა ამ კონტექსტში გულისხმობს სწორ დაგეგმვას, რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებას, მოდერნიზაციის შესაძლებლობას და სისტემების გრძელვადიან მართვას — ფაქტორებს, რომლებიც ბიზნესს სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას სთავაზობს.
2026 წლის ხედვა
მომავალი წლისთვის კომპანია ზრდის ტენდენციის გაგრძელებას და გაუმჯობესებას გეგმავს. ძირითადი ფოკუსი გაკეთდება პრემიუმ დეველოპერულ პროექტებზე, მოდერნიზაციის მიმართულების გაძლიერებასა და გრძელვადიანი სერვის კონტრაქტების გაფართოებაზე.
ICE-ის ხედვა ეფუძნება პასუხისმგებლიან საინჟინრო მიდგომას - შექმნას ინფრასტრუქტურა, რომელიც იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მდგრადი არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
საინჟინრო სისტემები ხშირად შეუმჩნეველია, სანამ ისინი გამართულად მუშაობს. სწორედ ეს სტაბილურობა ქმნის ბიზნესის სიმშვიდეს. 2025 წლის შედეგებმა ცხადყო, რომ ბაზარი სულ უფრო მეტად აფასებს იმ კომპანიებს, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ ამ „უხილავი“, მაგრამ კრიტიკული სისტემების გრძელვადიან ფუნქციონირებაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
ქალები ბიზნესში (WiB) პროგრამის ფარგლებში, ProCredit Bank-ში ქალი მეწარმეებისთვის შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
17.03.2026.18:54
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.
ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.
SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.