მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

Ponpon განვითარებას აგრძელებს - ბრენდმა ოთხფეხა მეგობრებისთვის საწოლების ახალი ხაზი გამოუშვა

news image

Ponpon აგრძელებს განვითარებას და ამჯერად მომხმარებელს ოთხფეხა მეგობრებისთვის საწოლების ახალი ხაზი შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ბრენდის თანადამფუძნებელმა ანუკა მეგრელიშვილმა განუცხადა.

როგორია Ponpon-ის მიმდინარე სიახლეები?

Ponpon აგრძელებს განვითარებას საბავშვო მიმართულებით. გარდა ამისა, ამ ეტაპზე გავაფართოვეთ პროდუქციის ხაზი - დავამატეთ ოთხფეხა მეგობრებისთვის განკუთვნილი კომფორტული საწოლები, რომლებიც გამოირჩევა ხარისხით, დიზაინითა და ფუნქციურობით.

რა იდეა დგას ახალი კოლექციის უკან და როგორ პასუხობს ის Pet Care-ის საჭიროებებს?

ახალი პროდუქტის შექმნის იდეა გაჩნდა მომხმარებლების საჭიროებებიდან გამომდინარე - გვინდოდა შეგვეთავაზებინა ისეთი საწოლი, რომელიც იქნებოდა როგორც კომფორტული და უსაფრთხო შინაური ცხოველებისთვის, ასევე ვიზუალურად მიმზიდველი ინტერიერში. პროდუქტი ითვალისწინებს როგორც ცხოველის დასვენების კომფორტს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას ყოველდღიურობაში.

როგორ შეირჩა მასალები და რა როლს თამაშობს პრაქტიკულობა მოხმარების პროცესში?

მასალები შერჩეულია მაღალი ხარისხისა და გამძლეობის გათვალისწინებით - ისინი არის მარტივად მოსავლელი, გამძლე და უსაფრთხო ცხოველებისთვის. პრაქტიკულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - საწოლი ინარჩუნებს ფორმას, ადვილად იწმინდება და უზრუნველყოფს კომფორტს ყოველდღიურ გამოყენებაში.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

Ponpon გეგმავს პროდუქციის ხაზის კიდევ უფრო გაფართოებას, როგორც საბავშვო, ისე Pet Care მიმართულებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ ხარისხიანი, ფუნქციური და ესთეტიკურად გამორჩეული პროდუქტები, რომლებიც პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Kiwi Post-მა დიდ დიღომში ახალი ფილიალი გახსნა

15.04.2026.18:00

Kiwi Post • კივი პოსტი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიამ ახალი ფილიალი დიდ დიღომში გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.

„ბოლო პერიოდში გავხსენით რამდენიმე ახალი ფილიალი - წერეთლის N76-ში და ახლახან გავხსენით ფილიალი დიდ დიღომშიც, მირიან მეფის N17-ში. აღნიშნული გაფართოება განპირობებულია მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნით, ვინაიდან ჩვენი მომსახურებით უკვე თითქმის ყველა უბანში სარგებლობენ. ახალი ლოკაციების დამატება სწორედ ჩვენი ერთგული მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე პასუხია.

ამჟამად, კომპანია 8 ფილიალს აერთიანებს და განვითარების აქტიურ ეტაპზეა. სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო გაფართოება და ახალი ფილიალების დამატება “, - აცხადებს ქეთი შანიძე.

ინფორმაციისთვის, Kiwi Post-ის მეშვეობით ამანათების გამოწერა შესაძლებელია 7 ქვეყნიდან. ესენია:

• ამერიკა;
• დიდი ბრიტანეთი;
• თურქეთი;
• ჩინეთი;
• პოლონეთი;
• საბერძნეთი;
• ესპანეთი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა