მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს

news image

ავტოინდუსტრიის სამი გამორჩეული პრემიუმ ბრენდი და სამი რადიკალურად განსხვავებული ხასიათი - საქართველოში Porsche-ს, Lamborghini-სა და Bentley-ს მარკეტინგული კომუნიკაცია თათო ხოსროშვილმა ჩაიბარა. პრემიუმ ბრენდთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, Porsche Centre Tbilisi-ში ხუთი წელი გაატარა, თუმცა ახლა პასუხისმგებლობები გასამმაგდა და ახალი პოზიცია განსხვავებულ უნარებსა და მიდგომებს მოითხოვს, პირველ რიგში კი, გაცილებით დიდი გუნდის მენეჯმენტს, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ხასიათის სამი მსოფლიო ბრენდის იდენტობა ქვეყანაში სათანადოდ უნდა წარმოაჩინოს.

თათო ხოსროშვილი, Porsche Centre Tbilisi-ს, Lamborghini Tbilisi-სა და Bentley Centre Tbilis-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ორი სრულიად განსხვავებული ემოცია ერთდროულად მოდის, როდესაც ასეთ პოზიციას გთავაზობენ, - სიამაყე და სამმაგი პასუხისმგებლობის შეგრძნება. ერთდროულად უნდა იფიქრო ისეთ ბრენდებზე, რომელთა დნმ ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავს, - დახვეწილი და ელეგანტური Bentley, სპორტქარი Porsche და ექსტრავაგანტური Lamborghini. სწორედ Lamborghini-თ იწყება სუპერქარების პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულებისთვის, არამედ ქვეყნის ბიზნესგარემოსთვისაც.

სამივე ბრენდს აერთიანებს სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. ჩვენი გუნდის ხედვაც ასეთია - გავაუმჯობესოთ ჩვენივე მიღწევები. ასე ვუყურებ ყველა გამოწვევასა თუ პროექტს“.

ათ წელზე მეტია მარკეტინგის სფეროშია, აქედან ნახევარი Porsche Centre Tbilisi-ში ჯერ მარკეტინგის მენეჯერის სტატუსით გაატარა, შემდეგ კი - ხელმძღვანელის. გამოწვევაც ბევრი იყო, თუმცა წარმატებული პროექტი - კიდევ უფრო მეტი. განსაკუთრებული სიამაყით Destination Porsche-ს კონცეფციით შექმნილ შოურუმს ასახელებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულია. Forbes Under 30-ის გამარჯვებული მარკეტერის პორტფელშია ასევე რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის სახელობითი. კრეატიული ხედვისთვის თათო ხოსროშვილს Porsche Marketing Award საერთაშორისო ღონისძიებაზე გადასცეს. საქმიანობის გაგრძელებასაც ამ კონცეფციით აპირებს - მეტი შემოქმედებითობა და ინოვაციური მიდგომები. საქმე ის არის, რომ ამ ყველაფრის სამზე გამრავლება მოუწევს.

თათო ხოსროშვილი, Porsche Centre Tbilisi-ს, Lamborghini Tbilisi-სა და Bentley Centre Tbilis-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „სამივე ბრენდს დიდი ისტორია, მაღალი სტანდარტი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია აქვს, თუმცა ამის მიუხედავად მუშაობის პროცესში თავისუფლებას გაძლევენ. მათი მხრიდან მოდის ინსპირაცია, თუმცა რას შესძენ და როგორ წარმოაჩენ მათ, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. შეგიძლია იყო თამამი, მოერგო შენს კულტურულ ღირებულებებს. სრული მხარდაჭერა და მიმღებლობაა ახალი იდეების, ინოვაციური ხედვისა და ორიგინალური გადაწყვეტების მიმართ. პირიქით, ეს ყოველთვის აღიარებას იმსახურებს. ძალიან მეამაყება, რომ მე პირადად მაქვს ამის კარგი მაგალითი, როდესაც ელექტრული Macan-ის თბილისური პრეზენტაცია ყველა სხვა სადილეროს შორის საუკეთესოდ მიიჩნიეს. ეს Porsche-ს გუნდის დიდი გამარჯვება იყო“.

ამბობს, რომ წარმატება არასოდეს არის ერთი ადამიანის მონაპოვარი. ახალი ხელმძღვანელის პოსტზეც გუნდთან ერთად აპირებს ამბიციური გეგმების შესრულებას. მიიჩნევს, რომ მოტივაცია, დროული და სწორი მოქმედება, რაც მთავარია, ბრენდის ხასიათზე კონცენტრირება და სიყვარული გადამწყვეტია, როდესაც პრემიუმ მწარმოებლების პოზიციონირება საქართველოში ახლა მათზეა დამოკიდებული.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდის წევრებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემო შევქმნა. პასუხისმგებლობით სავსე გუნდისთვის, ვფიქრობ, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ყველანი კარგად ვაცნობიერებთ, რომ გლობალურ ბრენდებს წარმოვადგენთ, რომელთა დამკვიდრებასა და განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ. განსაკუთრებით Bentley-სა და Lamborghini-ს ვგულისხმობ, რომლებიც სულ რამდენიმე თვეა „თეგეტა ჰოლდინგის“ პორტფელსა და ქართულ ბაზარს შემოემატნენ“, - ამბობს თათო ხოსროშვილი.

თათო ხოსროშვილი ახალ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, მიმდინარე წლის საკომუნიკაციო გეგმა მზად აქვს, რომლის მიზანიც მკაფიოა: „მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენა უნდა იქცეს გამოცდილებად, რომელიც მას ამ ლეგენდარული ბრენდების კულტურის, ღირებულებებისა და ცხოვრების სტილის ნაწილად აქცევს“.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გამოიწერე მერე ბარათით და დაიბრუნე ქეშბექი

15.04.2026.11:27

ონლაინშოპინგი დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ საჭირო ნივთების შეძენის მარტივ პროცესს და თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილის, ყოველდღიური რუტინისა და განტვირთვის ერთ-ერთ ყველაზე სასიამოვნო ნაწილად იქცა. დღეს, როდესაც ტექნოლოგიებმა გეოგრაფიული საზღვრები ფაქტობრივად წაშალა, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წამყვანი ბრენდების პროდუქციის გამოწერა სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

გაზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად კი, ეს პროცესი კიდევ უფრო აქტუალური და მიმზიდველი ხდება. თბილი დღეების დაწყება ბუნებრივად აჩენს გარდერობისა თუ პირადი სივრცის განახლების სურვილს. ეს სწორედ ის იდეალური დროა, როდესაც თვალს გვჭრის ახალი, ფერადი კოლექციები, ხოლო წინა სეზონის სასურველ ნივთებზე, რომლებიც თვეების განმავლობაში ონლაინკალათაში მოთმინებით გვქონდა გადანახული, სოლიდური ფასდაკლებები იწყება. ბუნებრივია, ჩნდება მთავარი კითხვა: როგორ ვიშოპინგოთ ისე, რომ არ მოგვიწიოს სურვილებზე უარის თქმა და ფინანსურადაც მოგებულები დავრჩეთ?

Silk Bank-ის შეთავაზება საერთაშორისო პლატფორმებზე

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და მას Silk Bank თავისი მერე ბარათით გვთავაზობს, რათა სასურველი ნივთების შეძენისას საკუთარ თავს მაქსიმალური თავისუფლება მისცეთ და არანაირ კომპრომისზე არ წახვიდეთ. თუ თქვენ შენაძენის საფასურს მერე ბარათით გადაიხდით, 17, 18 და 19 აპრილს ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელებისას გადახდილი თანხის 20% უკან დაგიბრუნდებათ. ეს ქეშბექი Silk მობაილბანკში ქულების სახით აისახება, სადაც მაქსიმალური ზღვარი 100 ლარს შეადგენს. სისტემაში 100 ლარი ზუსტად 10 000 ქულის ეკვივალენტია. დაგროვილი ქულების მართვა აბსოლუტურად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული — მათი ლარში კონვერტაცია და სურვილისამებრ განკარგვა ნებისმიერ დროს, უმარტივესად არის შესაძლებელი მობაილბანკის მეშვეობით.

ეს შეთავაზება 100-ამდე საერთაშორისო ბრენდსა და პოპულარულ ონლაინმაღაზიას აერთიანებს. რაც იმას ნიშნავს, რომ, თქვენი ინტერესების მიუხედავად, აუცილებლად იპოვით სასურველს. უნივერსალური ონლაინმაღაზიები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წამყვანი პლატფორმები, უახლესი ტექნიკა, დახვეწილი აქსესუარები, პრემიუმ კლასის პარფიუმერია თუ საბავშვო მიმართულება — არჩევანი იმდენად ფართოა, რომ ნებისმიერი გემოვნებისა და საჭიროების მქონე მომხმარებლის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.

ორმაგი ფინანსური კომფორტი: ქეშბექი და ეფექტური 0%-იანი განაწილება

თუმცა ნამდვილი ფინანსური კომფორტი მხოლოდ ქეშბექით არ შემოიფარგლება. მერე ბარათით შეძენილი ნივთების ჯამური ღირებულება ავტომატურად, ყველანაირი გაძვირებისა და ფარული საკომისიოების გარეშე, ეფექტურ 0%-ად გაგინაწილდებათ ზუსტად 6 თვეზე. ეს საშუალებას გაძლევთ, განაახლოთ გარდერობი თუ ტექნიკა დღესვე, ხოლო ხარჯები ეტაპობრივად გაისტუმროთ. მსგავსი მექანიზმი ყოველთვიური პირადი ბიუჯეტის ბევრად გონივრულად დაგეგმვის საშუალებას იძლევა და სრულად გარიდებთ ზედმეტ ფინანსურ სტრესს.

როგორ გავხდეთ მერე ბარათის მფლობელი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ მერე ბარათი, სანერვიულო ნამდვილად არაფერია, რადგან მისი მიღების პროცესი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფია. ბარათის დამზადება და აღება სრულიად უფასოა, რაც მომხმარებელს არანაირ დამატებით ხარჯს არ აკისრებს. დაინტერესებულ პირებს ბარათის შეკვეთა შეუძლიათ პირდაპირ Silk მობაილბანკის აპლიკაციის გამოყენებით, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წამში.

მათთვის კი, ვისაც ტრადიციული მომსახურება ურჩევნია, ბარათის აღება მარტივად არის შესაძლებელი Silk Bank-ის ნებისმიერ ფილიალსა თუ მის მრავალრიცხოვან პარტნიორ კომპანიებშიარ გაუშვათ ხელიდან ეს იდეალური შესაძლებლობა. მიეცით საკუთარ თავს უფლება, ისარგებლოთ საუკეთესო პირობებით, შეიძინოთ ყველაფერი, რაც გსურთ და აქციეთ თქვენი საშოპინგო მოგზაურობა სასიამოვნო, ეკონომიურ და გონივრულ რეალობად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა