მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

პირველად საქართველოში - თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

news image

თიბისი -მ საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა.

ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და ამავდროულად, ითვალისწინებს ქართული ბაზრის სპეციფიკას.

თიბისის მიზანი არა მხოლოდ მორიგი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხობრივი ტრანსფორმაცია და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება იყო. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს ჩატბოტს, ღრმად გაანალიზოს კლიენტის კითხვები და მიაწოდოს დეტალური პასუხები სხვადასხვა ფინანსურ თემებზე. სისტემა მუდმივად სწავლობს, ვითარდება და ჩატბოტის ფუნქციონალი მუდმივად ფართოვდება. ყოველივე აღნიშნული, ამ ინსტრუმენტს კლიენტებისთვის ნამდვილ AI ასისტენტად აქცევს.

ახალი გენერაციული ჩატბოტი, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია ჩვენ ვებგვერდზე - https://tbcbank.ge/ka. უახლოეს მომავალში კი, სისტემა დაინერგება თიბისის ყველა ციფრულ არხში.

ამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯით, თიბისიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია - მოუსვენარი, გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შეკვეთილში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია - სასტუმრო „მირაჟის“ წარმომადგენელი

25.08.2025.18:00

„წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გვაქვს“, - აცხადებს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „მირაჟის“ წარმომადგენელი ბარბარე მახარაძე.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში შეკვეთილი სწრაფი ტემპით ვითარდება და ერთ-ერთ წამყვან ზღვისპირა კურორტად ყალიბდება.

„შეკვეთილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებად კურორტს შავი ზღვისპირეთში. ამ განვითარებას განაპირობებს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მზარდი ცნობადობა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებში.

სასტუმრო „მირაჟი“ ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს და პარალელურად ვითარდება შეკვეთილთან ერთად. ზაფხულის სეზონზე საკმაოდ დატვირთულები ვართ. ჩვენი სტუმრებისთვის ვქმნით კომფორტულ, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს. ორიენტირებული ვართ ძირითადად ოჯახებზე“, - აცხადებს ბარბარე მახარაძე.

მისივე თქმით, სასტუმრო „მირაჟი“ მოიცავს ორ დიდ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც განთავსებულია 70 ნომერი. კომპლექსში ფუნქციონირებს დიდი კაფე-ბარი, რესტორანი, სადღესასწაულო დარბაზი, სადაც შესაძლებელია როგორც დაბადების დღეების, ისე ქორწილების გამართვა.

„ასევე გვაქვს აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცე და დაახლოებით 1 ჰექტარზე გაშენებული დიდი ეზო, რომელიც სრულად ადაპტირებულია ბავშვებისთვის.

ჩვენი მთავარი მოტივაცია არის ერთგული სტუმრები, რომლებიც ყოველწლიურად გვიბრუნდებიან. მათთვის ზაფხული უკვე პირდაპირ ასოცირდება სასტუმრო ‘მირაჟთან’“, - ამბობს ბარბარე მახარაძე.

დასასვენებელი კომპლექსი „მირაჟი“ შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში მდებარეობს. ობიექტი ფუნქციონირებს 1996 წლიდან - თავდაპირველად სახელწოდებით „თეთრი იალქანი“, ხოლო 2004 წლიდან - სახელით „მირაჟი“.

დასასვენებელი კომპლექსი “მირაჟი” - შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში. ობიექტი 1996 წლიდან ფუნქციონირებდა “თეთრი იალქნის” სახელით, ხოლო 2004 წლიდან “მირაჟის” სახელწოდებით.

კომპლექსი მოიცავს ორი საცხოვრებელ კორპუსს სრული კომფორტით: ორადგილიანი და სამადგილიანი ნომრები ზღვის ხედით; ორ ოთახიანი, ოთხ ადგილიანი ნომრები საოჯახო დასვენებისთვის; ლუქსები და ნახევრად ლუქსები ზღვის ხედით; კვების ბლოკი დამსვენებლებისთვის;

რესტორანი, ბარი, ბუნგალო ზღვის სანაპიროზე; დარბაზები შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების მოსაწყობად; სარეპეტიციო დარბაზი ქორეოგრაფიული ჯგუფებისთვის; სპორტული მოედნები (მინი ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი); შემოღობილი, კეთილმოწყობილი ეზო; ბავშვთა სათამაშო მოედანი; საკუთარი, კეთილმოწყობილი სანაპირო; დაცული ავტოსადგომი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა