პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მედიკამენტების სექტორის შესწავლას იწყებს.
დღეს საკანონმდებლო ორგანოში ფარმაცევტული საშუალებების ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ. კომისიის სხდომა პარლამენტში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, 2023 წელს ამოქმედებული რეფერენტული ფასების პროგრამის შედეგად, დაახლოებით 7500 მედიკამენტის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა დარჩენილია 3000-მდე მედიკამენტი, რომელზეც რეფერენტული ფასები ამ ეტაპზე არ ვრცელდება და მათი რეგულირების რესურსი არსებობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ბიბლუსში საქართველოს ბანკის თაროები განთავსდა - აღმოაჩინე წიგნები ბავშვობის მოგონებებსა და ბებიებზე
სხვა სიახლეები
Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank-ი $60 მილიონს AI Data ცენტრის მშენებლობაში მიმართავს, რომელიც Firebird-ის, NVIDIA-ს, Dell Technologies-ის თანამშრომლობით შენდება
30.03.2026.10:30
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო Firebird AI-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის, რაც სომხეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსების პროცესის დაწყებას აღნიშნავს.
Firebird-ის, NVIDIA-ს, Dell Technologies-ისა და სომხეთის მთავრობის თანამშრომლობით აშენებული მონაცემთა ცენტრი რეგიონში ყველაზე მძლავრი იქნება. იგი მისცემს შესაძლებლობას კვლევით ინსტიტუტებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ბიზნესებს, ფართო მასშტაბით დანერგონ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რაც გააძლიერებს სომხეთის წამყვან პოზიციას გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.
Ameriabank-ი ინარჩუნებს სომხეთში უმსხვილესი კორპორატიული კრედიტორის პოზიციას და სომხეთში დაფუძნებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ინდივიდუალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ბანკის კორპორატიული პორტფელი, 1 ტრილიონ დრამს აჭარბებს, რაც სომხეთის საბანკო სექტორისთვის უპრეცედენტო მიღწევაა.