მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.5
-0.0005
flag
AZN 1.5728
-0.0002
flag
CNY 38.926
0.0056
flag
EUR 3.1505
-0.0016
flag
GBP 3.6136
0.0042
flag
KZT 53.21
-0.0047
flag
TRY 0.0609
-0.0001
flag
USD 2.674
-0.0002

პირველი ქართული ვისკის ისტორიული გამარჯვება - JIMSHER Trio-მ World Whiskies Award 2026-ზე ოქროს მედალი მოიპოვა

news image

პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ის კიდევ ერთი წარმატება: ბრენდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სახეობამ, JIMSHER Trio-მ, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში, World Whiskies Awards (WWA) 2026-ზე, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და ოქროს მედალი დაიმსახურა.

ქართული ვისკი JIMSHER TRIO მსოფლიო ინდუსტრიის ლიდერებს შორის აღმოჩნდა, უმაღლესი შეფასებები მიიღო და ოქროს მედალი მიენიჭა კატეგორიაში: Blended - 12 Years & Under. აღნიშნული გამარჯვება ხაზს უსვამს ქართული ვისკის უმაღლეს ხარისხსა და მის გამორჩეულ ხელწერას.

World Whiskies Award არის გლობალური ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო სასმელებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. კონკურსის მიზანია, რჩეული ვისკების გამოვლენა, პოპულარიზაცია და მათი საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების ხელშეწყობა.

კონკურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და ეფუძნება „ბრმა დეგუსტაციის“ (Blind Tasting) პრინციპს, რაც გამორიცხავს ბრენდის ცნობადობის გავლენას და აქცენტს მხოლოდ სითხის ხარისხზე, არომატსა და ბალანსზე აკეთებს.

WWA-ს ჯილდო ითვლება ხარისხის უპირობო აღიარებად საერთაშორისო ბაზარზე.

JIMSHER Trio-ს უნიკალური ქართული ხელწერა

 

JIMSHER Trio-ს გამარჯვება განსაკუთრებულია იმით, რომ მან კონკურენცია გაუწია ტრადიციული ქვეყნების (შოტლანდია, ირლანდია, იაპონია) პროდუქციას. მისი წარმატების ფორმულა ქართული მეღვინეობისა და ვისკის წარმოების კლასიკური მეთოდების შერწყმაა. JIMSHER Trio წარმოადგენს სამი კასრის იდეალურ კომბინაციას. ეს არის არანაკლებ 8 წლის დაძველების შერეული სითხე, რომელმაც დავარგების უნიკალური პროცესი საფერავის, წინანდლისა და ქართული ტრადიციული ბრენდის კასრებში გაიარა. 

სწორედ ეს ტექნოლოგია სძენს პროდუქტს დამოუკიდებელ, თვითმყოფად და ძლიერ ხასიათს. JIMSHER Trio გამოირჩევა დაბალანსებული, განსხვავებული არომატითა და ხანგრძლივი, დასამახსოვრებელი გემოთი.

„ეს ჯილდო არა მხოლოდ ბრენდის, არამედ მთელი ქვეყნის წარმატებაა. World Whiskies Award-ის ოქროს მედალი ადასტურებს, რომ ქართული ვისკი კონკურენტუნარიანია მსოფლიო გიგანტების გვერდით და ჩვენს ქვეყანას შეუძლია თქვას ახალი სიტყვა ამ ინდუსტრიაში. World Whiskies Awards-ის ოქროს მედალი არის დადასტურება იმისა, რომ საქართველომ შეძლო და ვისკის რუკაზე საკუთარი, განსხვავებული სიტყვა თქვა. ეს აღიარება გვეხმარება, რომ ქართული ვისკის კულტურა მსოფლიოსთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს “ - აცხადებს ჯიმშერ ჩხაიძე, Jimsher-ის დამფუძნებელი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

26.02.2026.10:14

ნიუ-იორკში, Citigroup-ის სათავო ოფისში, თიბისიმ სტრატეგიის დღე 2026 გამართა, რომელსაც 100-ზე მეტი ინვესტორი და  პარტნიორი ესწრებოდა, სხვადასხვა ქვეყნიდან. 

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, თიბისის აღმასრულებელმა მენეჯმენტმა, მიღწეული შედეგები, ამბიციური მიზნები და მომდევნო 5 წლის სტრატეგიული ხედვა წარუდგინა, როგორც საქართველოს, ისე - უზბეკეთის ბაზრებზე. 

2030 წლისთვის, თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზნები სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება -  მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი, მარტივი და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების გზით. მომდევნო რამდენიმე წელში, თიბისი საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე ზრდის ტემპის დაჩქარებას, ბაზრის ლიდერის როლის კიდევ უფრო განმტკიცებას და ფინანსური და ბიზნესმაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს. 

თიბისის სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის: 

  • გახდეს მომხმარებელზე უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია, მნიშვნელოვნად გაუმარტივოს მათ ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდება; 
  • ინოვაციური გადაწყვეტების და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, საქართველოს ბაზარზე ზრდისა და განვითარების ტემპის დაჩქარება; 
  • ფინანსური სერვისების მიწოდების ბაზარზე, დომინანტური პოზიციების გაძლიერება ყველა მიმართულებით, მათ შორის - ფიზიკური პირების და ბიზნესების მომსახურების მიმართულებით. 

 „ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია გავხდებით,  მათთვის ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებით  და ამით, კიდევ უფრო  მეტად გავუმარტივებთ  ადამიანებს ცხოვრებას, რაც თიბისის მისიაა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა