მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე

news image

ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ახალი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები და გამოცდილების გაზიარება - ერევანში საქართველო-სომხეთის ბიზნესასოციაცია (GABA) დაფუძნდა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Premium Machinery Armenia (PMA)-მ. კომპანიის დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა საზოგადოებას რეგიონული გაფართოების მიმართულებით უცხოურ ბაზარზე „თეგეტა ჰოლდინგის“ გამოცდილება გაუზიარა, სომხეთის ბაზარზე კომპანიის მიერ განვლილი გზა გააცნო და მიღწეულ შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის სანდო პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

გრიგოლ ბაიბურთი, Premium Machinery Armenia-ს დირექტორი: „2019 წლიდან „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმატებით ოპერირებს სომხეთში. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ სანდო პარტნიორობა იწყება არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ კომპანიის სტანდარტების ექსპორტით. ჩვენ ახალ ბაზარზე არ შევდივართ მხოლოდ პროდუქტით, ჩვენ გადაგვაქვს სრული გამოცდილება, მაღალი ხარისხი და ის ღირებულებები, რომლებმაც საქართველოში მომხმარებლის გამოცდილება გარდაქმნა.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბაზრის, კულტურისა და მომხმარებლის საჭიროებების სიღრმისეული გააზრება. ამიტომ ვქმნით ძლიერ ადგილობრივ გუნდს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ექსპერტიზასა და ლოკალურ ცოდნას. კადრების მობილობა და ცოდნის გაზიარება გვეხმარება რეგიონულ ზრდაში - ქართველი და სომეხი პროფესიონალების ერთობლივი მუშაობა ქმნის ეკოსისტემას, სადაც საუკეთესო პრაქტიკები ერთიანდება“.

Premium Machinery Armenia სომხეთში 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. კომპანია ბაზარს სატვირთო, სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკას აწვდის და ექსკლუზიურად წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: JCB, Renault Trucks, Sitruk, Fendt, Valtra, Zetor, Goldoni, Shell, Mobil და სხვა.

PMA თავადაც ზრუნავს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე და სწორედ ამ მიზნით სამომავლოდ სომხეთიდან საქართველოში მსხვილი ბიზნესმენების ჩამოყვანასა და „თეგეტაში“ ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს ორ ქვეყანას შორის ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.

„ვფიქრობთ, სომხეთი სანდო და განვითარებადი ბაზარია. იმ კომპანიებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის გაფართოებას გეგმავენ, ვურჩევდი, ჯერ კარგად შეისწავლონ ბაზარი და მისი სპეციფიკა, შექმნან ძლიერი ადგილობრივი გუნდი, შეინარჩუნონ მაღალი სტანდარტები ყველა ბაზარზე და იმუშაონ გრძელვადიანი ხედვით. მხოლოდ ასე იქმნება ნდობა და მდგრადი პარტნიორობა რეგიონში“, - აღნიშნა გრიგოლ ბაიბურთმა.

ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის მიერ გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური პარტნიორობა სტაბილურობისა და რეგიონული განვითარების საფუძველია, ქვეყნებს შორის კი ამ მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები არსებობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კრისტალისა და Moka United-ის პარტნიორობა ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის

24.04.2026.13:07

მიკრობანკი კრისტალსა და Moka United-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმეტს ხელი კრისტალის კომერციულმა დირექტორმა მელანია კუჭუხიძე და  Moka United -ის დირექტრმა,  ნინო ჭედიამ მოაწერეს.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის გადახდების მიღების პროცესის გამარტივებასა და ოპტიმიზაციას. პლატფორმა უზრუნველყოფს გამოყენების სიმარტივეს, პრაქტიკულობასა და მოქნილობას, რაც ბიზნეს მომხმარებლებს ეხმარება ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში და ამავე დროს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საბოლოო მომხმარებლის გამოცდილებას.

Moka United Georgia წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი მიერ ლიცენზირებულ ფინტექ კომპანიას და არისსაერთაშორისო ბიზნეს ჯგუფის ნაწილი, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 6 ქვეყანაში. მისი ტექნოლოგიურიპლატფორმები ორიენტირებულია გადახდების პროცესის დიჯიტალიზაციასა და მოქნილობაზე, რაც განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ბიზნესის წარმოებისთვის.

როგორც კრისტალის კომერციული დირექტორი, მელანია კუჭუხიძე აღნიშნავს: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორობთან თანამშრომლობა, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნის ჩვენი მომხმარებლებისთვის. Moka United-თან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, ბიზნესებს შევთავაზოთ უფრო მარტივი, მოქნილი და თანამედროვე გადახდების მიღების მექანიზმები, რაც მათ ყოველდღიურ ოპერაციებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს.“

„აღნიშული თანამშრომლობა მიკრობანკი კრისტალის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო აქტიურად აითვისონ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები და გადახდების მიღება სრულად გააციფრულონ. ბიზნეს სექტორისთვის ეს ნიშნავს აჩქარებულ პროცესებს, ეფექტიან და მომგებიან ბიზნეს მოდელს“-  აცხადებს ნინო ჭედია, Moka United-ის დირექტორი.

თანამშრომლობა ეფუძნება იმ თანამედროვე მიდგომას, რომლის მიხედვითაც ფინანსური ინსტიტუტები და ფინტექ კომპანიები აერთიანებენ რესურსებსა და გამოცდილებას, რათა ბაზარზე წარადგინონ უფრო ინტეგრირებული და მომხმარებელზე მორგებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული პარტნიორობა სწორედ ამ ტენდენციის გამოხატულებაა და მიზნად ისახავს გადახდების ინფრასტრუქტურის განვითარებას, პროცესების გამარტივებასა და სერვისის ხარისხის ზრდას საქართველოში. 

Moka United Georgia

მიკრობანკი “კრისტალის”  შესახებ:

მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 28-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა