მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

„პორტალი“ - ავტოგასამართი სადგურების საიმედო ქსელი

news image

საქართველოში მძღოლებისთვის საწვავის შერჩევისას სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არა მხოლოდ ფასი, არამედ სანდოობა, სტაბილურობა და ხარისხი. სწორედ ამ ღირებულებებზე აშენებს საკუთარ ბიზნესს ნავთობპროდუქტების იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანია „პორტალი“, რომელიც დღეს საქართველოს მასშტაბით 50-მდე ავტოგასამართ სადგურს ფლობს და მუდმივად იზრდება.

კომპანია წარმოდგენილია როგორც საბითუმო, ისე საცალო სეგმენტში და მჭიდროდ თანამშრომლობს 300-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან. საკუთარი 21 მილიონი ლიტრი მოცულობის ნავთობტერმინალი, რომელიც ვაზიანში მდებარეობს, კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს, რაც უზრუნველყოფს საწვავის უწყვეტ მიწოდებას და სტაბილურ ფასებს.

ხარისხი - კომპანიის დნმ-ის ნაწილი

„პორტალი“ მუდმივად აკონტროლებს საწვავის ხარისხს, ამისთვის კომპანიას ნავთობბაზაზე ევროსტანდარტების შესაბამისი საკუთარი ლაბორატორია აქვს, სადაც შემოწმება რეგულარულად მიმდინარეობს. ხარისხის კონტროლში ასევე ჩართულია სახელმწიფო სტრუქტურები და მომხმარებლებიც, რომელთა მიერ ჩატარებული ტესტების შედეგებიც ყოველთვის ემთხვევა კომპანიის მონაცემებს.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი, ნინუცა ლოთიკაშვილი აღნიშნავს, რომ საწვავის ხარისხი „პორტალისთვის“ უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ჩვენთვის მთავარია, მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს, რას ასხამს ავტომობილში, სწორედ ამიტომ ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას თითოეულ საწვავზე, ვტესტავთ ყოველდღიურად და მიგვაჩნია, რომ ხარისხი არ უნდა იყოს კომპრომისის საგანი,“ - აცხადებს ნინუცა ლოთიკაშვილი.

სპორტიდან ყოველდღიურობამდე - სანდოობა ნებისმიერ პირობებში

„პორტალის“ საწვავს ენდობიან წამყვანი ქართველი ავტომრბოლელებიც, ვისთვისაც ხარისხი უმნიშვნელოვანესია. მათი მუდმივი ტესტირებები ადასტურებს კომპანიის პროდუქტის სანდოობას, რაც ასევე მნიშვნელოვანი სიგნალია მომხმარებლისთვის.

მაღალი ხარისხი და სწორად შერჩეული საწვავი - ეფექტური მუშაობა და ხარჯების ოპტიმიზაცია

როგორც ნინუცა ლოთიკაშვილი განმარტავს, ბევრი მძღოლი ვერ აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საწვავი.

„თითოეულ ავტომობილს ავზთან აქვს მითითებული ინფორმაცია, თუ რა ტიპის საწვავი სჭირდება. ამ რეკომენდაციის დაცვა კი პირდაპირ აისახება, როგორც მანქანის გამართულ მუშაობაზე, ისე მფლობელის ხარჯების შემცირებაზე,“ - ამბობს ის.

„პორტალის“ თითოეულ სადგურზე მომხმარებლებს შეუძლიათ ოპერატორისგან მიიღონ პროფესიული რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელი საწვავი შეესაბამება მათ ავტომობილს.

საცალო ქსელი და ერთგულ მომხმარებელზე ზრუნვა

„პორტალის“ სტრატეგია მაღალი ხარისხის საწვავის კონკურენტულ ფასად მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფასები უკვე კონკურენტუნარიანია, ის მომხმარებელს ყოველკვირეულად სთავაზობს სხვადასხვა აქციასა და ფასდაკლებას. მათ შორის ყველაზე პოპულარულია კვირა დღეს მოქმედი „-10 თეთრიანი“ ტარიფი.

კომპანიის ერთგულ მომხმარებლებს მუდმივი ფასდაკლების მიღება ლოიალობის პროგრამებით: „ტალონი“ და „ბარათი“ - შეუძლიათ, რომელთა შეკვეთა მარტივად, კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

 
მომავალი - მეტი სადგური, მეტი კომფორტი

როგორც ნინუცა ლოთიკაშვილი განმარტავს, უახლოეს პერიოდში „პორტალი“ ქსელის გაფართოებას და საცალო მიმართულების კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს.

„ჩვენ უკვე შევქმენით მყარი საფუძველი საბითუმო ბაზარზე და ახლა სწორედ ის დროა, რომ მომხმარებელს მეტი შევთავაზოთ: მეტი არჩევანი, მეტი ხარისხი, მეტი სარგებელი,“ - ამბობს ნინუცა ლოთიკაშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა