„პანე“ მომხმარებელს რამდენიმე სახეობის პასკას სთავაზობს
მოახლოებულ სააღდგომო პერიოდთან უკვე წლებია რაც „პანეს“ წარმოების პასკები ასოცირდება. ამ პერიოდში მომხმარებელს დახლებზე ტრადიციულად 8-9 სახეობის „პანეს’ პასკა ხვდება, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად მხოლოდ “ნიკორა სუპერმარკეტსა” და “ლიბრეს” ფილიალებშია შესაძლებელი.
„პანე“ - სახლური გემოს მქონე საცხობი პროდუქტების მწარმოებელია, რომელიც ბაზარზე ხარისხიანი და მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამოირჩევა.
„პანეს“ პროდუქცია საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და წლებია მომხმარებლის დიდ ინტერესს ინარჩუნებს.
ბრენდის თითოეული პროდუქტი იქმნება საგულდაგულოდ შერჩეული, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, რომლებიც ევროპული სტანდარტების ქარხნებში — ავსტრიაში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და თურქეთში — იწარმოება. კომპანიაში პროდუქციის წარმოება უახლესი ევროპული დანადგარებით ხორციელდება. "პანეს“ საცხობში წლებია რაც დანერგილია ISO 9001 და 2000 სტანდარტები.
კომპანია, რომელიც წლების წინ ცნობილი იყო სახელწოდებით „მზარეული1“, 2017 წლის რებრენდინგის შემდეგ ბაზარზე “პანეს” სახელით გამოჩნდა. ამავე წელს ქარხანაში სრული გადაიარაღება განხორციელდა და წარმოება 4 ძირითად მიმართულებად ჩამოყალიბდა: ორცხობილა, ფენოვანი ცომი და მისი ნაწარმი, ფრანგული ბულანჟერეა და პურები.
კომპანიის დირექტორს, ტატო ივანიაშვილი Business Insider Georgia-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„თავდაპირველად კომპანიაში ძირითადი აქცენტი ფენოვანი ცომის პროდუქტების მიმართულების განვითარებაზე გაკეთდა - მათ შორის ხაჭაპური, ლობიანი და სხვა ფენოვანი ცომის ნაწარმი, რომელიც დღეს წარმოდგენილია როგორც საცალო ქსელებში, ისე B2B მიმართულებით, კორპორატიულად პარტნიორ კომპანიებთან.
მოგვიანებით დაიწყო პურ-ფუნთუშეულის ხაზის ჩამოყალიბება, რომელიც ხელმისაწვდომია „ნიკორა სუპერმარკეტების“ ქსელში, ადგილზევე ცხობის ფორმატით. ეს მოდელი მომხმარებელს სთავაზობს ახალგამომცხვარ, მაღალი ხარისხის პროდუქტს ყოველდღიურად. ადგილობრივი ცხობის მიმართულება ამ ეტაპზე განვითარების პროცესშია და უკვე თითქმის გაუტოლდა ფენოვანი მიმართულების მასშტაბებს. „პანეს“ ასევე მუდმივად ფართოვდება პურის მიმართულებაც - ასორტიმენტს რეგულარულად ემატება ევროპული რეცეპტურის პურები, წლის ბოლომდე კი პრემიუმ კატეგორიის 10 ახალი პროდუქტის წარმოებაა დაგეგმილი. იგეგმება ცვლილებები ორცხობილების მიმართულებითაც. გუნდს დიდი სამომავლო გეგმები გვაქვს“ - აღნიშნავს ტატო ივანიაშვილი.
კომპანიაში აქტიურად მუშაობენ ასევე საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაზე. ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტი ასორტიმენტის დინამიკური განახლებაა. სწორედ ამ მიზნით ხდება საწარმოს გადაიარაღება და გაფართოებაც.
საწარმოო ტერიტორია 1450კვ/მ-დან უკვე 2900 კვ/მ-მდეა გაზრდილი. გადაიარაღებასთან ერთად ხდება სიმძლავრეების დამატება და საწარმოო ხაზების მოდიფიკაცია/გაუმჯობესება.
ახლახან კომპანიის მიერ მოხდა უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენა, რომლებიც უკვე ტრანსპორტირებულია და ახლო პერიოდში დასრულდება მათი მონტაჟი, რაც წარმოების მოცულობის ზრდასა და ხარისხის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უცხოელ ტექნოლოგებთან და კონსულტანტებთან. რათა მოხდეს მათი საქართველოში მოწვევა და ევროპული გამოცდილების და თანამედროვე რეცეპტურის ადგილზე გაზიარება- დანერგვა.
„ჩვენ განვაგრძობთ სტაბილურ განვითარებას როგორც საცალო, ისე B2B სექტორში. საწარმოო ბაზის გაფართოება, თანამედროვე დანადგარების დანერგვა და ხარისხზე ორიენტირებული სტრატეგია კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, განავითაროს არსებულ მიმართულებები და შესთავაზოს მომხმარებლებს მეტად დივერსიფიცირებული და კონკურენტუნარიანი ასორტიმენტი. ბრენდის წარმატება ადგილობრივ ბაზარზე ეფუძნება გრძელვადიან ხედვას, ინვესტიციებს წარმოების ეფექტიანობაში და მომხმარებლისადმი მუდმივ ყურადღებას -აღნიშნა „პანეს“ დირექტორმა,
დღეისათვის “პანე” ბრენდის ქვეშ ჯამურად 70 სახეობის პროდუქტია წარმოდგენილი. ასორტიმენტის გამუდმებულმა განახლებამ და ხარისხზე აქცენტმა მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც მომხმარებელთა ბაზრის მოთხოვნა, ისე კმაყოფილება, რაც მყისიერად აისახა რეალიზაციაზეც და 2022 წლის ბოლოდან დღემდე გაყიდვების საშუალო ზრდამ კომპანიაში დაახლოებით 30%-ი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19 , 2025
დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდი ისტორიული მნიშვნელობის პროექტს წარადგენს, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტი მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება და რეგიონის ურბანული განვითარების ახლებური სტანდარტების დადგენას მოემსახურება.
„ჩვენ ღრმად გვწამს, რომ „ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ბათუმისთვის ახლებური მომავლის ფორმირებისა და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი რეგიონის ცნობადობის გაზრდის პროცესში. ჩვენი გუნდის ძირითად მამოტივირებელ ძალას, იმგვარი დანიშნულების ადგილის შექმნა წარმოადგენს, სადაც სრულფასოვნად იქნება ასახული ის სულისკვეთება, რომელიც საქართველოს, როგორც ქვეყანას, განვითარებასთან და წინსვლასთან მიმართებით ახასიათებს, აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის გენერალურმა დირექტორმა.
საგამოფენო პერიოდში, კომპანიის წარმომადგენლები სხვადასხვა ბიზნეს პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას და სპეციალურად მოწყობილ მასშტაბურ მულტიფუნქციურ სტენდთან, კუნძულზე საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან დაინტერესებულ პირებს.
სტენდის თითოეულ სტუმარს, შესაძლებლობა ექნება კუნძულის ვირტუალურ ტურში მიიღოს მონაწილეობა. აღნიშნული ტურის სრულყოფა კი, ხელოვნური ინტელექტისა და ინტერაქციული ეკრანების საშუალებით მოხდება.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს, როგორებიცაა: ბრიტანული კომპანია Arup, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არაერთი ქალაქის გეგმარებაშია ჩართული, არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje