მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7091
0.0031
flag
AZN 1.5928
-0.0002
flag
CNY 38.102
-0.0048
flag
EUR 3.1424
-0.0038
flag
GBP 3.5656
0.005
flag
KZT 51.78
0.0006
flag
TRY 0.064
0
flag
USD 2.708
-0.0005

ოპტიკური და მზის სათვალეების მაღაზია SANI კომპანიის უპირატესობებზე

news image

კომპანია 30 წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მისი მომხმარებელის რაოდენობა მზარდია.

„30 წელიწადია, რაც  ბაზარზე ვართ და ხმამაღლა ვიტყვი,  რომ ჩვენ გვქონია კავშირი აბსოლუტურად ყველა ოპტიკასთან, დიდი ბრენდებიდან დაწყეული, საშუალო ბრენდებით დამთავრებული. ეხლა აღარ გვაქვს კავშირი, რადგან საცალო მიმართულებაზე ვკონცენტრირდით. ჩვენ ყოველთვის სრულყოფილად ვაწვდით მომხმარებელს ინფორმაციას. წინასწარ ვუთანხმებთ დეტალებს და მათი თანხმობის შემდეგ ვაკეთებთ სათვალის შეკვეთას. ძალიან ბევრი ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შემოვიტანოთ და გავაცნოთ მომხმარებლებს  განსხვავებული ბრენდები, მინიმალურ ღირებულებაში. ასევე, ვარჩევთ ისეთ სათვალეებს, რასაც არ აქვს რეპლიკა და სულ რამოდენიმე ცალი შემოდის თითოეული მოდელიძალიან ინდივიდუალურად, სათითაოდ ვარჩევთ პროდუქციას. მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ მომხმარებლებს და შევთავაზოთ მაღალი ხარისხი. გამუდმებით, სიახლეების ძიებაში ვართ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.

კომპანიის  ასორტიმენტში ხშირია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით ნაწარმოები სათვალეები, განსაკუთრებით საბავშვო ხაზში.

მსოფლიოს გარშემო,  სადაც კი იწარმოება სათვალე და სათვალის მინა ყველა ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ. დაწყებული ინოეთიდან, კორეა, ჩინეთი , იაპონია, ასევე ევროპის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა:  იტალია, ესპანეთი, ბელგია, საფრანგეთი და სხვა.  აქტიურად, ვცდილობთ შემოვიტანოთ ბიო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. განსაკუთრებით, ბავშვის სათვალეები, რომელიც გვაქვს ჩვენს მაღაზიებში.  ეს არის სრულიად უსაფრთხო, იგივე მასალით ნაწარმოები სათვალეები, თურქული და შვეიცარული წარმოების. გამოირჩევა ანტიალერგიულობით. ჩვენი მიზანია უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვა“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი მარი სხირტლაძე.

"სანი" მომხმარებლებს სთავაზობს, ოპტიკურ მომსახურებასა და საცალო გაყიდვებს, რაც მოიცავს ინვენტარს ოფთალმოლოგიური კლინიკებისა და სათვალის მაღაზიებისთვის.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება

18.11.2025.11:16

AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.

GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება  - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.

GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.

შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა