მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.6
-0.0163
flag
AZN 1.5883
0
flag
CNY 38.205
0.0004
flag
EUR 3.1458
-0.0003
flag
GBP 3.5973
-0.0044
flag
KZT 52.9
-0.0063
flag
TRY 0.0635
0
flag
USD 2.7005
0

Paprika-მ ასორტიმენტი გააფართოვა

news image

ნატურალური ნედლეულით დამზადებული ქართული სანელებლების კომპანია Paprika სამი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტს სთავაზობს. მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia Paprika-ს თანადამფუძნებელს ინგა ზურაბიანს ესაუბრა.


როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ბოლო პერიოდში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება და საექსპორტო ბაზრების გაფართოება. ახლახანს დავბრუნდით მადრიდის საერთაშორისო გამოფენიდან - IFEMA Madrid-დან, სადაც წარვადგინეთ სანელებლების სრული ასორტიმენტი. ჩვენმა პროდუქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია ევროპელ დისტრიბუტორებს შორის. ამ გამოფენამ მოგვცა შესაძლებლობა გაგვეფართოვებინა პარტნიორთა ქსელი. ამჟამად, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყების თაობაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიურად ვმუშაობდით გერმანიის ბაზარზე შესასვლელად, და შედეგად, უკვე განვახორციელეთ პირველი ექსპორტი.

გარდა ამისა, ტექნოლოგიურადაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით: დავამატეთ საწარმოო დანადგარები, რაც გვაძლევს საშუალებას გავზარდოთ წარმოების ეფექტიანობა და შევინარჩუნოთ პროდუქტის მაღალი ხარისხი.

როგორი არის მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ასორტიმენტს დავამატეთ ახალი მიქსები - საცივის მიქსი, რომელსაც საუცხოო გემო აქვს. ახალი წელი მოდის და ეს მიქსი მომხმარებლებს სამზადიის ნამდვილად გაუმარტივებს. ასევე დავამატეთ ქათმის და თევზის საკმაზი, რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს შეწვის დროს კერძს. ჩვენი პროდუქციის მთავარი უპირატესობა ბუნებრივი შემადგენლობა და არომატის შენარჩუნებაა. ამისთვის კი ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს.

ამჟამად, ვმუშაობთ რამოდენიმე კომპანიასთან Private Label (PL) მიმართულების განვითარებაზე, როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ ბაზარზე. რაც ჩვენს პარტნიორებს საშუალებას მისცემს მიიღონ პერსონალიზებული შეფუთვა და დიზაინი, მორგებული მათი ბაზრის მოთხოვნებზე. შეფუთვის არსებული ფორმატი უკვე კარგად არის დამკვიდრებული, თუმცა ახალი PL ხაზი კიდევ უფრო ინოვაციური და ბაზრის სპეციფიკაზე მორგებული იქნება.

როგორია მოთხოვნა „Paprika“-ს პროდუქციაზე?

მოთხოვნა მუდმივად იზრდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო მიმართულებებით. მომხმარებლები სულ უფრო მეტად აფასებენ ხარისხს, ბუნებრივ შემადგენლობასა და შეფუთვის ორიგინალურობას. სწორედ ეს კომპონენტები ქმნის ჩვენი პროდუქციისადმი სანდოობას.

ევროპის ბაზრებზე ქართული სანელებლები ხშირად აღიქმება როგორც ახალი და განსხვავებული არომატული გამოცდილება - ბუნებრივი და ხელნაკეთი პროდუქტის ალტერნატივა მასობრივად წარმოებული სანელებლების ფონზე. ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს არა მხოლოდ საცალო მომხმარებლებისგან, არამედ რესტორნებისა და კერძო პირების მხრიდანაც, რომლებიც ეძებენ ავთენტურ ქართულ გემოს. სწორედ ეს მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ, სამომავლო გეგმები წარმადობის ზრდაზე იქნება აქცენტირებული.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

2026 წელს ძირითდი მიმართულება საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითრება იქნება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წარმოების მოცულობასა და ეფექტიანობას. ასევე დღის წესრიგში დგას ასორტიმენტის გაფართოება - უფრო ახალი კატეგორიები დაემატება, რომლებიც სპეციალურად იქნება მორგებული საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებზე.
მთავარ სტრატეგიულ მიზნად რჩება ახალი ბაზრების ათვისება და ქართული სანელებლების ცნობადობის ზრდა საერთაშორისო დონეზე.

ჩვენი მთავარი მიზანია ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ტრადიცია და თანამედროვე ხარისხი ერთიანდება, შედეგად კი იქმნება პროდუქტი, რომელიც ღირსეულად წარმოჩენს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ბაზარზე.

ცნობისთვის, მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ Paprika -ს ვებგვერდს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image “თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

08.12.2025.18:17

„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა