მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

პოზიტიური ნიშანია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა და საერთაშორისო რეზერვები შეავსო - სავალუტო ფონდი

news image

მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას, შესანიშნავი და განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის ამ მისიის ფარგლებში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემი ჯგუფი ატარებდა ძალიან პროდუქტიულ მოლაპარაკებებს ეროვნულ ბანკთან, ხელისუფლებასთან, სამოქალაქო სექტორთან, კერძო სექტორთან და ეს იყო მეოთხე მუხლის ფარგლებში კონსულტაციები, ეს ფორმატი ჰქონდა ამ მისიას, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა სებ-ში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„მინდა, მოკლედ შევაჯამო ჩვენი მიგნებები, რომელიც ჩვენმა მისიამ გააკეთა ამ ორი კვირის განმავლობაში. საქართველოს ეკონომიკა მაკროგამძლეობით გამოირჩევა, ადგილობრივი, რეგიონული, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მშპ-ს ზრდა 9,4%-ით გაიზარდა 2024 წელს, რაც ძლიერი მოხმარების, შემომავალი ტურიზმის, IT და სატრანსპორტო სექტორებში დიდი ზრდით არის გამოწვეული. წელს დაახლოებით 7,3% იქნება ეკონომიკური ზრდა, ეს არის ჩვენი არსებული პროგნოზის გადახედვა, რადგან გავზარდეთ 6%-დან 7,3%-მდე. პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს საქართველოს. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე ორიენტირთან ახლოს იყო, მიუხედავად იმისა, რომ სურსათზე ფასებმა იმატა, ძირითადი ინფლაცია 3%-იან ნიშნულზე ქვემოთ იყო, რაც წინა წლებთან შედარებით, როდესაც სამიზნე ორიენტირის ზემოთ იყო, ახლა იკლო და მოექცა სამიზნე ორიენტირის ფარგლებში და იმედი გვაქვს, რომ ასეც გაგრძელდება 2026 წელს", – განაცხადა ჰაჟდენბერგმა.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები, რაც პოზიტიური ნიშანია.

 

„როდესაც ინფლაციას ვუყურებთ სხვადასხვა ფაქტორებთან მიმართებით, იქნება ეს საწვავი და სურსათი, მაინც 2%-ის ფარგლებში ჯდება ძირითადი, ეს ნიშნავს, რომ სამიზნე ორიენტირთან ახლოს ვართ. ჩვენ გაუმჯობესება ვნახეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფარგლებში. გასულ წელს 4% იყო, წელს მსგავსი იქნება, 2025 წელს ჩვენი პროგნოზი გამართლდება. ერთი სფერო, რომელზეც აქცენტი გავაკეთეთ, არის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ეროვნულ ბანკში, რაც ადეკვატურზე ნაკლები იყო ადრე, მაგრამ პოზიტიური ნიშანია, რომ ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი შესყიდვები განახორციელა ბოლო თვეების განმავლობაში და შეავსო საერთაშორისო რეზერვები", – განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

05.06.2025.19:28

ამბასადორი აილენდ ბათუმსა დაბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ძირითად მიზნებს  ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ შემოთავაზებული იახტების მართვისა და სერტიფიცირების პროგრამების საერთაშორისო, ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სასწავლო კურსის დახმარებით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს დაეუფლება, რაც საბოლოოდ მცურავი საშუალებების მართვის მოწმობის, სულ რაღაც 14 დღეში, მიღების შესაძლებლობას იძლევა.


„ამბასადორის კუნძულზე" საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების იახტ კლუბის მშენებლობაა გათვალისწინებული, სადაც საზღვაო აკადემიის სპეციალური საწვრთნელი სივრცის განთავსება იგეგმება, რაც სამომავლოდ, კუნძულის მცხოვრებლებსა და ვიზიტორებს, ექსკლუზიურ შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ იახტების და სხვა მცურავი საშულებების მართვის კურსი და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატი. 

„ჩვენი მიზანია, საზღვაო აკადემიაში გავზარდოთ განათლების ხარისხი, რათა ჩვენი კურსდამთავრებულები მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ დასაქმების საერთაშორისო ბაზარზე. აკადემიის პოტენციალი და განვითარების ტემპი გვაძლევს საშუალებას საკმაოდ ამბიციური მიზნები დავსახოთ და განვახორციელოთ. ჩვენი გამოწვევაა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ვაქციოთ ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო სასწავლებლად შავი ზღვის რეგიონში. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბათუმის და საზღვაო აკადემიის ცნობადობის გაზრდას, საერთაშორისო საზღვაო ასპარეზზე”,- განაცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.

ჩვენი პარტნიორობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბათუმის, როგორც საზღვაო განათლების ლიდერი ქალაქის პროფილის ასამაღლებლად. ჩვენ მზად ვართ, ამბასადორის კუნძულის   საერთაშორისო ბაზრებზე წარდგენისას, ხაზი გავუსვათ, ჩვენს ქალაქში უმნიშვნელოვანესი ქართული ინსტიტუტის, საზღვაო აკადემიის არსებობას, რომელიც უმაღლესი ხარისხის საზღვაო განათლების მიწოდებას უზრუნველყოფს, როგორც  საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მოვახდინოთ საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირება, მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სწორედ ბათუმში იქმნება ის იშვიათი  შესაძლებლობა, ვიზიტის პარალელურად, გაიაროთ სპეციალური გადამზადების პროგრამა და მიიღოთ როგორც იახტების, ასევე სხვა მცურავი საშულებების მართვის მოწმობები” - აღნიშნა ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.

„ამბასადორი აილენდ ბათუმიშავ ზღვაში ინოვაციურ პროექტს ავითარებს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის შექმნას მოიაზრებს. საპროექტო არეალზე განთავსებული მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, ყველაზე მასშტაბურ იახტკლუბსა და ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც გააერთიანებს, რომელიც მიმართული იქნება ინოვაციური სერვისების მიწოდებისა და მცურავი საშუალებების მართვის შესწავლის  ხელშეწყობისკენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა