პრემიერი და მთავრობის წევრები კარგად გათვითცნობიერებული არიან პრობლემის არსში. მაღალი მარჟების, „ქეშბექების“ მოთხოვნა ქართველი მწარმოებლებისთვის არის ყველაზე დიდი ბარიერი, რომ მივაღწიოთ ფასის რეგულირებას - „ფრიქსის“ ხელმძღვანელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სურსათის ფასებთან დაკავშირებით სასურსათო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა დასრულდა.
როგორც კომპანია „ფრიქსის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ქურდაძემ განაცხადა, შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
„ნაყოფიერი შეხვედრა იყო. პრემიერი და მთავრობის წევრები - მინისტრები და საბჭოს წევრები საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებული არიან პრობლემის არსში. მაღალი მარჟების, „ქეშბექების“ მოთხოვნა ჩვენთვის, ქართველი მწარმოებლებისთვის არის ყველაზე დიდი ბარიერი, რომ მივაღწიოთ როგორც ფასის რეგულირებას, ასევე, ზოგადად გადავრჩეთ“, - განაცხადა ირაკლი ქურდაძემ.
სხვა სიახლეები
2026 წელს „მოჩიკო“ ახალი ფილიალით შეხვდა
26.01.2026.16:00
ქუთაისში მდებარე დესერტების მაღაზია Mochiko • მოჩიკო 2026 წელს ახალი ფილიალით შეხვდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა თაკო კინწურაშვილმა განუცხადა.
2025 წლის შედეგებმა გაგვაჩინა მოტივაცია და ქალაქის ცენტრალურ უბანში ახალი ფილიალი გავხსენით. ადგილზე მოსულ მომხმარებლებს ვთავაზობთ კაფის ტიპის მომსახურებას. გარდა ამისა, გავაფართოვეთ ასორტიმენტი და დავამატეთ მრავალი განსხვავებული, არასტანდარტული დესერტი. საბოლოო ჯამში, 2025 წელი ჩვენი საქმიანობის გაფართოებისათვის განსაკუთრებით წარმატებული იყო.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს გვსურს რომ ეს ფილიალი გავხადოთ უფრო წარმატებული და გავზარდოთ მისი ცნობადობა. ქუთაისს სრულად რომ დავფარავთ, შემდეგ ვიფიქრებთ ქუთაისის ფარგლებს მიღმა გაფართოებაზე “, - აცხადებს თაკო კინწურაშვილი.
ცნობისთვის, ახალი ფილიალი გალაკტიონ ტაბიძის N40 - ში მდებარეობს.