PAUL Georgia ახალ ფილიალს ხსნის
ფრანგული რესტორანი PAUL Georgia თბილისში, ნინო რამიშვილის 37-ში, მზიურის პარკთან ახალ ფილიალს ხსნის.
როგორც Business Insider Georgia-ს რესტორნის გენერალურმა მენეჯერმა გიორგი გოგოლაძემ განუცხადა, ეს თბილისში რიგით მეხუთე ფილიალია და ბრენდი რეგიონებში გასვლასაც აპირებს.
„ამ ფილიალის დიზაინი განსხვავებული, ხოლო მენიუ უცვლელი იქნება. რესტორანი გათვლილია 100 სტუმარზე. ხუთ ფილიალს ვფლობთ. თბილისში კიდევ 5-ის გავხსნით და შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავალთ“ - ამბობს გიორგი გოგოლაძე.
მისი თქმით PAUL-ის კონკურენტული უპირატესობა ისაა, რომ ფრანგული პროდუქცია ცხვება ფრანგული ფქვილით და ექსკლუზიურია საქართველოს ბაზარზე.
2023 წელს თბილისში PAUL-ის ბრენდით კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.07.2025.15:27
30.07.2025.15:33
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, სასწავლო რესურსების განვითარებას განაგრძობს. პლატფორმა Businesscourse.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია ახალი კურსი — „სანამ ბიზნესს დაარეგისტრირებთ“, რომლის ავტორია ანტერპრენერი და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, დავით მარკოზაშვილი.
კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც მეწარმეობის გზაზე პირველ ნაბიჯებს დგამს და სურს, გაარკვიოს, როგორ უნდა იქცეს იდეა რეალურ, სიცოცხლისუნარიან ბიზნესად.
კურსის ძირითადი თემებია:
კურსის მიზანია, მონაწილეებს შექმნათ სისტემური წარმოდგენა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც კომპანიის რეგისტრაციას და მის სტრატეგიულ ჩამოყალიბებას წინ უძღვის. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელები შეძლებენ გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღონ იმაზე, თუ როდის, როგორ და რა ფორმით დაიწყონ სამეწარმეო საქმიანობა.
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია 60-ზე მეტი პრაქტიკული კურსი, რომლებიც დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს ისეთი საკითხების გააზრებაში ეხმარება, როგორებიცაა მარკეტინგი, ფინანსები, ციფრული კომუნიკაცია, ტექნოლოგიური ინოვაციები და სხვ.
„სწორად გადადგმული პირველი ნაბიჯები ბიზნესის მომავალს განსაზღვრავს და მეწარმეობის მხარდაჭერა და წახალისებაც სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი. ამიტომაც დავამატეთ ახალი კურსი, რომელიც იდეის გაჩენიდან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებამდე, ბიზნესის წამოწყებით დაინტერესებულ პირებს სრულფასოვან გზამკვლევს სთავაზობს,“ — აცხადებენ საქართველოს ბანკში .
გაიარეთ კურსი ამ ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი წარმოადგენს ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.