პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ - პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი
ბაზისბანკის მხარდაჭერით და ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა „ფინედუს“ ინიციატივით ახალი პროექტი, პირველი საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი „წინ და წინ - ფინანსობანა” განხორციელდა, რომელიც ორიგინალური გზით ფინანსური განათლების მიღებაში ეხმარება ახალ თაობას.
ფინანსური განათლების თემაზე შექმნილი პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი კომპანია „თამაშობასთან“ ერთად შეიქმნა და ბორჯომში გასტროლი ბაზისბანკის მხარდაჭერით განხორციელდა.
„წინ და წინ - ფინანსობანას” თეატრალურ წარმოდგენაზე დასწრებით, მოსწავლეებმა ცოდნა აიმაღლეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება.
ფინანსური განათლების შესახებ პირველი ქართული საბავშვო სპექტაკლი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კომპანია „თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა და გასტროლები ჯამში 7 ქალაქში გაიმართა.
„მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკის მხარდაჭერით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი, ფინანსური განათლების შესახებ პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი შეიქმნა და წარმატებით განხორციელდა. ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება თეატრალური წარმოდგენის ფორმით ნამდვილად არის ახალი, კრეატიული და განსხვავებული პროექტი, რომელმაც გაამართლა. მადლობა „ფინედუს” და “თამაშობანას” შემოქმედებით გუნდს, ჩვენ კი მზად ვართ სამომავლოდ მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მხარდასაჭერად.’’- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
სხვა სიახლეები
ავთენტური ქართული გემოები ინოვაციური ფორმით – როგორია "გიშნაგორას" საქმიანობის სპეციფიკა
10.03.2026.18:00
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. მეტი დეტალისთვის Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ხათუნა ხუხიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„გიშნაგორა“ არის ქართული ბრენდი, რომელიც ქმნის ნატურალურ პროდუქტებს, ტრადიციულ რეცეპტებზე დაყრდნობით. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული, განსაკუთრებით მეგრული გემოების შენარჩუნება და მათი თანამედროვე ვერსიის მომხმარებლამდე მიტანა. ამ გემოებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ოჯახისთვისაც: ბრენდის შექმნის იდეა ეკუთვნით ჩემს შვილებს, რომლებიც აფხაზეთიდან არიან, ხოლო რეცეპტი დედას, რომელიც ასევე აფხაზეთიდან არის. ჩვენი მრავალფეროვანი რეცეპტები სწორედ ამ კულინარიული მემკვიდრეობის შთაგონებით იქმნება და აფხაზეთის ულამაზესი კუთხიდან მომდინარეობს.

საქმიანობა დავიწყეთ მცირე ოჯახური ბიზნესის სახით, ხოლო მომხმარებელთა დიდი ინტერესისა და დადებითი უკუკავშირის გათვალისწინებით, დროთა განმავლობაში გავაფართოვეთ.
დღეს მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტთა მრავალფეროვან არჩევანს: სხვადასხვა სახეობის აჯიკას (მათ შორის მწვანე ნიგვზიან აჯიკას), ქართულ პესტოს, ნიორპასტას, სვანურ მარილს, საცივის საკმაზს, ასევე ტრადიციულ ტყემლისა და პომიდვრის საწებლებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ავთენტური ქართული გემოები - ნატურალური ინგრედიენტებით და ოჯახური რეცეპტებით შექმნილი ჯანსაღი ქართული პროდუქცია.
როგორია "გიშნაგორას" მიმდინარე ასორტიმენტი?

რას მიიჩნევთ კონკურენტულ უპირატესობად?
„გიშნაგორას“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის ოჯახური, თაობიდან თაობაზე გადმოცემული რეცეპტები, ნატურალური ინგრედიენტები და ავთენტური ქართული გემოები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი დამზადდეს ტრადიციული მეთოდებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს. ამასთან ერთად, ვცდილობთ ტრადიცია შევუთავსოთ ახალ იდეებს.
სწორედ ტრადიციის, ნატურალური გემოს და ინოვაციის შერწყმაა ის, რაც „გიშნაგორას" მომხმარებლისთვის გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს ხდის.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„გიშნაგორას“ სამომავლო გეგმები უკავშირდება როგორც პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას, ისე ბრენდის განვითარებას უფრო ფართო ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, საინტერესო პროდუქტები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გემოებს თანამედროვე ფორმით წარმოაჩენს.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ბრენდის ცნობადობის გაზრდას და ეტაპობრივად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რათა ქართული გემოები უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.