მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

პატარა ქვეყანა დიდი იდეებით - როგორ გახდა ქართველი ჯორჯ კობი ახალი წლის ისტორიის ნაწილი და იქცა საქართველოს ბანკის ვიდეოს ინსპირაციად

news image

კაცობრიობის ისტორია მდიდარია იმ გამორჩეული პიროვნებებით, რომელთა ნოვატორობამ და მიღწევებმა ფუნდამენტურად შეცვალა მსოფლიო.

ეს ადამიანები ინოვაციური აზროვნებით, უსაზღვრო შესაძლებლობებითა და პრაქტიკული ხედვით სხვადასხვა ეპოქაში სრულიად ახალ რეალობას ქმნიდნენ.

განსაკუთრებით, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მრეწველობა და ინდუსტრიული განვითარება მსოფლიო ეკონომიკისა და საზოგადოების ფუნდამენტად იქცა. ახალმა ტექნოლოგიებმა, მანქანებმა და წარმოების სისტემებმა რევოლუცია მოახდინეს.

ამ პერიოდში ამერიკა და ევროპა განსაკუთრებით სწრაფად ვითარდებოდა, რაც ინოვატორებისა და მეწარმეებისათვის ფართო შესაძლებლობებს ქმნიდა. შესაბამისად, გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანები, პატარა ქვეყნებიდან სამშობლოსგან შორს ფუძნდებოდნენ და ერთი შეხედვით შეუძლებელი მიზნების რეალობად ქცევას ცდილობდნენ.

მათ შორის იყო ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე რომელმაც დიდი კვალი დატოვა როგორც ამერიკის საწარმოო ბაზარზე, ასევე ტრადიციაზე.

ერთი შეხედვით მისი ცხოვრება ფილმის სცენარს ჰგავს, სადაც მთავარი გმირი უდრეკი ნებისყოფითა და ინდუსტრიული რევოლუციის იდეით პატარა სოფლიდან მეგაპოლისში იხვეჭს სახელს.

კობი ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში რაჭველი გლეხის ოჯახში დაიბადა. პირველად, ბორჯომში მინის ქარხანაში მემანქანედ დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი იყო გრძელი გზა. გზა, რომელმაც ის ჯერ თბილისამდე, შემდეგ პოლონეთამდე, გერმანიამდე, ინგლისამდე და ბოლოს ამერიკამდე მიიყვანა, რამაც კობის იდეებს ფრთები შეასხა და რეალობად აქცია.

1919 წელს, უკვე გამოცდილმა ქიმიკოსმა და გამომგონებელმა მინაზე მუშაობის ტექნიკა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. კერძოდ, დააარსა Coby Glass Products Company. აღსანიშნავია, რომ კობი თავად იყო ჩართული წარმოების თითოეულ ეტაპში: აკვირდებოდა პროცესებს და ყოველდღიურად ეძებდა გზებს, წარმოების გასაუმჯობესებლად.

ქართველმა მეწარმემ მალე მოიპოვა აღიარება. აღიარება, რომელიც მაღალ ხარისხთან, ინოვაციასთან და განსხვავებულობასთან ასოცირდებოდა.

ჯორჯ კობის შემოქმედებითი და ტექნიკური ხედვა მას საშუალებას აძლევდა, შეექმნა უნიკალური პროდუქტები. მის გამოგონებებს შორისაა: საწერ-კალმების ინოვაციური მოდელები, რომლებიც მუშაობის კომფორტს და სიზუსტეს უზრუნველყოფდნენ, სუნამოს ფლაკონების დიზაინი Prince Matchabeli-სთვის, რომელიც პრაქტიკულობითა და ესთეტიკით გამოირჩეოდა, სამედიცინო ამპულების მინის ჩამოსხმის უნიკალური ფორმულა, რომელიც უსაფრთხოებას ზრდიდა და პროდუქციის ხარისხს უზრუნველყოფდა. ასევე წყალგამძლე ცემენტის შექმნა, რაც სამშენებლო ინდუსტრიაში ახალ შესაძლებლობებს ქმნიდა. მის სახელთან დაკავშირებულია 60-ზე მეტი პატენტი.

გარდა ინდუსტრიული მიღწევებისა, ჯორჯ კობიმ ამერიკელებს ახალი წლის ნამდვილი დღესასწაული აჩუქა. კერძოდ, მანდაინახა შესაძლებლობა, შეექმნა სათამაშოები, რომლებიც სინათლეს, უსაფრთხოებასა და ემოციას გააერთიანებდა.

სირთულის მიუხედავად, ჯორჯ კობიმ შექმნა ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის ნაძვის ხის სათამაშოები, რომლებსაც თავად „ორნამენტი“ უწოდა. ასე შეიქმნა ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტი - შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილი 12 - 24 ცალი სათამაშო და გავრცელდა ხალხში ფრაზა: “Christmas is Coby” (“კობი შობაა”). საინტერესოა, რომ სათამაშოებზე, ფოთლები, ფიფქები და ყურძნის მტევნები იყო გამოსახული.

გარდა სათამაშოებისა, კობიმ შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. Bubble Lamps, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა და შობა ფერადთან ერთად უსაფრთხო დღესასწაულად აქცია.

სწორედ ჯორჯ კობის ისტორია იქცა საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეოს ინსპირაციად, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ შენ საკუთარ თავს მიენდობი და მთელი გულით მიჰყვები დასახულ მიზანს, მაშინ “შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა”.


 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წარმოაჩინე შენი ბიზნესი მობილბანკში - როგორ მუშაობს საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი

30.12.2025.15:03

ციფრული ეპოქის მარკეტინგი მხოლოდ რეკლამას აღარ ეყრდნობა — მთავარი ძალა ახლა იმ სივრცეებშია, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად სტუმრობს. საქართველოს ბანკი, Ads მენეჯერით, ბიზნესებს სწორედ ამ საკითხში უწევს დახმარებას და შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზებები სამიზნე აუდიტორიას ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ციფრულ არხებში - მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე გაუზიაროს, რომელსაც 1.8 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

რა არის Ads მენეჯერი?

Ads მენეჯერი ციფრული პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, საკუთარი მომხმარებლისთვის შექმნათ ფასდაკლების, ქეშბექის, PLUS, MR, sCool ქულების დაბრუნება. შექმნილი შეთავაზება კი გამოქვეყნდება:

• საქართველოს ბანკის მობილბანკში;

• მოსწავლეებისთვის განკუთვნილ აპლიკაციაში sCoolApp;

• შეთავაზებების პორტალზე — Offers.bog.ge;

• საქართველოს ბანკის სოციალური მედიის არხებში

და რაც მთავარია — შეთავაზება არა ზოგად აუდიტორიას, არამედ ზუსტად თქვენ მიერ შერჩეულ სეგმენტს მიწვდება.

ვისთვის შეგიძლიათ შეთავაზების შექმნა?

Ads მენეჯერს გამოარჩევს ის, რომ იგი ზუსტი სეგმენტაციის შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმაზე შეგიძლიათ მომხმარებლის პროფილის განსაზღვრა და მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების გამოქვეყნება. მაგალითად:

მხოლოდ კონკრეტული ბარათის მფლობელებისთვის, მაგალითად:

o SOLO ბარათის მომხმარებლებისთვის;

o American Express ბარათის მფლობელებისთვის;

o Plus ბარათით გადამხდელებისთვის;

o მოსწავლეების ან სტუდენტების ბარათის მფლობელებისთვის (სქულ ქარდი, სტუდენტ ქარდი);

აქტიურობის ტიპის მიხედვით, როგორებიცაა:

o აქტიური მომხმარებლები (ის, ვინც თქვენი პროდუქტით ან სერვისით ბოლო ორი თვის განმავლობაში ისარგებლა);

o ახალი მომხმარებლები;

o პასიური მომხმარებლები (ვინც ადრე იყო აქტიური, მაგრამ ბოლო 2 თვე -არა).

ინტერესების მიხედვით, როგორებიცაა: შოპინგი, გასტრონომია, განათლება, დასვენება, კულტურა, სპორტი და ჯანმრთელობა, სახლი და ოჯახი.

დემოგრაფიული პარამეტრების - ასაკის, სქესის ან რეგიონის მიხედვით.

ადგილმდებარეობის მიხედვითაც – ზუსტად განსაზღვროთ რომელ მისამართზე ან ობიექტში გინდათ გამოჩნდეს შეთავაზება და რომელში - არა.

როგორ იქმნება შეთავაზება?

Ads მენეჯერში შესვლა შესაძლებელია მომხმარებლის იმ სახელითა და პაროლით, რომელიც ბიზნეს ინტერნეტბანკსა და მობილბანკში გამოიყენება. შემდეგ კი შეთავაზების გამოსაქვეყნებლად მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო.

პლატფორმა ინტუიციურია და თუკი ბიზნესი საკუთარ მიზანს - გაყიდვების სტიმულირებას, ახალი მომხმარებლების მოზიდვას თუ ლოიალურობის ზრდას - მონიშნავს, Ads მენეჯერი რეკომენდაციას მისცემს, თუ რა ტიპის შეთავაზება შექმნას. პლატფორმაზე ჩაშენებულია საკომუნიკაციო ელემენტებიც - სასურველი ვიზუალის შერჩევის ან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, სარეკლამო ტექსტის შედგენის ფუნქციონალები.

აღსანიშნავია, რომ 31 იანვრამდე მომსახურების სექტორის ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გამოყენებით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო მომხმარებლებისთვის დასარიცხ ქულებს საქართველოს ბანკი სრულად აფინანსებს. (თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი PLUS ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 4,000 PLUS ქულა). შეთავაზების პირობები იხილეთ ბმულზე.

დაიწყეთ შეთავაზების შექმნა დღესვე  Ads მენეჯერიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ, რამდენიმე წუთში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა