მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

Petit Bateau – ბრენდი, რომელმაც ბავშვების კომფორტი სტილად აქცია

news image

“პეტი ბატო” ფრანგული პრემიუმ ბრენდია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2023 წლის ნოემბერში შემოვიდა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia, Petit Bateau Georgia-ს წარმომადგენლებს: გვანცა გამეზარადაშვილს, სალომე ჟორჟოლიანსა და ნათია კალანდაძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სფეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

“პეტი ბატო” ფრანგული პრემიუმ ბრენდია, რომელიც 1893 წელს დაარსდა და დღემდე საბავშვო ტანსაცმლის ინდუსტრიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ბრენდი ძირითადად კონცენტრირდება ჩვილებისა და ბავშვებისთვის ბუნებრივი ქსოვილებით შექმნილ ტანსაცმელზე, თუმცა, ასევე, გვთავაზობს მოზრდილთა კოლექციებსაც, რომელიც გამოირჩევა კომფორტულობითა და ფრანგული ელეგანტურობით.

“პეტი ბატო”-ს კოლექციები ცნობილია უმაღლესი ხარისხის ბამბით, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბუნებრივი საღებავებითა და ფუნქციური, გამძლე დიზაინით. ბრენდი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მუდმივად ინარჩუნებს მთავარ ფილოსოფიას, როგორც „ბავშვების კომფორტის სიმბოლო“. 2023 წლის ნოემბერში საქართველოში “პეტი ბატოს“ პირველი მაღაზია გაიხსნა და გახსნის დღიდანვე მოიპოვა მომხმარებელთა სიყვარული.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ბოლო წლებში საქართველოს ბაზარზე ბავშვთა ტანსაცმლის სეგმენტში მოთხოვნა გაიზარდა, განსაკუთრებით, პრემიუმ-ბრენდების მიმართ. საქართველოში “პეტი ბატოს” ბრენდის სწრაფი პოპულარიზაცია განაპირობა სწორედ ბრენდის ფილოსოფიამ:

• მშობლებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და უსაფრთხოება, რასაც ბრენდი ათწლეულებია უზრუნველყოფს;

• “ხანგრძლივი ტარების” კულტურა იზრდება, სწორედ ამიტომ პეტი ბატოს ქსოვილების გამძლეობა დიდი უპირატესობაა;

• ბუნებრივი მასალების გამოყენება, რაც პეტი ბატოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და მისი კოლექციებიც ნაკლებად მკვეთრი ფერებით ხასიათდება, რადგან სრულად ბუნებრივი საღებავებითაა დამუშავებული; ბრენდის სამოსი არ აღიზიანებს ბავშვის კანს, ადვილად ირეცხება და მრავალი გარეცხვის შემდეგაც ინარჩუნებს ფორმას;

• მინიმალიზმი და კლასიკა, რაც მიმდინარე მოდის ტენდენციებში ახლა განსაკუთრებით დომინირებს, ბრენდისთვის მრავალწლოვანი ფილოსოფიაა;

• “პეტი ბატოს” სტილი არის მარტივი და კომფორტული და ბრენდი ასოცირდება ბავშვურ სითბოსთან, უსაფრთხოებასა და სანდოობასთან;

ამიტომ, როდესაც მომხმარებელი ეძებს უსაფრთხო, გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, “პეტი ბატო” ერთ-ერთი ყველაზე სანდო არჩევანია.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

“პეტი ბატო საქართველოს” განვითარების გეგმები მართლაც მასშტაბურია და მიზნად ისახავს ბრენდის პოზიციის გამყარებას როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის მასშტაბით. დღესდღეობით კომპანია უკვე წარმატებით ფუნქციონირებს ორ ლოკაციაზე — სითი მოლი საბურთალოსა და ვაკეში, ჭავჭავაძის 44-ში, ხოლო უახლოეს მომავალში იგეგმება ე-კომერციის გაძლიერება და ახალი ფილიალის გახსნა ბათუმში, რაც უფრო მეტ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ბავშვებს ფრანგული, უმაღლესი ხარისხის და სიყვარულით შექმნილი სამოსი მოარგოს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამჟამად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ - BODBE Hotel

08.12.2025.16:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას.

სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia „ბოდბეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

„ბოდბეში“ ამჟამად რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი წლის ღონისძიებაა. გვინდა სტუმრებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს “ბოდბესთვის” დამახასიათებელი, გამორჩეული გარემო დავახვედროთ.

პარალელურად, ვამუშავებთ სეზონურ მენიუების გადახალისებაზე, რათა სტუმრებს ახალი გემო და კულინარიული აღმოჩენები მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ.

სიახლეების მომტანი იქნება “ბოდბეს” გუნდის ამჟამინდელი, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცემებთანაც - ვფიქრობთ, ასე „ბოდბეს“ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სივრცეების - ჩვენი გამორჩეული მარნის, ახალი რესტორანებისა და პადელის მოედნის გახსნა კიდევ უფრო გაგვამრავალფეროვნებს და მეტ, სხვადასხვა ინტერესების მქონე სტუმარს გაუჩენს „ბოდბეში“ დასვენების სურვილს.

როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით?

„ბოდბე“ მხოლოდ ერთი წლისაა, შესაბამისად, გასული წლების დინამიკას ვერ შევედრებით. თუმცა, ვიცით, რომ სასტუმროს გახსნიდან დღიდან, დაინტერესება და მოთხოვნა ყოველთვიურად მატულობს - ტენდენცია სტაბილურად მზარდია.

ცნობისთვის, სასტუმროში განთავსებულია დახურული და სეზონური ღია აუზი ტერასაზე. „ბოდბე“ სიღნაღში გამორჩეულია, როგორც კერძების მრავალფეროვნებით, ასევე უნიკალური გარემოთი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა