პირველი ციფრული კაფეტერია Lunchoba გაფართოებასა და ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს
Lunchoba პირველი ციფრული კაფეტერიაა, რომელიც ბაზარზე ხუთიოდე წლის წინ გამოჩნდა და მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.
კომპანიის სერვისით სარგებლობა მომხმარებლებს შეუძლია სპეციალური აპლიკაციით, რომელიც მარტივი და ხელმისაწვდომია. როგორც კომპანიის გაყიდვების მენეჯერი გიორგი მაჭარაშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, სხვადასხვა კატეგორიიდან, როგორიცაა, მსუყე, დიეტური და სხვა კერძები, ყოველდღე 4 სხვადასხვა ულუფის არჩევა არის შესაძლებელი. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია გაფართოებასა და ახალი ობიექტის დამატებას გეგმავს.
„ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც Lunchoba- თან პარტნიორობას გადაწყვეტს, თანამშრომლობა შეუძლია სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას, თანამშრომლებს კვება დაუფინანსონ. მაგალითად, გარკვეული ლიმიტები განუსაზღვრონ, რომლის ზემოთაც ადამიანი თავად გადაიხდის საფასურს ან ყოველთვიური თანხა ჩაერიცხა და ა.შ. სხვადასხვა მოდელს ვიყენებთ. აპლიკაცია გაშვებულია შემდეგი პრინციპით: ძირითად ოთხ კერძს ვთავაზობთ დღიურად, რომელიც საკმაოდ ჯანსაღია და ძალიან მოთხოვნადიც.
რაც შეეხება პროდუქციას, ეს არის სალათები, გარნირები, დესერტი და სხვა. პროდუქცია ყოველკვირა იცვლება. საკმაოდ დიდია მოთხოვნა, ამიტომ გაფართოება და ახალი ოფისის გახსნა გადავწყვიტეთ, თუმცა დეტალებზე ჯერ ადრეა საუბარი", - ამბობს გიორგი მაჭარაშვილი.
რაც შეეხება ტარიფებს, ბოქსის ფასი საშუალოდ 10 ლარს შეადგენს, გარნირის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 6 ლარია, სალათები 5 ლარი ღირს.
ცნობისთვის, Lunchoba 2018 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე ციფრული კაფეტერია 30-მდე კომპანიასთან თანამშრომლობს.
დასაქმებულია 15 ადამიანი, ახალი ობიექტის გახსნის შემთხვევაში, დამატებით ამდენივე დასაქმდება.
სხვა სიახლეები
03.10.2025.16:29
ლიბერთიმ მცირე, საშუალო და აგრო ბიზნესებისთვის ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მთავარი გზავნილია – „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“. კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის ისეთი საბანკო სერვისების შეთავაზება, რომლებიც მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებულია. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, საკუთარი ხედვა გაგვიზიარა ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ხათუნა ჭელიძემ.
კამპანიის არსი და ბიზნესის მხარდაჭერა
ხათუნა ჭელიძის თქმით, ლიბერთი უკვე ხუთი წელია აქტიურად ოპერირებს ბიზნესისა და აგრო დაკრედიტების ბაზარზე და ამ პერიოდში მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გახდა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდამჭერი. „ეს კამპანია არის წინა აქტივობების გაგრძელება. ჩვენთან ერთად ბევრმა მეწარმემ გადადგა პირველი ნაბიჯები, დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას და უფრო თამამად გეგმავენ ბიზნესის გაფართოებას. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს სრულ საბანკო სერვისებს – საოპერაციო მომსახურებას, ელექტრონულ კომერციას, ციფრულ ბანკინგს და სხვა პროდუქტებს,“ აღნიშნა ჭელიძემ.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის
ლიბერთის მონაწილეობა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და Mercy Corps-ის მიერ მხარდაჭერილ სამწლიან პროექტში „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. „პროექტის ფარგლებში, ჩვენ ჩავატარეთ ფინანსური წიგნიერების ამაღლების ტრენინგები 1600-მდე ახალგაზრდა მეწარმისთვის. საბოლოოდ, დაფინანსდა 60 ბიზნეს იდეა, სულ 1.2 მილიონი ლარის ოდენობით და 215 ადამიანი დასაქმდა. განსაკუთრებით ღირებული იყო ის, რომ პროექტში ჩართული იყვნენ ჩვენი ქვეყნის, ოთხი რეგიონის მოსახლეობა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც“ – აღნიშნა ხათუნა ჭელიძემ.
ინოვაციები და საერთაშორისო აღიარება
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის “World’s Best Digital Bank Awards”-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
„ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის სრულყოფილი და კომპლექსური მომსახურების მიწოდება. ინოვაციური გადაწყვეტილებები – საერთაშორისო გადარიცხვები, ციფრული სერვისები და ბიზნესისთვის მორგებული პროდუქტები – ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს,“ განმარტა ჭელიძემ.
სამომავლო გეგმები
ლიბერთის სტრატეგია მომავალში კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. „ყველა ახალი ინიციატივა მორგებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე. ჩვენი სიახლეებიდან გამოვყოფდი Cash-in ბანკომატების ქსელის გაფართოებას, რომელიც მომხმარებლებს ოპერაციების სწრაფად განხორციელების საშუალებას აძლევს, ასევე – ბიზნეს მობაილ ბანკის დანერგვას, იურიდიული პირებისთვის. კამპანია „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“ კი რეალური ფინანსური მხარდაჭერის პლატფორმაა, რომელიც ყველა მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას გააფართოოს ბიზნესი და გაზარდოს შემოსავალი,“ დაასკვნა ხათუნა ჭელიძემ.