მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

Porsche 911 GT3-ის ახალი რეკორდი ნიურბურგრინგის ტრასაზე

news image

 

  • ახალი Porsche 911 GT3 Weissach მოდულით ნიურბურგრინგ ნორდშლაიფის ტრასაზე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სერიული მანქანების რეკორდსმენია

 

  • Porsche 911 GT3-მა ტრასა 6:56.249 წუთში დაფარა და არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა

 

Porsche 911 GT3-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაზე სწრაფი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილია ნიურბურგრინგის ტრასაზე და მორიგი რეკორდული მაჩვენებლები შემოგვთავაზა. ახალმა Porsche 911 GT3-მა არსებული რეკორდი 9.5 წამით გააუმჯობესა. განახლებული 911 GT3 ზოგადი სამუშაო პარამეტრების გაუმჯობესებისა და  Weissach აღჭურვილობის შედეგად 3.7 წამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა თავის წინამორბედზეც - პორშეს ორმაგი გადაბმულობის სისტემის (PDK) მქონე 911 GT3-ზე.უნდა აღინიშნოს, რომ განახლებულ მოდელში ძრავის სიმძლავრე უცვლელია, თუმცა ძარის გაძლიერებულიმახასიათებლების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ავტომობილის სამუშაო პარამეტრებიც. 

ანდრეას ფროინინგერი, Porsche-ს GT მოდელების ხაზის დირექტორი: „სულ უფრო მეტი  911 GT3-ის მოყვარული ირჩევს 6-სიჩქარიან, მექანიკური გადაცემათა კოლოფის  მქონე ვერსიას. ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ, რამდენად სწრაფი იქნებოდა ახალი 911 GT3 ნორდშლაიფეს ტრასაზე. ვფიქრობ, ამ შეკითხვას წარმატებით ვუპასუხეთ - იგივე სიმძლავრე და უკეთესი სამუშაო მახასიათებლები.

როდესაც ახალი 911 GT3-ით რეკორდის მოხსნა გადავწყვიტეთ, ცხადია, დავინტერესდით, რომელმა ავტომობილებმა დაამყარეს მანამდე არსებული რეკორდები. ტრასის შემოკლებული, 20.6-კილომეტრიანი მარშრუტის გასავლელად კონკურენტს 7:01.300 წუთი დასჭირდა. ეს კი, სრული მარშრუტის (20.832-კილომეტრიანი ტრასა) შემთხვევაში დაახლოებით 7:05.800 წუთს შეადგენს. სწორედ ეს რეკორდი უნდა გაგვეუმჯობესებინა. ახალი 911 GT3-ის შემთხვევაში წამმზომმა 6:56.249 წუთი აჩვენა, რაც მანამდე არსებულ რეკორდზე 9.5 წამით ნაკლებია“.

ყველა, ვინც ნიურბურგრინგის რეკორდებს ადევნებს თვალყურს, კარგად იცნობს იორგ ბერგმაისტერის სახელს. Porsche-ს ბრენდ ამბასადორსა და განვითარების მენეჯერს ნორდშლაიფის ტრასაზე არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული. ახალი რეკორდის დასამყარებლად, ბერგმაისტერი 20 832-კილომეტრიან ტრასაზე 27 გრადუს სიცხეში გაემართა, 375 კვტ-ის (510 ცხენის ძალა) სიმძლავრისა და Weissach მოდულით აღჭურვილი 911 GT3-ით. წინამორბედის მსგავსად, ავტომობილი წარმოდგენილი იყო Michelin Pilot Sport Cup2 R საბურავებით.  

იორგ ბერგმაისტერი, Porsche-ს ბრენდ ამბასადორი და განვითარების მენეჯერი: „ახალმა 911 GT3-მა კიდევ უფრო მეტი თვითრწმენა შემძინა. ჩემი მიზანი ერთადერთი იყო: მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილით ტრასის უფრო სწრაფად გავლა. ბედნიერი ვარ, რომ წინა მოდელის შედეგი თითქმის ყველა მოსახვევში გავაუმჯობესე.  

911 GT3 RS-ის მართვისას დიდი გამოცდილება მივიღე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც ავტომობილის ძარასთანაა დაკავშირებული. შედეგად კი ახალმა მოდელმა გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენა უსწორმასწორო ზედაპირზე მართვისას. სიჩქარეების გადართვის 8%-ით შემცირებული დროის წყალობით, იმავე სიმძლავრის ძრავის ავტომობილით აჩქარებისას უკანა ხიდიდან მომავალი სიმძლავრე გაცილებით მეტია“.

ახალი Porsche 911 GT3-ის ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება: 

• სიმძლავრე - 510 ცხენის ძალა;

• აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე - 3,4 წმ; 

• მაქსიმალური სიჩქარე - 311 კმ/სთ.

საქართველოში Porsche 911 GT3-ის შეძენა ბრენდის ოფიციალურ დილერთან, „პორშე ცენტრი თბილისშია“შესაძლებელი. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“  შემავალი კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Radisson RED Tbilisi წარმოგიდგენთ ახალ სივრცეს – Steakhouse #1

28.04.2025.21:04

ქალაქის ყველაზე გამორჩეული სტილის მქონე სასტუმროში Radisson RED Tbilisi ახალი კულინარიული სივრცე Steakhouse #1 იხსნება. სტეიკჰაუსის კონცეფცია კლასიკისა და თანამედროვე, თამამი და ქართული ელემენტებით გადმოცემულ ახალ ხედვაში მდგომარეობს.

Steakhouse N1 უმაღლესი ხარისხის ხორცზე, ნამდვილ გემოსა და დახვეწილ გარემოზეა ფოკუსირებული. ეს არის ადგილი მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ატმოსფეროსა და გამორჩეულ გემოს ყოველ ჯერზე.

გახსნასთან ერთად, Radisson RED Tbilisi ახალ მენიუსაც წარადგენს, რომელიც კლასიკურ რეცეპტებს თანამედროვე ინტერპრეტაციით გააერთიანებს. რესტორანი ნამდვილი სტეიკის მოყვარულებს ფართო არჩევანს შესთავაზებს. გარდა ამისა, ხორცის შეწვის ექვსივე დონის შეთავაზება ყველა გემოვნების სტუმარს დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს.

“Steak House N1 უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და Radisson RED-ში უკვე მეორე ფილიალით იქნება წარმოდგენილი. მომხმარებლისთვის ძალიან საყვარელ გემოებთან ერთად, აქ სტუმრებს ძალიან საინტერესო სიახლეებსაც შევთავაზებთ. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ქართული საქონლისა და ამერიკული „ბლექ ანგუსის“ ხორცს.მოეწყობა სპეციალური დღეებიც, როდესაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან ბიზონის, ნიანგის, ვაგიუს სტეიკები“ - ამბობს პროექტის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე.

რესტორნის ინტერიერი თანამედროვე სტილსა და ინდუსტრიულ ელეგანტურობას აერთიანებს, რომელიც დავით აღმაშენებლის 44 ნომერში, საქართველოს ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. სტუმრებს მენიუში პრემიუმ კლასის სასმელებიც დახვდება, რომელიც მათ გასტრონომიულ გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. Steakhouse #1 1 მაისს გაიხსნება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა