მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7086.9
0.0039
flag
AZN 1.6003
-0.0007
flag
CNY 38.001
-0.0004
flag
EUR 3.2155
0.0245
flag
GBP 3.7502
0.0215
flag
KZT 52.43
0.001
flag
TRY 0.0683
-0.0001
flag
USD 2.7215
-0.0012

პირველივე დღიდან, ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად - სოსო ფხაკაძე

news image

„ვისოლი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე  რადიო „თავისუფლების“ მიერ მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ მას საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე აშშ-სთან მჭიდრო, ყოველკვირეული კავშირი აქვს. მისი თქმით, ის საჭიროების შემთხვევაში  მარტივად შეძლებს დაიცვას და დაამტკიცოს სიმართლე ნებისმიერ დონეზე. 

„ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით არის შემდეგი: ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში.

მეორე, პირველივე დღიდან, ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების შესაბამისად და ამასაც ყველა გრძნობს და იცის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ჯგუფში შემავალ რომელიმე კომპანიასთან.

მესამე, არცერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით როდესმე და ესეც ყველამ იცის.

მეოთხე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და, ბუნებრივია, ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასთვის მარტივად გასაგები მოცემულობაა.

მეხუთე, 1998 წლიდან, ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირები მაქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ჩემი 2 ალმა-მატერი. ასევე, ამა წლის 29 იანვრიდან  რამოდენიმე კვირით ვიქნები ბოსტონში, ჩემს ყოფილ უნივერსიტეტში, სადაც 2023 წლიდან გავდივარ ახალ სასწავლო პროგრამას. ამას გარდა, წლების მანძილზე ვმუშაობდით ამ თემაზე და დღეს საქართველოში წარმოვადგენთ სამ, ძალიან ცნობილ, ძალიან წარმატებულ ამერიკულ ბრენდს (ვენდისი, დანკინი და საბვეი).

როგორც აღვნიშნე, ამ ყველაფრის გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაქვს მჭიდრო, ყოველკვირეული კავშირი და ესეც ყველამ იცის, ვინც მიცნობს. ვინც არ მიცნობს, გამიცნობს და მიხვდება. და ბოლოს, ბუნებრივია, ჩვენ  მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image პირველი დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ცენტრის ახალი სიცოცხლე - სასტუმრო ტელეგრაფი გაიხსნა

01.07.2025.17:27

1980 წელს დღევანდელი რესპუბლიკის მოედანზე  ისტორიული შენობა - თბილისის ცენტრალური ფოსტა და ტელეგრაფი გაიხსნა. პირველი დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ცენტრი, რომელმაც საქართველო და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქები ერთმანეთთან დააკავშირა. 

ტელეგრაფი თბილისში იყო პროგრესის, ცოდნისა და ახალ ეპოქის სიმბოლო, საერთაშორისო გზავნილებისა და ინფორმაციის მიმოცვლის ადგილი. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურული ნაგებობა ბევრ ამბავსა თუ დიდ ისტორიას ინახავს, რომელიც დღესაც გრძელდება. 

უფუნქციოდ დარჩენილი შენობის რეკონსტრუქცია და ხუთვარსკვლავიან სასტუმროდ გარდაქმნა სილქ დეველოპმენტმა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახორციელა.

სასტუმრომ შეინარჩუნა არა მხოლოდ სახელი - ტელეგრაფი, არამედ არქიტექტურული ესთეტიკა.კონცეფციაზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდიამ Neri&Hu-ს იმუშავა, რომელიც სწორედ ისტორიული შენობების რეკონსტრუქციით, წარსულისა და აწმყოს არქიტექტურული ბალანსით გამოირჩევა და ამ მიმართულებით მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

ტელეგრაფის პირვანდელი არქიტექტურა ლადო ალექსი‑მესხიშვილსა და თეიმურაზ მიქაშავიძეს ეკუთვნით. ფასადი მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფით, რაც გამორჩეულ ვიზუალს ქმნის და მიესადაგება თბილისის ურბანულ ესთეტიკას. სასტუმროს განახლებულ დიზაინში კი ძველი შენობის თითქმის ყველა ავთენტური დეტალი და განსაკუთრებულობა არის შენარჩუნებული.

როგორც სილქ დეველოპმენტის აღმასრულებელი დირექტორი, მამუკა შურღაია, ამბობს, შენობის  იდეაზე Silk Road ჯგუფმა ბევრი იფიქრა და კონცეფციაზე მუშაობაც მხოლოდ მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს ანდო:

„დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის, როგორ გარდავქმნიდით შენობას, როგორ დავაკავშირებდით წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან. Silk Road ჯგუფის მთავარი მიმართულება სტუმარმასპინძლობაა. გვსურს, რომ რეგიონში ამ სფეროს განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანოთ, სასტუმრო „ტელეგრაფიც“ რესპუბლიკის მოედნის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილია. ჩვენი ყველა პროექტი მდგრადი, ეკოლოგიურად ჯანსაღი და ენერგოეფექტურია და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც დავიმკვიდრებთ სახელს“;

უნიკალურ ატმოსფეროში სასტუმრო 240-მდე ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბებს, ბარებს, საბანკეტო -საკონფერენციო დარბაზსა და ურბანულ პეიზაჟებს აერთიანებს.

„ტელეგრაფი“პირველი სასტუმროა რეგიონში, რომელიც შეუერთდა საერთაშორისო ორგანიზაციას The Leading Hotels of The World, რომელიც მსოფლიოს განსაკუთრებულ სასტუმროებთან თანამშრომლობს. აქ მოსახვედრად მომსახურების უმაღლეს სტანდარტთან ერთად, აუცილებელია სასტუმროს ჰქონდეს კულტურული ღირებულება, ინდივიდუალური იდეა და იყოს ავთენტური. ეს კი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას გულისხმობს.

Silk Road ჯგუფმა მოახერხა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან, სერვისებთან ერთად შექმნა ისტორია, ადგილი, რომელსაც ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი.  სივრცე, საიდანაც დაიწყო ურთიერთობები, დღესაც დააკავშირებს ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საქართველოს ბანკისთვის სტუმარმასპინძლობის სექტორის მხარდაჭერა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა წლებია უცვლელი პრიორიტეტია. კომპანია მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა