Piel Naturals - ი 2026 წელს ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
Piel Naturals -ი ქართული კოსმეტიკის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. 2026 წლის გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, თათუკა ლომაძეს ესაუბრა.
2026 წელი ჩვენი ბრენდისთვის ბაზარზე პოზიციონირების მეცხრე წელი იქნება. სწორედ ამ წელს აღვნიშნავთ ცხრა წლის იუბილეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „პიელმა“ საქართველოში შექმნა და დაამკვიდრა ადგილობრივი წარმოების კოსმეტიკის ინდუსტრია და ამას ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ამტკიცებს.
2026 წლისთვის ვგეგმავთ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და არსებული პროდუქტების ფორმულების კიდევ უფრო დახვეწას. ვეგანურობა, უსილიკონო და უსულფატო შემადგენლობა ჩვენი ბრენდის საფუძვლად რჩება და თუ დღეს ამ სტანდარტებს 98%-ით ვაკმაყოფილებთ, 2026 წელს მიზნად ვისახავთ 100%-იან შესაბამისობას “, - აცხადებს თათუკა ლომაძე.
სხვა სიახლეები
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
13.02.2026.15:10
ლიბერთის პერსონალური ბანკინგის მიმართულება, სტუდიო ლიბერთი, ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს და მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
კამპანიის განმავლობაში, სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების მფლობელები შეძლებენ პერსონალური ბანკირის მომსახურების ფარგლებში გახსნან ვადიანი ანაბარი ბანკის მიერ დადგენილ საპროცენტო განაკვეთს +0.5%-დან 1.5%-მდე სარგებლით - ინდივიდუალურად განსაზღვრული პირობით ვალუტისა და ვადიანობის მიხედვით. ვადიანი ტიპის ანაბრის გახსნა შესაძლებელია ლარში, აშშ დოლარსა და ევროში, ხოლო საპროცენტო სარგებლის მიღება მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ, ყოველთვიურად ან ვადის ბოლოს.
სტუდიო ლიბერთის პრემიუმ ნაკრების შეძენა შესაძლებელია როგორც დისტანციურად - ვებგვერდის, ან მობაილ ბანკის საშუალებით, ასევე, სტუდიოს უნიკალურ სივრცეში თბილისსა და ქუთაისში. პრემიუმ ნაკრების შეძენისას, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს პირადი ბანკირის მომსახურებით და სტუდიოს ყველა უპირატესობით, მათ შორის - მაღალი კლასის Visa Platinum/MC World Elite ბარათებით, განსაკუთრებული პირობებით საბანკო პროდუქტებზე, სტუდიოს მულტიფუნქციურ სივრცეზე წვდომით, სამოგზაურო უპირატესობებით და სპეციალური შეთავაზებებით.
ვადიანი ანაბრების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სტუდიო ლიბერთის ვებგვერდზე: studioliberty.ge
სტუდიო ლიბერთი ლიბერთის პრემიუმ ბანკინგის მიმართულებაა - პირველი მრავალფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც შექმნილია პირადი და ბიზნეს ინტერესების თანაკვეთაზე. სტუდიო ლიბერთის მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური ბანკირის მომსახურებით, იღებენ საბანკო და lifestyle პროდუქტებზე მორგებულ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და პრემიუმ მომსახურებას როგორც პირადი, ასევე ბიზნეს ფინანსებისთვის.
ლიბერთი ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია საქართველოში, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 50,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით.
www.studioliberty.ge აბაშიძის 70, თბილისი | გრიშაშვილის 19, ქუთაისი
სტუდიო ლიბერთი - შენი წარმატებული ცხოვრებისთვის.