მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

ოთარ გრიგოლია: უავტორიტეტო საარჩევნო სუბიექტების ნაცვლად პოლიტიკურ ველზე სხვა ქვეყნები აქტიურობენ და მათ პოლიტიკურ კაპიტალში ქულებს უგროვებენ

news image

იმდენად უავტორიტეტო და ურეიტინგოა ქართული ოპზიცია, რომ მათ მაგივრად წინასაარჩევნო კამპანიას სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აწარმოებენ, ეს კი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური და წარმოუდგენელი შემთხვევაა“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.

ჩვენს ოპონენტებს და მათ დამკვეებს ქვეყანაში არსებული წინასაარევნო სიმშვიდე არ მოსწონთ და ცდილობენ სიტაციის არევას. საბედნიეროდ, არაფერი გამოსდით, რადგან არანაირი ავტორიტეტი აღარ შემორჩენიათ“,  -  განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

სიტყვით გამოსვლისას ფრაქციის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ამგვარ აბსურდს ქვეყანაში მალე ადგილი აღარ ექნება.

ვიმედოვნებ, რომ ყველასთან, მათ შორის იმ მხარეებთანაც, რომლებიც ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არიან, გამოვნახავთ საერთო ენას ურთიერთობისთვის და სეთ აბსურდს ჩვენს ქვეყანაში ადგილი აღარ ექნება, როდესაც საარჩევნო სუბიექტები პოლიტიკური განცხადებებით და პოლიტიკური დღის წესრიგით  პოლიტიკურ ველზე არ აქტიურობენ  და მათ მაგივრად ქულების დაგროვებას მათ პოლიტიკურ კაპიტალში  სხვადასხვა ქვეყანა ცდილობს“,  -  დასძინა ოთარ გრიგოლიამ. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ცვლილებები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება - ლევან ვეფხვაძე

18.08.2025.21:44

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება. 

როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.

„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა