მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7116.9
-0.0001
flag
AZN 1.6051
-0.0008
flag
CNY 37.998
-0.0039
flag
EUR 3.1401
-0.0224
flag
GBP 3.6937
-0.0121
flag
KZT 53.23
-0.0019
flag
TRY 0.0692
-0.0002
flag
USD 2.7296
-0.0005

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

news image

14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე, გურჯაანში, ქართველი კინოვარსკვლავის სახლ-მუზეუმში პრემია „ელისოს“ დაჯილდოება გაიმართა. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო ფილმი:

წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)

 

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა - წლის საუკეთესო ფილმი:
ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე)

 

საუკეთესო რეჟისორი:

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

 

საუკეთესო მსახიობი:

დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი)

მზია არაბული (გზაჯვარედინზე)

 

საუკეთესო ოპერატორი:

ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

 

საუკეთესო მონტაჟი:

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

 

საუკეთესო მხატვრული გაფორმება:

ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი)

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გახდა მწერალი - ნინო ხარატიშვილი.

“ელისოს” არსებობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინოს მხარდაჭერა. მსგავსი ღონისძიებები არამხოლოდ აძლიერებს კინოს ინდუსტრიას, არამედ ქმნის სტიმულს ახალი თაობისთვისაც. 
ხელოვნებისა და კინოს მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, რადგან, მიგვაჩნია, რომ კულტურა ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი საყრდენია. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვცდილობთ, შევქმნათ სივრცეები, სადაც ხელოვანები თავიანთ ხედვებს გააცოცხლებენ, სათქმელს ხმამაღლა და თავდაჯერებულად იტყვიან. 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი სამომავლო გეგმა ბრენდისადმი ინტერესის გაზრდაა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - სიზმარა

16.06.2025.16:00

სიზმარაარის ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და სპეციალიზება ხარისხიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის წარმოებასა და გაყიდვაში. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაგდა ზიბზიბაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

სიზმარაქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს ვთავაზობთ ბავშვებისთვის განკუთვნილ, ადგილობრივად წარმოებულ ტანისამოსს, თეთრეულს, ნათლობის ნივთებს, მოსეს კალათებს, გრავირებულ აბაზანის ხალათებს და უკვე მთავარ პროდუქტს ჩოხა რომპერებს, რომლებიც ქართული ტრადიციული დეტალებითაა შექმნილი.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ასორტიმენტი მრავალფეროვანია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს შევუქმნათ ონლაინ გარემო, რომელშიც შეძლებს ახალშობილისთვის ყველა საჭირო ნივთების შეძენას. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ დაახლოებით 30 სახეობის პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი უკვეთავს ბავშვის ზრდის ნებისმიერ ეტაპზე

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბაზარზე მოთხოვნა წარმოებულ პროდუქტზე საკმაოდ მაღალია, ვფიქრობ მოთხოვნას სანდოობაც განაპირობებს, „სიზმარაიქცა ბრენდად, რომელიც ახალშობილისთვის პირველ სასაჩუქრე იდეასთან ასოცირდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

სიზმარასუპირატესობა ბაზარზე წარმოებული პროდუქტის მრავალფეროვნებაა, თუმცა ვფიქრობ კონკურენტული უპირატესობა გვაქვს პროდუქტით რომელიც არის - რომპერი ჩოხის ელემენტებით, ეს არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ეს არის კულტურული ინოვაცია, რომელიც აერთიანებს ტრადიციას, ფუნქციურობას და ემოციას. ახალშობილებისთვის განკუთვნილი ჩაცმულობის დიზაინში ჩოხის ელემენტების ინტეგრირება ერთდროულად განასახიერებს ქართველ მშობლებთან კავშირის გაღრმავებას და ეროვნული იდენტობის პირველივე დღიდან გადაცემის  გზას.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

სიზმარას სამომავლო გეგმაა გავზარდოთ ქართული ბრენდისადმი ინტერესი არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისთვის, „სიზმარასპროდუქციის შეძენა შესაძლებელია ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook, Instagram), სადაც შეკვეთა შესაძლებელია პირდაპირი შეტყობინების გზით. გარდა ამისა, გარკვეული პროდუქცია, მაგალითად ჩოხა რომპერები და გრავირებული ნივთები, მზადდება წინასწარი შეკვეთის საფუძველზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა