მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082
-0.0006
flag
AZN 1.5951
-0.0005
flag
CNY 38.071
-0.0007
flag
EUR 3.1385
-0.0132
flag
GBP 3.6014
-0.0277
flag
KZT 50.41
0.003
flag
TRY 0.0648
-0.0002
flag
USD 2.7117
-0.0008

პირველად გვყავს პრემიერი, რომელიც კითხვებს წინასწარ არ არჩევს, ყველა თემატიკაზე მზად არის ისაუბროს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებიც ბიზნესს აწუხებს - ლევან ვეფხვაძე

news image

პირველად გვყავს პრემიერი, რომელიც კითხვებს წინასწარ არ არჩევს, ყველა თემატიკაზე მზად არის ისაუბროს, მათ შორის იმ საკითხებზე, რომლებიც ბიზნესს აწუხებს, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით მოწყობილ შეხვედრას ეხებოდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. 

„უნდა აღვნიშნოთ, რომ პიროვნული ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ალბათ პირველად გვყავს პრემიერი, რომელიც კითხვებს წინასწარ არ არჩევს, არ ერიდება და თამამად ყველა თემატიკაზე მზად არის ისაუბროს მათ შორის, იმ საკითხებზე რომელიც ბიზნესს აწუხებს და ცხადია ეს საკითხები არის უშუალოდ მთავრობის და მისი კომპეტენციის ქვეშ. მე შემიძლია ღიად ვთქვა, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე რომ ხომ შეიძლება ვიღაცაზე თქვა, რომ  მოდი ამან კითხვა დასვას, ამან არ დასვას, მოდი ეს სექტორი დავსვათ - არანაირი წინასწარი შეთანხმება. რაც არის ძალიან პოზიტიური თავისთავად. მე ვფიქრობ, დრო რომ ყოფილიყო ალბათ შეიძლება რამდენიმე საათი კიდე გაგრძელებულიყო საუბარი იმიტომ, რომ ყოველი ახალი კითხვა და ყოველი პასუხი ამ ახალ კითხვაზე აჩენდა დამატებით სხვა სექტორიდან რაღაც მსგავს კითხვას. საკმაოდ დეტალებში იყო ჩასვლა ბიზნესის მხრივ, დაწყებული კორპუსის სიმაღლეებიდან და საავიაციო სტანდარტებიდან, დამთავრებული ავტობანით და  იმ პრობლემებით, რომელიც ავტობანის მიმდებარედ შეიძლება ვამჩნევდით. ძალიან ბევრი თემა იყო, რომელიც მათ შორის პოლიტიკურ  თემებზეც იყო  საუბარი - არ ჩავუღრმავდები, დასმული იყო რამდენიმე ბიზნეს კომპანიის წარმომადგენლის და მფლობელის მიერ, ამიტომ ძალიან ისეთი ფართო დიაპაზონი იყო საკითხების და პასუხებიც იყო ძალიან პირდაპირი, ღია და კომპეტენტური“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ როდესაც პირველი პირი მოტივირებულია, ეს მის გუნდსაც გადაედება. 

„ზოგადად, ფორმულაა ეგეთი, რომ როდესაც პირველი პირი მოტივირებულია და მონდომებულია, ეს როგორც წესი ვერტიკალზე მნიშვნელოვნად გადაედება ხოლმე იმ ადამიანებს ვინც ამ ადამიანის გუნდის წევრი ბრძანდება და შესაბამისად ჩვენ ვხედავთ ახალ ადამიანებს, ახალი ახალი მენეჯმენტია სამინისტროებში. ზოგან ახალია, ზოგან ძველი - თუმცა განწყობა ყველგან არის ძალიან აქტიური ინტერაქციის კუთხით, გამოხმაურების კუთხით, გარკვეულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის კუთხით, გარკვეული საკითხის ბოლომდე მიყვანის კუთხით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ეს პოზიტიური მაგალითი და მითითება პირველი პირისგან მოდის და ეს ჩვენ ვიხილეთ იმ ფორუმზე, სადაც იყო ბიზნესიც და სადაც იყო თითქმის ყველა ის მინისტრი, რომელთანაც ჩვენ უშუალო შეხება გვაქვს, პირდაპირ კომუნიკაციაში ვართ მათ შორის: ეკონომიკის, ფინანსთა,  სოფლის მეურნეობის მინისტრი და  ა.შ. სადაც პირდაპირ გვაქვს ყოველდღიური ინტერაქცია და შეხება.  ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს, რომ  ამ ფორმატში ეთქვა პრემიერს და მე ვფიქრობ, რომ აქ პროცესები უკვე აჩვენებს.

თუ ვინმე ამ ტემპს ფეხს ვერ აუბამს ეს მისი პრობლემა გახდება გარკვეული პერიოდის მერე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტემპი იქნება მაღალი, პირველი პირისგან სწორედ ეს არის მოთხოვნილი და იმედი გვაქვს, რომ ყველა შესაბამისად, ადმინისტრაციული  ორგანოს წარმომადგენელი ადეკვატურად აუბამს ამ ტემპს ფეხს“, - განმარტა ლევან ვეფხვაძემ. 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მიიღე საქართველოს ბანკის სტიპენდია თბილისის კომუნიკაციის სკოლაში და დაეუფლე ახალ პროფესიას

10.10.2025.18:27

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული დაფინანსებით.

პარტნიორ აკადემიებს შორისაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool), სადაც სტიპენდიის მიღებას დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე შეძლებენ.

ამისათვის, მათ უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება.
აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge

თბილისის კომუნიკაციის სკოლა უკვე მე-8 წელია ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქტუალურ დარგებში, რომელიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე. 

ამ ეტაპზე სკოლა აერთიანებს 30+ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემების, მარკეტინგის, დიზაინის, IT მენეჯმენტისა და პროგრამირების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა კმაყოფილების დონე (CSAT) 96%-ია, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების მაჩვენებელი თითქმის 80% აღწევს.

კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები კურსდამთავრებულთა კლუბში ირიცხებიან, რომლის ფარგლებშიც სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით, დახურული ღონისძიებებითა და კომპანიის პარტნიორების შეთავაზებებით.

სკოლის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და კურსების ჩამონათვალს შეგიძლია გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.commschool.ge

პროგრამები განსხვავდება ფორმატის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით და თითოეული მათგანი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებას.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა