მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

პრემიუმ ყავის მოხმარება იზრდება - Mega Star ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას აპირებს

news image

Mega Star • მეგა სთარ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ხელი შეუწყო ე.წ. take away ყავის კონცეფციის დანერგვას. კომპანიას დღეისათვის 1000-ზე მეტ ობიექტთან აქვს თანამშრომლობა და ბაზარს ამარაგებს, როგორც ყავით, ასევე ყავის აპარატებით.

როგორც Business Insider Georgia-სთან Mega Star-ის შესყიდვების მენეჯერმა ირინე კვირკველიამ განაცხადა, კომპანია ქართულ ბაზარს სხვადასხვა მოხალვის 9 სახეობის მარცვალს სთავაზობს. 2025 წლის განმავლობაში Mega Star-ის გაყიდვებში პრემიუმ ყავის მარცვალზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება 2026 წლის გეგმებს კომპანია ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტ გაფართოებას გეგმავს და მეტი ობიექტის ათვისებას აპირებს.

„2025 წელს საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა უკოფეინო ყავაზე. ასევე, საგრძნობლად არის ზრდა ორგანული მარცვლების მიმართულებით. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გაყიდვების კუთხით 25-30%-იანი ზრდა გვაქვს.

ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს, რომ ყავის ბაზართან შედარებით ფასი დაარეგულიროს და ისეთი ფასები შესთავაზოს, რომ მომხმარებლებისთვის მისაღები იყოს. ვგეგმავთ, რომ 2026 წლისთვის მეტი ობიექტი ავითვისოთ და ჩვენი მომხმარებლების რაოდენობაც ამ გზით გავზარდოთ.

2026 წლის გეგმებშია მარკეტინგული ხარჯების ზრდაც, რაც კომპანიას მეტ შედეგს მოუტანს“, - განმარტავს ირინე კვირკველია.

აღსანიშნავია, რომ Mega Star-ს საკმაოდ მომგებიანი შემოთავაზებები აქვს ბიზნესისთვის - შეიძინონ Mega Star-ის ყავის მარცვლები (თვეში 4 კგ) და ობიექტზე უსასყიდლოდ განათავსონ პრემიუმ ხარისხის ყავის აპარატი.

როგორც Mega Star-ის წარმომადგენელი აცხადებს, 2025 წელს სხვადასხვა ობიექტში განთავსებული აპარატების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

„აპარატებთან დაკავშირებით могу გითხრათ, რომ 2-ჯერ გაიზარდა აპარატების იმპორტი, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის აპარატები დავამატეთ - როგორც პროფესიული აპარატები, ასევე ვენდინგ აპარატები“, - განმარტავს Mega Star-ის შესყიდვების მენეჯერი.

კომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შპს „მეგა სთარ“-ი 2014 წლიდან აქტიურად ახდენს ყავის მარცვლებისა და აპარატების იმპორტს იტალიიდან და ჰოლანდიიდან. კომპანია, როგორც ჰოლანდიური პრემიუმ ბრენდის Pelican Rouge-ისა და ICS Vending-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ახორციელებს პროდუქციის როგორც საცალო, ასევე B2B რეალიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Mega Star პოტენციურ პარტნიორებს სთავაზობს ყავის აპარატების ობიექტებზე უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში განთავსებას - ყავის მარცვლების შეძენის სანაცვლოდ.

ასევე, Mega Star თითოეულ ობიექტს სთავაზობს ტექნიკურ მომსახურებას. აღნიშნული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ ისეთ ობიექტებს, როგორიცაა:

  • ოფისი;
  • ჯიხურები;
  • სუპერმარკეტები;
  • სასტუმროები;
  • სწრაფი კვების ობიექტები.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa

15.12.2025.18:29

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული საახალწლო გამოცდილების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Visa Room Hotels-ში გამართული საახალწლო ღონისძიებების წარმდგენები არიან.

შეხვდით ახალ წელს Rooms Kazbegi-ში ელენე კალანდაძესთან ერთად და მოუსმინეთ ქართველ შემსრულებლებს. ორ-დღიანი საახალწლო ღონისძიება 31 დეკემბრის საღამოს დაიწყება და 1 იანვარს Day Party-ით გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

შეთავაზების ფარგლებში, SOLO-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, SOLO Visa ბარათით გადახდისას, 2 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში მიიღონ 20%-იანი, ხოლო 1 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - 15%-იანი ფასდაკლება. შეთავაზება ვრცელდება 17 დეკემბრამდე დაჯავშნილ ოთახებზე.

ამასთან, SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მოქმედებს Rooms Batumi-შიც, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაატარონ ახალი წელი Stephane-სთან ერთად.

SOLO-ს მომხმარებლები, SOLO Visa ბარათით გადახდისას, ორი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში ისარგებლებენ 20%-იანი, ხოლო ერთი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში - 15%-იანი ფასდაკლებით. ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 

შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა