მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7108.3
-0.004
flag
AZN 1.585
-0.0002
flag
CNY 38.645
-0.0055
flag
EUR 3.1497
-0.0053
flag
GBP 3.6226
0.0091
flag
KZT 53.25
0.0004
flag
TRY 0.0622
0
flag
USD 2.6946
-0.0004

პრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

news image

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველადი კვლევის თანახმად, საქართველოში ფასნამატი საშუალოდ 86%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და კომისიის მიზანია, შესაბამის მხარეებთან მსჯელობის შედეგად დაადგინოს, როგორ მუშაობს ფასის დადგენის ჯაჭვი და სად არის სივრცე ფასების შემცირებისთვის.

„პირველადი კვლევა აჩვენებს, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%, რაც ჩვენი აზრით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესდით, მე პირადად ვნახე მაგალითად, გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი შეადგენს 20-დან 30%-მდე ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. ამ 86%-ის ერთი წილი მოდის დისტრიბუციაზე - 44%-ია წილი და შედარებით მცირეა წილი ქსელური მარკეტების შემთხვევაში. ჯამში არის 86%, რაც განაპირობებს იმას, რომ საქართველოში ევროპულ ფასებთან შედარებით არის ბევრად უფრო მაღალი ფასები. ზოგიერთ შემთხვევაში არის 50%-ით მაღალი ფასი, არის ორჯერ-სამჯერ მეტი ფასი, ანუ საკმაოდ დიდია სხვაობა ფასებს შორის. როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ბუნებრივია, ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა, რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რათა უშუალოდ სექტორისგან მიიღოს ინფორმაცია, სად ხედავენ ისინი პრობლემებს და რესურსს ფასების შემცირებისთვის.

კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად, 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

მომავალი კვირიდან მსგავსი ტიპის შეხვედრები გაიმართება სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებმა მორიგი წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს

23.01.2026.15:42

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის მეორე და მეოთხე კურსის სტუდენტებმა სასწავლო-პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მორიგი ექსპერიმენტი ჩაატარეს. ექსპერიმენტის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა კვერცხიდან მოზარდეულის ხელოვნურად გამოსაჩეკ აპარატში (ინკუბატორი) 20-მდე წიწილა და 30-ზე მეტი, ორი განსხვავებული ჯიშის, ჩოჩორი (მწყერის ბარტყი) წარმატებით გამოიჩეკა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ინფორმაციით, ამ ტიპის პრაქტიკული სამუშაოები სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ თანამედროვე მეცხოველეობის ტექნოლოგიებს, სიღრმისეულად შეისწავლონ ინკუბაციის პროცესი და დააკვირდნენ ფრინველთა განვითარების ეტაპებს კვერცხიდან მოზარდეულობამდე. მსგავსი ექსპერიმენტები ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიული უნარების განვითარებას, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ რეალური პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია სამომავლო კარიერისთვის აგრარულ და მეცხოველეობის მიმართულებებში.

სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა ცინცაძემ, სტუდენტებს სწავლისა და პროფესიული განვითარებისათვის ყველა საჭირო პირობა შეუქმნა. ლიანა თარგამაძის განცხადებით, მანანა ცინცაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესი ეფუძნება თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ რეალურ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც აუცილებელია თანამედროვე აგრარული და მეცხოველეობის დარგში წარმატებული საქმიანობისთვის.

„მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც სტუდენტებს რეალური პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა ცინცაძის მიერ შექმნილი სასწავლო გარემო სრულად პასუხობს თანამედროვე აგრარული განათლების მოთხოვნებს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ სასწავლო-კვლევით ექსპერიმენტებში, გაეცნონ ინკუბაციის პროცესს და პრაქტიკაში აითვისონ მეცხოველეობის თანამედროვე მეთოდები. მსგავსი აქტივობები ახალგაზრდებში ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებელი მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას და მომავალში მათ ჩამოყალიბებას კონკურენტუნარიან სპეციალისტებად”, - აცხადებს ლიანა თარგამაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა