პასუხი კითხვაზე - წელს რა ვაჩუქო?
ვალენტინობა უკვე ახლოვდება და ყველა შეყვარებული ადამიანი ფიქრობს, თუ როგორ გაახაროს საყვარელი ადამიანი.
წელს რა ვაჩუქო? - ალბათ, ერთხელ მაინც დაგისვამთ ეს კითხვა საკუთარი თავისთვის. ყველა ვფიქრობთ, თუ სად ვიპოვოთ იდეალური საჩუქარი განსაკუთრებული ადამიანისთვის და როგორ შევქმნათ დაუვიწყარი მოგონებებით სავსე დღე.
გახსოვდეს, ყველა დღე სიყვარულისაა, მთავარია ამ ძვირფას გრძნობას გავუფრთხილდეთ.
,,მხოლოდ ერთი რამ, მანამდეც, მერეც
სულ სიყვარული, სულ სიყვარული...’’ - ნ.გ
თუ საჩუქარი გჭირდება საყვარელი ადამიანისთვის ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის გორგია, როგორც ყოველთვის, ვალენტინობისთვისაც მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. ჰიპერმარკეტების ქსელ გორგიაში წარმოდგენილია 60 000-მდე დასახელების პროდუქცია შემდეგ კატეგორიებში: ბაღი, საყოფაცხოვრებო, ტექნიკა, ტექსტილი, ავეჯი და ა.შ. თითოეულ კატეგორიაში დაგხვდება შენზე მორგებული აქციები და ფასდაკლებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ყველა ფილიალში მოქმედებს.
10 საჩუქარი, რომელსაც გირჩევთ:
1.მაკიაჟის ორგანაიზერი სარკით - 13,90 ლარიდან
2.ყვავილები - 2,50 ლარიდან
3.თმის უთო - 25 ლარი
4.სამკაულების ორგანაიზერი - 25,90 ლარი
5.ჩოფერი - 19 ლარი
6.ხელის მტვერსასრუტი - 59 ლარი
7.ყავის აპარატი - 45 ლარი, რომელსაც საჩუქრად ყავის ამომყვანი მოყვება
8.თმის ტრიმერი - 39 ლარი
9.რობოტი მტვერსასრუტი - 149 ლარი
10.მიკროტალღური ღუმელი - 349 ლარი, რომელსად საჩუქრად მოყვება მიქსერი
#სიყვარულითგორგია
ეს, რა თქმა უნდა, შეთავაზებების მცირე ჩამონათვალია. ადგილზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება. გაითვალისწინე, რომ აღნიშნული ფასდაკლება მოქმედებს 12,13 და 14 თებერვალს. აქცია ვრცელდება, როგორც გორგიას ყველა ფილიალში, ასევე ონლაინ - GORGIA.GE-ზე და ახლა უკვე გორგიას აპლიკაციაშიც, სადაც მომხმარებლებს დახვდებათ უამრავი ფასდაკლება და სიახლეები.
სხვა სიახლეები
Fredo Handmade საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გაძლიერებას გეგმავს
12.06.2026.18:00
Fredo Handmade არის ხელნაკეთი ჩანთების, აქსესუარებისა და სამკაულების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ბაზარზე ცხრა წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და განვითარების მიმართულებებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს, სოფი უზნაძეს ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს დღეს Fredo Handmade-ს და როგორია მომხმარებლების გამოხმაურება ახალ კოლექციაზე?
Fredo Handmade უკვე 9 წელია ქმნის უნიკალურ, ხელნაკეთ ხის ჩანთებს, რომლებიც აერთიანებს ქართულ ხელოვნებასა და თანამედროვე დიზაინს. მუდმივად ვმუშაობთ ახალი მოდელების, ფერებისა და პერსონალიზაციის შესაძლებლობების დამატებაზე, რათა თითოეული ჩანთა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული იყოს. ახალი კოლექცია ძალიან დადებითად მიიღეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა მომხმარებლებმა. განსაკუთრებით მოსწონთ პროდუქტის ორიგინალურობა, ხარისხი და ის ფაქტი, რომ თითოეული ჩანთა ინდივიდუალური ხელწერით იქმნება.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა და რომელი პროდუქტებია ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული?
ბოლო წლებში მომხმარებლები უფრო მეტად ეძებენ განსხვავებულ და გამორჩეულ აქსესუარებს, რაც ხელნაკეთი პროდუქციის მიმართ ინტერესის ზრდაშიც აისახა. დღეს ყველაზე მოთხოვნადია ჩვენი ხის ჩანთები, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოდელები, რომლებზეც მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი სურვილის მიხედვით დაამატონ წარწერები ან დიზაინის ელემენტები. დიდი პოპულარობით სარგებლობს ასევე სასაჩუქრე შეფუთვა, ბრენდირებული ხის ყუთები, რომლებიც პროდუქტის ღირებულებას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
რა ტენდენციებს ხედავთ ბაზარზე და როგორ პასუხობს Fredo Handmade მომხმარებლის მოთხოვნებს?
დღევანდელ ბაზარზე განსაკუთრებით აქტუალურია ეკომეგობრული, ხელნაკეთი და პერსონალიზებული პროდუქცია. მომხმარებლებს სურთ ნივთები, რომლებიც მასობრივ წარმოებაში არ გვხვდება და მათ ინდივიდუალობას გამოხატავს. Fredo Handmade სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. ვიყენებთ ბუნებრივ მასალებს, ვქმნით მცირე რაოდენობის უნიკალურ კოლექციებს და მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას, თავად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი პროდუქტის დიზაინის შექმნაში.
რა არის კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?
ჩვენი მიზანია Fredo Handmade კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ საერთაშორისო ბაზარს და გავაძლიეროთ ქართული ხელნაკეთი პროდუქციის პოზიციები უცხოეთში. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი კოლექციების შექმნაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაზე. გვინდა, რომ Fredo Handmade ასოცირდებოდეს ხარისხთან, ორიგინალურობასთან და ქართულ ხელოვნებასთან, ხოლო ჩვენი თითოეული პროდუქტი მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ემოციას ქმნიდეს.
ინფორმაციისთვის, ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს როგორც მზა დიზაინებს, ასევე ინდივიდუალურ შეკვეთებს, რაც თითოეულ ჩანთას უნიკალურობას ანიჭებს. პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი.