პირველი ქართული ვისკი Jimsher-ი ProWein Düsseldorf 2026-ზე
15-17 მარტს, გერმანიამ მსოფლიოს უმსხვილეს ალკოჰოლური სასმელების გამოფენას, ProWein Dusseldorf 2026-ს უმასპინძლა. წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული აღმოჩნდა ქართული წარმოებისთვის -კომპანია „ქართველმა“ საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ქართული ვისკი, Jimsher-ი წარადგინა, რომელმაც ევროპელი ექსპერტების დიდი დაინტერესება გამოიწვია. სამი დღის განმავლობაში, გამოფენის ათასობით სტუმარს, დარგის წამყვან ექსპერტებსა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, პირადად დაეგემოვნებინათ სასმელი, რომელმაც უკვე მოახერხა ქართული მეღვინეობის ტრადიციებისა და ვისკის წარმოების კლასიკური მეთოდების ჰარმონიული შერწყმა.

Jimsher-ის მიმართ გამოჩენილი ინტერესი შემთხვევითი არ ყოფილა; პროფესიონალებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი უნიკალური გემოვნური თვისებები, რაც ქართული ღვინის კასრებში დაძველების შედეგია. სწორედ ეს გამორჩეული ხასიათი გახდა იმის საფუძველი, რომ ბრენდმა World Whisky Awards 2026-ის პრესტიჟული ოქროს მედალი მოიპოვა. ამ ექსკლუზიურმა ხასიათმა აქცია ქართული ვისკი გამოფენის ერთ-ერთ აღმოჩენად. იმ ფონზე, როდესაც გერმანია ევროპაში ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების უმსხვილესი იმპორტიორია, Jimsher-ის გამოჩენა ამ ბაზარზე ახალ სტრატეგიულ შესაძლებლობებსა და საექსპორტო პერსპექტივებს ხსნის. გამოფენის ფარგლებში გამართული ინტენსიური შეხვედრები პოტენციურ იმპორტიორებთან ადასტურებს, რომ ქართულ პროდუქტს აქვს ყველა რესურსი, რათა ევროპულ პრემიუმ-სეგმენტში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

,, ეს მონაწილეობა კომპანია „ქართველისთვის“ მხოლოდ პროდუქტის პრეზენტაცია არ ყოფილა - ეს იყო განაცხადი იმაზე, რომ საქართველო მზად არის მსოფლიოს შესთავაზოს ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და, ამავდროულად, ღრმა ტრადიციების მქონე სასმელი. ProWein Dusseldorf 2026-ზე მიღებული პოზიტიური შეფასებები და დამყარებული ბიზნეს-კავშირები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ვისკის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო დონეზე და საფუძველს უყრის მის გრძელვადიან წარმატებას გლობალურ ბაზარზე , - აცხადებს ელისო ღირდალაძე, კომპანია ქართველის დირექტორი.

დღის ტოპ 10 სიახლე
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
სხვა სიახლეები
პირველი ქართული ვისკი Jimsher-ი ProWein Düsseldorf 2026-ზე
01.04.2026.12:00