მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია

news image

ალბათ ნებისმიერ ადამიანს ბავშვობაში ერთხელ მაინც დაუხატავს ან წარმოუდგენია, როგორი იქნებოდა მისი საოცნებო ავტომობილი. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ თბილისის ქუჩები გააფერადა - ქალაქში გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც სწორედ ბავშვური ხელწერით შესრულებული საოცნებო ავტომობილებია  წარმოდგენილი. ამ გზით კომპანიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოცნებები უსაზღვროა, მათი რეალობად ქცევა კი - შესაძლებელი.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კამპანია Toyota Global-ის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებშიდაგეგმა. Dream Car Contest - ეს არის ყოველწლიური კონკურსი, სადაც ბავშვები თავიანთ საოცნებო ავტომობილებს ხატავენ. წლევანდელი კონკურსი საქართველოსთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა - საერთაშორისო დონეზე, 660 000 ნახატს შორის 14 წლის ანა დუმბაძის ნამუშევარმა გაიმარჯვა. სწორედ ეს გახდა იმის ინსპირაცია, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ კონკურსში მონაწილე ბავშვების შემოქმედება პატარა ფურცლიდან დიდ ბილბორდებზე გადაეტანა. მათ ემოციებს ასახავს ვიდეორგოლი, რომელიც კომპანიამ კრეატიულ სააგენტო Quick-თან თანამშრომლობით მოამზადა.

 

ანი თედიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კამპანიის შინაარსი მარტივი, თუმცა ძალიან ემოციური იყო - ლოკალურ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნახატები თბილისის ქუჩებში ბილბორდებზე გამოვფინეთ, შემდეგ ნამუშევრების ავტორები, მშობლების დახმარებით, ადგილზე მივიყვანეთ, ისე, რომ მათ ამ ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბილბორდზე გადატანილი მათი შემოქმედება ვაჩვენეთ. გულწრფელი ემოციებით სავსე ეს მომენტები კი ერთ ვიდეორგოლში გავაერთიანეთ, რომელიც ბავშვების მოულოდნელ სიხარულს ასახავს. 

ეს იყო ძალიან თბილი და გამორჩეული კამპანია, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა - ერთი მხრივ, გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ფანტაზიის რეალობად ქცევა შესაძლებელია და, მეორე მხრივ, Toyota-ს ბრენდის გაძლიერება, როგორც კომპანიის, რომელიც მომავალ თაობებს უჭერს მხარს. გვინდოდა, გაგვეჩინა რწმენა, რომ ბავშვობის ოცნებები შეიძლება რეალობად ვაქციოთ. აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კონკურსის მონაწილეებს - ემილია სულამანიძეს, ანასტასია ჭანიასა და ლუკა საკანდელიძეს თავიანთი ნახატებით ქალაქის გაფერადებისთვის“.

Toyota Global-ის ფილოსოფიის მიხედვით, რომელიც Going Beyond იდეას ეფუძნება, ეს კონკურსი არა მხოლოდ შეჯიბრებაა, არამედ მომავლის ავტომობილების ინსპირაციის წყაროცაა, სადაც ბავშვური ხედვები შესაძლოა, ერთ დღეს რეალური ინოვაციების საფუძველი გახდეს. 

საქართველოში კონკურსის გამარჯვებულებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, მათთვის ხატვის მასტერკლასი გამართა ზალიკომ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საზოგადოებას კამპანიით კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა დიდი მიღწევა ბავშვური ოცნებით იწყება, ოცნების ავტომობილი კი ბავშვობიდან მოდის და ზრდასრულობაში რეალურიც ხდება.  

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას

12.03.2026.18:00

Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე. 

„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა