ოქრო რეკორდულად გაძვირდა - მიიღე უკეთესი შეფასება შენი ნივთებისთვის ექსპრეს ლომბარდში
საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა და მიმდინარე კვირას უნცია ლითონის ღირებულებამ 3,790 დოლარს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 12%-ით არის გაძვირებული, ხოლო ერთწლიან პერიოდში მატება 42%-ს აღწევს, რაც ოქროს წლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო აქტივად აქცევს.
ოქროს ზრდა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენებით არის განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით მზარდი რისკები, რასაც მიმდინარე კონფლიქტების ესკალაცია და აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა განაპირობებს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული დოლარის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესმა იკლო და კაპიტალმა დოლარიდან ოქროში დაიწყო გადასვლა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გლობალური ცენტრალური ბანკების ქმედებას უკავშირდება, რომლებიც ყოველთვიურად ტონობით ოქროს ყიდულობენ რეზერვების შესავსებად, რასაც ფასის რეკორდულ ზრდამდე მივყავართ.
ბირჟაზე ოქროს გაძვირების ფონზე, ექსპრეს ლომბარდში შეგიძლია შენი ოქროს სანაცვლოდ უფრო მაღალი შეფასება მიიღო. გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ახალ მომხმარებლებს, ასევე იმათ, ვისაც უკვე აქვს გაფორმებული სალომბარდე სესხი. ამ შემთხვევაში, გაზრდილი ფასის გამო, ოქროს ნივთების სანაცვლოდ ექსპრეს ლომბარდიდან დამატებითი თანხის მოთხოვნაა შესაძლებელი.
რაც მთავარია, ექსპრეს ლომბარდში შეფასების პროცესი უსაფრთხო და მარტივია, რადგან სერტიფიცირებული ექსპერტები, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ნივთებს დაზიანებისა და გაქლიბვის გარეშე აფასებენ. მომსახურების მიღება კი 24/7-ზეა შესაძლებელი.
ექსპრეს ლომბარდში სესხის დაფარვაც მარტივია, ამისთვის ყოველთვიური ან 3 თვეში ერთხელ გადახდის სქემა შეგიძლია აირჩიო და საკომისიოს გარეშე, პირდაპირ ვებგვერდიდან, ფილიალებიდან ან სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან განახორციელო ტრანზაქცია.
რაც მთავარია, ექსპრეს ლომბარდში კონკურენტული პირობები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება გელოდებათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 032 2 39 39 39 | *3939
სხვა სიახლეები
28.09.2025.14:07
იღბლიანი გამარჯვებული და საცხოვრებელი ბინა საჩუქრად. კომპანია „თეთრი კვადრატის“ უპრეცედენტო გათამაშების გამარჯვებულს შარტავას ქუჩაზე, დასრულებულ კომპლექსში ბინის გასაღები საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.
ბინის მოგების შესაძლებლობა იმ მომხმარებლებს ჰქონდათ, რომლებაც 20 ივლისიდან 20 სექტემბრამდე კომპანიის პროექტში მათთვის სასურველი ბინა, კომერციული ან საოფისე ფართი შეიძინა და ღირებულების 20% გადაიხადა. ყოველი გადახდილი 1000$ მყიდველისთვის გათამაშების 1 ბილეთს უდრიდა, შესაბამისად, გამარჯვების შანსები საკმაოდ მაღალი იყო. უძრავი ქონების ყიდვასთან ერთად, მომხმარებლებს გადაეცემოდათ ბილეთი, რომელსაც ისინი გაყიდვების ოფისებში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში თავად ანთავსებდნენ.
გათამაშების გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლიდნენ, სადაც მომხმარებლებთან ერთად მიწვეული სტუმრებიც იმყოფებოდნენ.
კომპანია „თეთრი კვადრატი“ უკვე 5 წელია წარმატებით ოპერირებს დეველოპერულ ბაზარზე. გათამაშების გამრჯვებულების გამოცხადებამდე, სტუმრებს სიტყვით მიმართა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ნატროშვილმა, რომელმაც იმ მიმდინარე, თუ დასრულებულ პროექტებზე ისაუბრა, რასაც ამ ეტაპზე კომპანია წარმატებით ახორციელებს. ისაუბრა გათამაშებაზეც და აღნიშნა, რომ ის ერთადერთ მთავარ ამოცანას - მობინადრეების მაქსიმალურ კმაყოფილებას ემსახურება.
ეს დღე მხოლოდ ბინის გათამაშებით არ დასრულებულა. იღბლიანები აღმოჩნდნენ სხვა მომხმარებლებიც. გათამაშდა 6 ცალი 5000 დოლარიანი ვაუჩერი და 3 ცალი 10 000 დოლარიანი ვაუჩერი.
უძრავი ქონება, რომლითაც გათამაშების მეშვეობით „თეთრი კვადრატის“ იღბლიანი გამარჯვებული დასაჩუქრდა შარტავას ქუჩაზე დასრულებულ კომპლექსში მდებარეობს, მე-13 სართულზე და მისი ფართობია 71 კვ.მ
კომპანია თეთრ კვადრატს ამ ეტაპზე რამდენიმე მიმდინარე და მათ შორის დასრულებული კომპლექსებიც აქვს და მომავალი მობინადრეებისთვის ბევრ საინტერესო სიახლეს სთავაზობს.