„ორბი ჯგუფი“ Central Park Towers-ის პროექტში კი კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შეყვანას გეგმავს
„ორბი ჯგუფი“ Central Park Towers-ის პროექტში კი კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შეყვანას გეგმავს, რომელიც დღეისთვისაც რეგიონში არ ოპერირებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, საუბარია მსოფლიოში ცნობილ ბრენდზე.
„ახალი ბრენდის შემოყვანა ხდება თბილისის პროექტში. ეს პრაქტიკულად არის ერთ მისამართზე თავმოყრილი თითქმის 2 ათეული საერთაშორისო ბრენდი და ამ ბრენდის ქვეშ. ეს არის მსოფლიოში ცნობილი საერთაშორისო ბრენდი, რომლის ქვეშაც ოპერირებს ეს ინტეგრირებული რეზორტი Central Park Towers-ის სახით.
აღნიშნული ბრენდი კავკასიის რეგიონში ჯერ წარმოდგენილი არ არის. თითქმის ყველა, თორმეტივე ბრენდი, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ თბილისში, საქართველოში, ეს ბრენდები არა თუ კავკასიაში პოსტ სსრკ სივრცეშიც არ გვხვდება და პრაქტიკულად ერთ-ერთი ლიდერები ვიქნებით ამ კუთხით და არამხოლოდ რეგიონში“, - განაცხადა კვერღელიძემ.
”Central Park Towers"-ი ქალაქ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე, ცენტრალ პარკის მიმდებარედ არსებული 5 ვარსკვლავიანი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსია, რომელიც A და B თაუერებისგან შედგება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტი ცენტრალ პარკიდან 200 მეტრში მდებარეობს.
A თაუერსში განთავსებულია საერთაშორისოდ აღიარებული Radisson Blu, ხოლო B თაუერსი განკუთვნილია კიდევ ერთი გამორჩეული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდისთვის, რაც ინვესტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ფლობდნენ პრემიუმ კლასის სასტუმრო ნომრებს, რომელსაც მართავს მსოფლიო დონის 5 ვარსკვლავიანი ოპერატორი.
ეს გრანდიოზული, მულტიფუნქციური კომპლექსი მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ჰოლანდიური კომპანიის მიერაა დაპროექტებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
10.06.2025.12:00
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესვლაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო კომპანიებთან აქტიურად მიმდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნუცა ჟღენტმა განაცხადა, გაზრდილია აზიური კომპანიების მომართვიანობა.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო კომპანიებთან. ძირითადად რეგიონალურ კომპანიებთან და საკმაოდ გაიზარდა აზიური კომპანიებიდან მომართვიანობა. ვინაიდან სატარიფო ომი გარკვეულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული და ამ კომპანიებს სჭირდებათ რელოკაცია, რომ სტრატეგიულ გამოწვევებს უფრო უკეთ უპასუხონ. დღესდღეობით ჩვენთან წარმოდგენილია სავაჭრო და ინდუსტრიული კომპანიები, რომელთათვისაც ძალიან მიმზიდველია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი“, - აღნიშნავს ნუცა ჟღენტი.
მისი თქმით, დღეისათვის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაახლოებით 50-მდე კომპანია ოპერირებს.
ცნობისათვის,
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ-ი) წარმოადგენს 36 ჰექტარზე განთავსებულ, გადასახადებისგან თავისუფალ მრავალპროფილური ზონას, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისში. ჰუალინგის თიზ-ს გააჩნია ლოჯისტიკურად სტრატეგიული ადგილმდებარეობა - მანძილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე შეადგენს 19 კმ-ს, შავიზღვისპირა ქალაქ ფოთის პორტამდე - 95 კმ-ს, ხოლო დედაქალაქამდე - 210 კმ-ს, შესაბამისად იგი ხელსაყრელია იმ მრავალფეროვან ბაზრებზე წვდომისათვის, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, მათ შორის ევროკავშირის, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთსა და თურქეთთან.
ჰუალინგის თიზ-ი, რომელიც ოფიციალურად 2015 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს, კომპანიებს სთავაზობს 100%-იან გათავისუფლებას მოგების, დივიდენდის, დღგ-ს, საბაჟო და ქონების გადასახადებისგან. ყველაზე დაბალი კომუნალური ტარიფები და იაფი მუშახელი ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ს აქცევს წარმოების, გადამუშავებისა და ვაჭრობისათვის ყველაზე ხელსაყრელ ადგილად.
მარტივი და სწრაფად განხორციელებადი ბიზნეს პროცედურები ჰუალინგის თავისუფალი ზონის კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა: კომპანიის რეგისტრაცია შესაძლებელია 1 დღეში (მათ შორის საბანკო ანგარიშის გახსნა); გამარტივებულია საბაჟო პროცედურები და სამშენებლო რეგულაციები; ნებადართულია 100% უცხოური საკუთრების უფლება; არ არსებობს მოთხოვნა საწესდებო კაპიტალსა და მინიმალურ ინვესტიციებზე.
თიზ-ის კიდევ ერთი ბენეფიტი იქ არსებული სხვადასხვა სიდიდისა და სპეციფიკის მზა საწარმოო და სასაწყობე შენობებია, ისევე როგორც მიწის ნაკვეთები ყველაზე კონკურენტულ საიჯარო ფასად.
უამრავი საწარმოო და სავაჭრო კომპანია უკვე ეფექტურად სარგებლობს ჰუალინგის თიზ-ის ზემოხსენებული უპირატესობებით. მათ შორის არის ხის, ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, სამშენებლო მასალების, ფერო-შენადნობების, სპირტის საწარმოო პროექტები, ასევე IT და სავაჭრო კომპანიები.