მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099.9
0.0071
flag
AZN 1.5908
-0.0003
flag
CNY 38.205
0.0026
flag
EUR 3.131
0.0106
flag
GBP 3.561
0.0107
flag
KZT 52.18
-0.0001
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7047
-0.0005

ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევის” გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების ცენტრის – ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევის” მხარდამჭერია. ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ ბრიტანული განათლება.

ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავებეს საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე და მოიფიქრეს პრობლემური ქეისის გადაწყვეტის გზები. დავალება ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს და საუკეთესო გუნდიც გამოავლინეს.

გამარჯვებული გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ლიზი თხილაიშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი და ელისაბედ სიხარულიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, იმუშავა ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის გამოწვევაზე, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობის პერიოდში ჩართულიყვნენ ვორკშოპებში ისეთ თემებზე, როგორიცაა:
• ლიდერობა
• სტრატეგიული კომუნიკაციები
• დროის მართვა და სხვა.

ვორკშოპების მიზანი იყო, მონაწილე ახალგაზრდებს ქონოდათ სრული ინფორმაცია და უნარები, რათა უკეთ ემუშავათ ორგანიზაციების გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ ოქროს კომპასის პროექტი “დამსაქმებლის გამოწვევა” ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის ნებართვით.

ინფორმაციისთვის, ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა – დაეკავშირებინა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესიონალებთან.დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ოქროს კომპასის ვებგვერდზე www.goldencompass.edu.ge

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისი ბიზნესდაჯილდოების „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტი- გიგა მეტრეველი

27.11.2025.11:23

დღეს, როდესაც კომპანიები ცდილობენ არ შეიზღუდონ გეოგრაფიით და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იპოვონ მათთვის იდეალური გუნდი, რეკრუტირების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, ე.წ. growth კონსალტინგი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა.

პანდემიის დასაწყისში არსებულმა ბაზრის მოცემულობამ პროფესიით საერთაშორისო სამართლის მცოდნე, გიგა მეტრეველს ფრილანსერობა საბოლოოდ გადააწყვეტინა. თუმცა, იმ მომენტისთვის ევროპული და ამერიკული სტარტაპების ეკოსისტემაში მუშაობის დიდი გამოცდილება უკვე ჰქონდა.

„მთავარი პირობა, რამაც ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა, მოქნილობა იყო. არ მსურდა, კონკრეტულ პროდუქტზე ვყოფილიყავი მიბმული და 10-15 წელი ერთ ადგილას გავჩერებულიყავი. ფრილანსერობა კი იმის საშუალებას გაძლევს, შეხება გქონდეს სხვადასხვა ბიზნესმოდელთან, პროდუქტთან და სტრატეგიასთან, იმუშაო სხვადასხვა ინვესტორთან, დამფუძნებლებთან და რეალური გავლენა მოახდინო ბიზნესის მიმართულებაზე“, - გვიხსნის გიგა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში, 30-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა გაზრდა - განვითარებაში.

პირველი, რასაც ახალ სტარტაპთან მუშაობისას არკვევს, ის პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც კომპანია ცდილობს. ასევე, უმნიშვნელოვანესია დამფუძნებლები და გუნდი, რომლებიც სტარტაპს წარმოადგენენ

„დამფუძნებელს უნდა ჰქონდეს მთავარი უნარი - სწორად განსაზღვროს, რა ეტაპზე როგორი ხალხი მოიყვანოს სტარტაპში და ჩართოს სამუშაო პროცესში. თუ ამას ვერ ახერხებს, საეჭვოა სტარტაპიდან რაიმე გამოვიდეს. დამფუძნებელს, ასევე, უნდა შეეძლოს „არა“-ს თქმა და კომპრომისებზე მარტივად არ მიდიოდეს“,- ამბობს გიგა.

ადამიანს, Uberall, Gorillas, revolut, Trade Republic, Solarisbank, Yilu, Gigs-სთან უმუშავია და მხოლოდ ერთი კომპანიისთვის წელიწადნახევარში 15 000 კადრის რეკრუტირება შეძლო, ნამდვილად დაეჯერება. მისი, როგორც Growth კონსულტანტის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს სტარტაპებს ორგანიზაციული დიზაინის, ზრდის გეგმის შექმნასა და აღსრულებაში.

მრავალფეროვანი საქმიანი პორტფელის მიუხედავად, გიგა მეტრეველისთვის თიბისი ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება იყო.

„თიბისი სტარტაპ ტექნოლოგიების განვითარებისთვის ბევრ სწორ ნაბიჯს დგამს. ჩემთვის ბიზნესდაჯილდოების კონკურსში მონაწილეობა ერთის მხრივ იყო საინტერესო ხალხთან გადაკვეთის წერტილი, მეორე მხრივ კი - იმ საქმის შესახებ ცნობადობის ამაღლება, რომელსაც ვაკეთებ“, - ამბობს გიგა, რომელსაც „საუკეთესო ფრილანსერის“ ნომინაციის ფინალისტობა და მესამე ადგილი ერგო.

„საერთო ემოციური ინტელექტი დიდ როლს თამაშობს. პარტნიორმა შენიანად უნდა გიგრძნოს. უცხოელ ინვესტორებთან თუ დამსაქმებლებთან პარტნიორობა იმ მომენტიდან მოდის, როდესაც ხარ გლობალური ურთიერთობების ნაწილი. ეს არის თანამშრომლობის მთავარი საფუძველი. ამიტომ, მთავარ რჩევას, რომელსაც ჩემს სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ არის, ის რომ იყვნენ გლობალური ბაზრის ნაწილი - გაეცნონ მეტ ქვეყანას, კულტურას და შეინარჩუნონ ღიაობა - განსაკუთრებით კარიერის პირველ წლებში “.

ეს რჩევა ზუსტად ეხმიანება თიბისი ბიზნესდაჯილდოების წლევანდელ გზავნილს: - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა